Samsung საუკეთესო მიკროტალღურები
October 16, 2020დღეს თითქმის ყველა ოჯახი იყენებს მიკროტალღურ ღუმელს , რომელიც იძლევა იმის საშუალებას, რომ არა მხოლოდ გაათბოთ კერძები, არამედ სრულად ჩაანაცვლოთ სხვა სამზარეულოს მოწყობილობები.
დღეს ბაზარზე დიდი ასორტიმენტითაა წარმოდგენილი სხვადასხვა მახასიათებლის მქონე მიკროტალღური ღუმელები , რაც ნაწილობრივ ართულებს კიდეც საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას. Samsung საყოფაცხოვრებო ტექნიკის ერთ-ერთი ლიდერია ამიტომ, გვინდა წარმოგიდგინოთ სამსუნგის მიკროტალღური ღუმელების საუკეთესო მოდელები.
Samsung MG23F302TAK
მოდელი გამოირჩევა კომპაქტური ზომებით, რომელიც დამზადებულია შავ ფერში. მოწყობილობა იმართება ელექტრონულად და აქვს 6 სამუშაო რეჟიმი. მათ შორის გალღობა და მზა რეცეპტები კერძის ავტომატური მომზადებისთვის. შესაძლებელია ტაიმერის დაყენება 99 წუთის განმავლობაში. ასევე წარმოდგენილია გრილის ფუნქცია და აღჭურვილია უსაფრთხოების ბლოკირებით. მიკროტალღურის სიმძლავრე 800 ვატია.
უპირატესობები:
- ლამაზი დიზაინი;
- ელექტრომაგნიტური ნაკადების კარგი განაწილება, საკვები თანაბრად თბება;
- კორპუსის გარეთ მოწყობილობა არ თბება;
- გრილის ფუნქცია;
- კომფორტული სახელური.
ნაკლოვანებები:
- არასაკმარისი განათება;
- პროგრამების გაუგებარი ჩვენება ეკრანზე.
Samsung ME83XR
ვერცხლისფერი მიკროტალღური ღუმელი ორიგინალური დიზაინით (48.9 x 27.5 x 38 სმ), რომელიც უმალ იზიდავს მომხმარებლების ყურადღებას . ტექნიკის მოცულობა 23 ლიტრია, რომელიც იმართება სენსორული ღილაკების საშუალებით და აქვს ინფორმაციული პანელი.
850 ვ სიმძლავრის მქონე მოწყობილობა აღჭურვილია სხვადასხვა ფუნქციით, მათ შორის გალღობის, უსიამოვნო სუნის მოშორებისა და ავტო რეცეპტებით. შეგიძლიათ დააყენოთ ტაიმერი (99 წუთი).
უპირატესობები:
- არაჩვეულებრივი სარკისებური კარი;
- მრავალი მოსახერხებელი ფუნქცია;
- ენერგიის დაზოგვის რეჟიმი;
- მაღალხარისხიანი შიდა საფარი;
- არ გამოსცემს ზედმეტ შემაწუხებელ ხმაურს;
- საკმარისად ფართო მოცულობა;
- ნებისმიერ საკვებს სწრაფად აცხელებს;
- აქვს კარგი გალღობის შესაძლებლობა.
ნაკლოვანებები:
- ღუმელის ფეხები არ არის ძალიან სტაბილური;
- ნათითურები რჩება ზედაპირზე;
- მართვის პანელი არ არის ძალიან მოსახერხებელი;
- ცუდი განათება;
- კორპუსის მეტალი თხელია;
- უსიამოვნო ხმოვანი შეტყობინება;
- სწრაფი დაწყების ფუნქცია არ აქვს;
- მოკლე კაბელი.
Samsung GE83XR
სარკისებული კარის მქონე, ვერცხლისფერი მიკროტალღური ღუმელის (48.9 x 27.5 x 36.9 სმ) მოცულობა 15 კგ-ია. ტექნიკა წინა მოდელის მსგავსია, მაგრამ მასში 4 ავტომატური მომზადების რეცეპტია წარმოდგენელი და პლიუს - გრილის ფუნქცია. მოწყობილობის სიმძლავრეა 850 ვ.
უპირატესობები:
- ელეგანტური დიზაინი;
- აქვს საათი;
- თბება ძალიან კარგად;
- ხარჯავს მცირე ენერგიას;
- შიგნიდან ადვილად იწმინდება.
ნაკლოვანებები:
- ზედაპირი ადვილად ბინძურდება;
- დაბალი და მუქი ინტერიერი, რის გამოც რთულია იმის დანახვა თუ რა არის შიგნით;
- დენის მოკლე კაბელი.
Samsung MG23H3115QK
შავი ღუმელი (48.9 x 27.2 x 39.2 სმ) 23 ლიტრი მოცულობით, რომელიც აღჭურვილია უამრავი დამატებითი ფუნქციებით. მათ შორის, გალღობის, მზა რეცეპტებისა და გრილის. მოწყობილობის სიმძლავრე 800 ვატია.
უპირატესობები:
- ელეგანტური დიზაინი;
- კომფორტული სახელური;
- არსებობს სითბოს შენარჩუნების ფუნქცია;
- დროის ჩვენება ლოდინის რეჟიმში;
- ბაქტერიებისგან დაცვა.
ნაკლოვანებები:
- გრილის გამო კორპუსი საგრძნობლად თბება;
- ზედაპირი ადვილად ბინძურდება;
- დენის მოკლე კაბელი.
ისურვეს ინტერნეტ მაღაზიაში თვენ შეგხვდებათ მიკროტალღური ღუმელების ფართო არჩევანი, აქ არის წარმოდგენლი ჩასაშენებელი მიკროტალღურები, ცალკე მდგომი მოდელები და ა.შ.
პოპულარული მოდელები