სრული კოლექცია

  • გვერდი #1 - სულ 3 გვერდი

Sony

Sony მსოფლიო მასშტაბის ბრენდია , რომელიც ყოველთვის სიახლესთან, ინოვაციურობასთანა და განსაკუთრებულ ხარისხთან ასოცირდება.

ისურვეც განსაკუთრებული ყურადღებით უდგება ამ დონის ბრენდთან მუშაობას, სთავაზობს რა მომხმარებელს გარანტირებულად საუკეთესო ფასებსა და მომსახურების სუპერ პირობებს.

სონის კატეგორია თანდათან სრული ასორტიმენტით შეივსება, იქამდე კი იმ ძირითად მიმართულებებს მიმოვიხილავთ, რომელიც უკვე გვაქვს მოცული.

სონის ტელევიზორები

ამ ბრენდზე მოთხოვნა იმდენად მაღალი გახლდათ, რომ მომხმარებელთათვის ნავიგაციის გასამარტივებლად სონის ტელევიზორები ცალკე კატეგორიად წარმოვადგინეთ.

აქ განთავსებულ 10-ზე მეტ მოდელს შორის შეხვდებით როგორც უახლეს, ისე წინა წლების ყველაზე პოპულარულ ტელევიზორებს, რომლებიც დღესაც ძალიან გაყიდვადია.

მიზეზი მარტივია, იმდენად ინოვაციურია Sony ტექნოლოგია, რომ პრემიუმ ფასის მიუხედავად, თუნდაც 2-3 წლის წინ ბაზარზე გამოსული სხვადასხვა ტიპის ტელევიზორები  დღემდე ძალიან პოპულარულია.

ჩვენების ხარისხი, ანდროიდ ტივის სუპერ მხარდაჭერა და საოცრად რეალური ხმა ამ ტელევიზორების მთავარი გამორჩეული მახასიათებლები გახლავთ.

ყველა მოდელზე, გარდა განვადების სუპერ პირობებისა, მოქმედებს უფასო მიწოდების სერვისი.

ამას გარდა, არ დაგავიწყდეთ თვალი გადაავლოთ ჩვენს აქციებს.

დიახ, გამომდინარე სონის ტელევიზორებზე არსებული მაღალი ფასისა, თუმცა მაინც დიდი მოთხოვნისა, ხშირად გვაქვს ფასდაკლებები კონკრეტულ მოდელებზე.

კითხვა: არის თუ არა Sony ტელევიზორების საუკეთესო მწარმოებელი?

ცალსახა პასუხის გაცემა რა თქმა უნდა რთულია, გააჩნია რა პარამეტრებით ვადარებთ, თუმცა ტოპ 3-ში აუცილებლად ხვდება.

ტოპ 3-იც პირობითი ნათქვამია, თორემ ყველა საერთაშორისო მიმომხილველის აზრით, Sony-ს ხარისხთან ახლოს მხოლოდ Samsung-ის ტელევიზორებს თუ დავაყენებთ.

ხოლო თუ აქცენტს კონკრეტულად ინოვაციებსა და ტექნოლოგიებზე გავაკეთებთ, მაშინ სონი ნომერ პირველი გახლავთ.

აქვე გეტყვით, რომ სწორედ ეს ბრენდია ყველაზე გაყიდვადი კატეგორიაში ტელევიზორები განვადებით .

შარშანდელ მოდელებზე ფასის დაწევამ, პარტნიორებთან სპეციალური თანამშრომლობის წყალობით, ამ რიცხვების კიდევ უფრო ზრდა განაპირობა.

რა უპირატესობები აქვს სონის სმარტ ტელევიზორებს?

ამ უპირატესობებზე დაახლოებით უკვე ვისაუბრეთ. კონკრეტულად სმარტ ტელევიზორებს რაც შეეხება , რამდენიმე ძირითად ასპექტი შეგვიძლია გამოვყოთ:

  • Android TV და მასთან დაკავშირებული კომფორტები, გამოყენების სიმარტივე, ნაცნობი ინტერფესი და ა.შ.
  • ჩვენების საუკეთესო გამოცდილება ნებისმიერი ხარისხის ინტერნეტის პირობებში;
  • დაბალი ხარისხის მასალის გაუმჯობესების საუკეთესო ტექნოლოგია;
  • ხმოვანი ძებნის ფუნქცია, კიდევ ერთი ინოვაცია სონისგან და ანდროიდისგან;
  • აბსოლუტურად განთავისუფლებული სივრცე სარეკლამო მასალებისგან, რაც ბოლო დროს ბევრი ბრენდისთვის ჩვეულებრივ მასალად იქცა;
  • ძალიან მოსახერხებელი მენიუ და რიმოუთ მართვის სისტემა.

ისურვეზე მსოფლიოს წამყვანი ბრენდების ნაწარმებია თავმოყრილი,  გადახედეთ ჩვენს კატალოგს და აღმოაჩინეთ საუკეთესო ბრენდების პროდუქცია მხოლოდ ჩვენს ინტერნეტ მაღაზიაში.

სონის მაღაზია - ისურვე გთავაზობთ სონის საუკეთესო პროდუქციას

სონის ტექნიკამ მსოფლიო აღიარება არაერთხელ მოიპოვა. მისი ტელევიზორები, კომპიუტერები, სხვა ციფრული ტექნიკა თუ აქსესუარები ნამდვილად იკავებენ საუკეთესოთა სათავეში საპატიო ადგილს.

მიუხედავად იმისა, რომ ბრენდი საკმაოდ ძვირადღირებულია, ფასი, ამ შემთხვევაში, ნამდვილად არის ხარისხის ადექვატური.

სონის პროდუქცია ყოველთვის იყო მოწოდების სიმაღლეზე და ინოვაციებითა და უახლესი ტექნოლოგიებით იპყრობს ყველას ყურადღებას.