სრული კოლექცია

  • გვერდი #1 - სულ 5 გვერდი

ტელევიზორები განვადებით

ტელევიზორები განვადებით ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი კატეგორიაა ჩვენს ინტერნეტ მაღაზიაში, შესაბამისად, გთავაზობთ საუკეთესო პირობებს ყველა ბრენდსა და მოდელზე, საქართველოს წამყვანი ბანკებისგან.

კარგი ტელევიზორი ნამდვილი ფუფუნების საგანია, სამწუხაროდ ასეთ ფუფუნების საგანს ხშირად შესაბამისი ძვირი ფასებიც ადევს, ამიტომ განვადების გაკეთება ტელევიზორებზე კარგი გამოსავალი შეიძლება იყოს.

როგორ ვიყიდოთ განვადებით და ვნახოთ ყველა აქცია ტელევიზორებზე?

პროცესი უმარტივესია და ამისთვის სულ რამდენიმე წუთი დაგჭირდებათ. თუმცა ჩვენ მაინც დეტალურად წარმოგიდგენთ მას, შერჩევიდან - შეძენილი ტელევიზორის მიღებამდე, ყველა საჭირო რჩევასთან ერთად.

ნაბიჯი 1 - ტელევიზორის შერჩევა

პირველ რიგში აირჩიეთ რა ტიპის და ბრენდის ტელევიზორი გსურთ.

გირჩევნიათ ის იყოს Smart  თუ სტანდარტული, რომელი საოპერაციო სისტემაა თქვენთვის უფრო მარტივი ან მისაღები და ა.შ.

რაც შეეხება ბრენდებს, ყურადღება მიაქციეთ მწარმოებელ ქვეყანას, ფუნქციებსა და საგარანტიო სერვისს. მაგალითად, სონის ტელევიზორები განვადებით  ან 4K ტელევიზორები ყველაზე პოპულარულია ჩვენს ქვეყანაში.

არ გამოგრჩეთ გადახედოთ რამდენიმე ძირითად პუნქტს:

  • ფასი - ხშირად მაღალ ფასს მხოლოდ ბრენდის გამო იხდით და ანალოგიური მონაცემებით მსგავსი მოდელის ყიდვა სხვა მწარმოებლისგანაც შეგიძლიათ.
  • ფუნქციები - რამდენად თანამედროვეა ისინი, აქვს თუ არა მაგალითად ხმოვანი ძებნა და ა.შ.
  • მომხმარებელთა შეფასებები - როგორც ისურვეზე, ისე საერთაშორისო მაღაზიებში.

2 - განვადების განაცხადის შევსება

სასურველი ტელევიზორის შერჩევის შემდეგ უნდა შეავსოთ სახელი, გვარი და ტელეფონის ნომერი და დააჭიროთ განვადებით ყიდვას.

თქვენი მონაცემების სისტემაში ასახვისთანავე (სამუშაო საათებში) დაგიკავშირდებათ ჩვენი ოპერატორი და დაგეხმარებათ საბანკო ონლაინ განვადების სრული განაცხადის შევსებაში.

არასამუშაო საათებში განაცხადის მიღების შეთხვევაში დაკავშირება მოხდება მეორე დღეს.

გარდა გადაგზავნისა, ოპერატორი დამატებით პასუხს გასცემს თქვენს ნებისმიერ შეკითხვას, ამასთან, შეგირჩევთ თქვენზე მორგებულ ბანკს, შემოსავლების გათვალისწინებით.

3 - განვადებაზე ხელმოწერა

ბანკში გადაგზავნილი განვადების განაცხადის დამტკიცების შემდეგ (რის შესახებაც იღებთ სმს შეტყობინებას) მოგიწევთ მხოლოდ ერთხელ სახლიდან გასვლა.

პროცედურა სულ 2 წუთიანია და შეგიძლიათ მიბრძანდეთ არჩეული ბანკის ნებისმიერ ფილიალში მთელი საქართველოს მასშტაბით.

ადგილზე დაგხვდებათ თქვენი დამტკიცებული განვადება, რომელზეც მოაწერთ ხელს და ამით შეკვეთა შედის ძალაში.

4 - ტელევიზორის მიღება მისამართზე

შეძენილ ტელევიზორს ისურვეს კურიერი ადგილზე სრულიად უფასოდ მოგიტანთ, ნებისმიერ მისამართზე მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ეს ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია, რატომაც ისურვეს აქვს პრეტენზია იყოს საუკეთესო ტელევიზორების მაღაზია საქართველოში .

რატომ ჯობს ტელევიზორი განვადებით ვიყიდოთ?

ტელევიზორების განვადებით ყიდვას რამდენიმე კონკრეტული უპირატესობა აქვს :

  • არ გიწევთ თანხის ერთიანად გადახდა;
  • გაქვთ მეტი სანდოობა მყიდველისადმი, როგორც წესი, ბანკები არასანდო ორგანიზაციებთან და ონლაინ მაღაზიებთან არ თანამშრომლობენ;
  • ვინაიდან ონლაინ განვადების წინ ოპერატორთან გასაუბრება გიწევთ, მისგან შეგიძლიათ მიიღოთ ამომწურავი ინფორმაცია სასურველი ტელევიზორის შესახებ.

ტელევიზორები განვადებით საუკეთესო პირობებით ისურვეზე

დიდი და კარგი გამოსახულების ტელევიზორი დიდი ხანია მხოლოდ ფუფუნების საგნად აღარ მიიჩნევა.

ყველას უყვარს საღამოს ტელევიზორის წინ მოკალათება და საყვარელი გადაცემის ყურება, სმარტ ტელევიზორის შემთხვევაში კი მარტივად ხდება დაკავშირება მობილურ ტელეფონთანა და ინტერნეტთან.

ტელევიზორები საუკეთესო ფასად სხვადასხვა ბრენდული მწარმოებლისგან ისურვეზე შეგიძლიათ შეიძინოთ.

თუ არ გსურთ განვადება, შეგიძლიათ ისურვესგან დამატებითი ფასდაკლება მიიღოთ ნივთის ღირებულების ერთიანად ონლაინ გადახდის შემთხვევაში.