საბავშვო დრონი დისტანციური მართვით OEM JS-805WIFI
საბავშვო დრონი დისტანციური მართვით OEM JS-805WIFI
Regular price 250.00 ლარი 189 ლარი / თვეში 11 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
დისტანციურად მართვადი მინი დრონი OEM LM10
დისტანციურად მართვადი მინი დრონი OEM LM10
Regular price 240.00 ლარი 169 ლარი / თვეში 10 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი

დრონი

დრონი ბავშვისა და უფროსისთვის დროის გასაყვანი იდეალური საშუალებაა. ჩვენი ბავშვობის დროინდელი ელექტრო თუ მექანიკური მანქანები დღეს უკვე ამ მფრინავმა აპარატებმა ჩაანაცვლა.

დრონი ყველაზე იაფად ისურვეზე

ისურვე გთავაზობთ სხვადასხვა საჭირო ტექნიკისა და მოწყობილობების უზარმაზარ არჩევანს ყველაზე იაფად.

მათ შორისაა თანამედროვე ტექნიკის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარუი მოწყობილობა -დრონი, რომელიც სხვადასხვა ასაკის მოყვარული და პროფესიონალი მომხმარებლებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო ნივთია.

დრონის ყიდვა თუ გადაწყვიტეთ, იცოდეთ, რომ წინ უამრავი თავგადასავალი და საინტერესო მოგზაურობა გელოდებათ, რაზეც ამ მოწყობილობის სიმსუბუქეს, შესაძლებლობებსა და დიზაინს უნდა უმადლოდეთ.

დრონი

 

დრონით შეგიძლიათ არამხოლოდ გაერთოთ, არამედ ფანტასტიური ფოტო-ვიდეო მასალა გადაიღოთ. 

დრონი სხვადასხვა საჭიროებისათვის

დრონის შერჩევა საკმაოდ რთულია, რომელზეც მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული მისი მიზანი და თქვენი ფინანსური შესაძლებლობები. ჩვენი აღწერა და რეიტინგი დაგეხმარებათ იპოვოთ  საუკეთესო დრონი გართობისთვის, სამუშაოდ ან უბრალოდ საჩუქრად.

თუმცა მნიშვნელობა არ აქვს რისთვის გსურთ დრონის შეძენა, მისი ხელმისაწვდომობა სულ ცოტა ხნის წინ საკმაოდ წარმოუდგენელი იყო, თუმცა ეს ასე აღარ არის.

დრონის მაღაზია ახლა უკვე ონლაინ

დრონისა და მსგავსი პრაქტიკული მოწყობილობების შეძენა უკვე სახლიდან გაუსვლელადაც შეგიძლიათ, ამაში კი ჩვენ დაგეხმარებით.

პატარა დრონი ბავშვებისა და ზრდასრულებისთვის უკვე საუკეთესო გასართობად იქცა, რომელსაც სხვადასხვა ხარისხი, ზომა და უამრავი მახასიათებელი აქვს, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელია.

თუკი დრონის ყიდვა  გსურთ, მაშინ ყურადღება მიაქციეთ შემდეგ მახასიათებლებს:

ზომა და წონა - ყველაზე პატარა მოდელებს აქვთ 100x100 მმ ზომები, რომლებიც შესაფერისია შიდა სივცეში გამოყენებისთვის. ღია სივრცეში, მცირედმა ქარმაც კი შესაძლოა სხვადასხვა მიმართულებით წაიღოს. ასეთო დრონები კარგია ბავშვებისთვის და იმის სასწავლად, თუ როგორ მუშაობს ასეთი მოწყობილობები.

საშუალო მოდელების ზომა არ აღემატება 400x400 მმ-ს. ასეთი მოდელები შეიძლება გამოყენებული იყოს სამოყვარულო ფოტოგრაფიისთვის ღია ადგილებსა და სპორტულ დარბაზებში გადაღებებისთვის.

კამერის ხელმისაწვდომობა - მცირე ზომის მოწყობილობებს ისინი ან  ჩაშენებული აქვთ ან საერთოდ არ აქვთ. ჩვეულებრივ, მსხვილი კამერები ცალკე მონტაჟდება  და საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია მათი შეცვლა. ოპტიკის რეზოლუცია მერყეობს 0.3-დან 20 მეგაპიქსელამდე.

ფრენის დიაპაზონი - მოდელების უმეტესობას შეუძლია ჰაერში 15 წუთის განმავლობაში იფრინოს. უფრო ძვირიანი მოწყობილობები - ნახევარ საათამდე დაფრინავენ. და მხოლოდ რამდენიმე დრონს შეუძლია 30 წუთზე მეტხანს იმუშაოს.

ქვემოთ წარმოგიდგენთ საუკეთესო დრონების რეიტინგს, რომლებიც მნიშვნელოვნად გაგიმარტივებთ არჩევანის შესაძლებლობას.

GoPro Karma

GoPro -ს დრონი იკავებს შუალედურ პოზიციას  სამოყვარულო და პროფესიონალ მოდელებს შორის.  შესაფერისია ნებისმიერი GoPro კამერის დამონტაჟებისთვის და შეუძლია იფრინოს 15 მ/წმ-მდე. ამ შემთხვევაში, ფრენის ხანგრძლივობა იქნება 20 წუთი, ხოლო ბატარეას დასჭირდება 1 საათიანი დატენვა.

დრონი

მოწყობილობა უკეთესი გადაღებისთვის აღჭურვილია სტაბილიზატორით, ხოლო სპეციალური მექანიზმის წყალობით, სურათის გადაღების ხარისხი არ ფუჭდება, გამოსახულებები ნათელია და ხარისხიანი ვიდეოები   სიმაღლიდანაც შეგიძლიათ გადაიღოთ.

საშუალო ქარი ასევე არ წარმოადგენს მნიშვნელოვან შემაფერხებელ გარემოფაქტორს ამ მოწყობილობისთვის. დრონს მომხმარებლიდან 1 კილომეტრამდე მანძილზე შეუძლია ფრენა.

დადებითი:

  • სტაბილური ფოტო;
  • FPV ფუნქციის მხარდაჭერა;
  • მაღალი ხარისხის მასალები;
  • მოსახერხებელი კონტროლი - დისტანციური მართვა სენსორული ეკრანით.

მინუსები:

  • საკმაოდ დიდი ღირებულება.

GoPro Karma შესაფერისია როგორც თანამედროვე "სათამაშოების" მოყვარულებისთვის, ასევე მათთვის, ვინც ნახევრად პროფესიონალურ დონეზე, აერო ფოტოგრაფიით არის დაკავებული.

MJX Bugs 3

MJX - ეს არის იაფიანი მოდელი, რომელიც აერთიანებს საიმედოობას  თავისი შესანიშნავი პარამეტრებით. დრონს აქვს ძლიერი ბატარეა, რომელსაც შეუძლია  500 მეტრამდე ფრენა. უშუალოდ კამერა უზრუნველყოფს სურათის მაღალი ხარისხის  სტაბილიზაციას.

დრონს მოყვება ბევრი სათადარიგო ნაწილი, მაგრამ დისტანციური მართვისთვის ბატარეები არ არის გათვალიწინებული, რის გამოც მათი შეძენა ცალკე მოგიწევთ.  მოწყობილობას აქვს შედარებით მცირე წონა - 0.5 კგ , რომელიც აღჭურვილია ნათელი განათებით.

დადებითი:

  • მაღალი სიჩქარე;
  • კარგი დიაპაზონი;
  • სურათის სტაბილიზაცია გადაღების დროს;
  • ხელმისაწვდომი ფასი.

მინუსები:

  • კამერა არ მოყვება.

მოწყობილობა აერთიანებს მასალის საიმედოობას და ფრენის შესანიშნავ შესრულებას.

Hubsan X4 FPV H107D

მოწყობილობა აღჭურვილია 6 ღერძით, რომელიც უმკლავდება ძლიერ ქარს.  დრონის ზომა მცირეა, რაც  ასევე ამცირებს მის წონასაც. ტექნიკაზე დამონტაჟებულია 480p კამერა, ხოლო  დისტანციური კონტროლი ხორციელდება LCD მონიტორის საშუალებით.

დრონი

ფრენის დრო შემოიფარგლება 7 წუთამდე, დატენვას ანდომებს ნახევარ საათს. მოწყობილობას შეუძლია განავითაროს მაღალი სიჩქარე, რის გამოც ერთ-ერთ საუკეთესო მოდელად აქცევს მის სეგმენტში.

დადებითი:

  • ფრენის მაღალი სიჩქარე;
  • მარტივი კონტროლი;
  • FPV რეჟიმი;
  • მოქნილი და გამძლე პლასტიკური მასალისგან დამზადებული კორპუსი.

მინუსები:

  • სუსტი კამერა;
  • ფრენის მოკლე ხანგრძლივობა.

მოდელი ოპტიმალურია ახალბედა მომხმარებლებისთვის, რათა გადაწყვიტონ - რამდენად საინტერესო იქნება  ახალი ჰობი და ღირს თუ არა მომავალში უფრო ძვირიანი მოწყობილობის შეძენა.

თუ დრონის შეძენა გადაწყვიტეთ, შეგახსენებთ, რომ ისურვეზე ყველანაერ შენაძენზე შეგიძლიათ გააკეთოთ განვადება, ხოლო მიტანის სერვისი ჩვენთან უფასოა.