Samsung ტელევიზორების Qled ტექნოლოგიის მიმოხილვა
September 20, 2019უკვე წლებია სამსუნგი LCD, LED და ამასთან ერთად, OLED ტიპის ეკრანებში დომინირებს.
ფაქტობრივად, ეკრანების ნებისმიერ ტექნოლოგიაში, რაც დღესდღეობით არსებობს მსოფლიო ბაზარზე. ხოლო, როდესაც ტელევიზორებზე ვიწყებთ საუბარს პირველ რიგში აუცილებლად Samsung გვაფიქრდება , თავისი სახელგანთქმული და მსოფლიოში საუკეთესოდ აღიარებული გამოსახულების ხარისხით.
კომპანია მუდამ იღწვის ლიდერობისთვის, მისი პირველობის სულისკვეთება კი განსაკუთრებით თვალსაჩინოა ბოლო პერიოდში ტრენდული HDR იგივე მაღალი დინამიური დიაპაზონის გამოსახულების ტექნოლოგიაში.
იმ შემთხვევაში თუ არ იცოდით 2015 წელს Samsung პირველი ბრენდი იყო, რომელმაც HDR გამოსახულების ტელევიზორი გამოუშვა და მას შემდეგ განვითარებას არ წყვეტს.
წლიდან წლამდე გვიბიძგებს სიკაშკაშის, კონტრასტისა და ფერთა გადმოცემის ახალი სტანდარტისკენ. HDR ტექნოლოგიის უახლესი მიღწევა კი Qled ტიპის ტელევიზორებია , რომელთა შესახებაც სწორედ ამ სტატიაში მოგიყვებით.
Led შემოკლებით ნიშნავს შუქის გამომსხივ დიოდებს და ეს სწორედ ის ტექნოლოგიაა, რომელიც უკვე წლებია გამოიყენება ტელევიზორებში და თქვენს სასტუმრო ოთახშიც დგას.
თუმცა Qled-ის გამორჩეული საკვანძო თვისება სწორედ Q ასოში იმალება, რაც Quantum Dots, იგივე კვანტურ წერტილს ნიშნავს.
შედეგად, სტანდარტულ led-ის, რომ მივუმატოთ კვანტური წერტილები, მივიღებთ Qled-ს. კვანტური წერტილები ძალიან პატარა ზომის კრისტალებია, რომელსაც ასევე ნანო კრისტალებსაც უწოდებენ. ისინი თვალისთვის უხილავია, თუმცა განსაკუთრებული ძალა აქვთ და როდესაც მათ შუქი ეცემათ მბზინვას იწყებენ, რის შედეგადაც ძალიან მკვეთრი ფერთა სპექტრი მიიღება.
აღნიშნული კრისტალები 3-დან 6 ნანომეტრამდე ზომებში ვარირებს. ზუსტი ფერის გადმოცემა კი სწორედ მათ სიდიდეზეა დამოკიდებული. მცირე ზომის წერტილები მწვანე ფერის გადმოცემას ეხმარება, ხოლო დიდი ბევრად უფრო მკვეთრ წითელ ფერს იძლევა.
რას ნიშნავს კვანტური წერტილები ტელევიზორის რიგითი მომხმარებლისთვის?
Qled ტელევიზორს, სტანდარტულ led-სთან შედარებით, გაცილებით უფრო მკვეთრი ფერების, თეთრის ბალანსისა და კონტრასტის გადმოცემა შეუძლია. ცალკე აღსანიშნავია სიკაშკაშე, რომელიც არნიშნული ტიპის ტელევიზორებში რეკორდულია და ჯამში 2000-მდე კანდელის ექვივალენტურია კვადრატულ მეტრზე.
მაღალი კონტრასტულობისა და სიკაშკაშის ხარჯზე გამოსახულება უფრო ნათელი და მკაფიოა. გაზრდილი დინამიური დიაპაზონი კი ყველაფერს უფრო ეპიკურსა და ლამაზს ხდის. გარდა ამისა, qled ტელევიზორები ასე უფრო ღრმა შავ ფერს გადმოსცემენ.
ოლედთან შედარებაში აქ პიქსელები არ იწვება და კომპანია 10 წლიან გარანტიას იძლევა, რომ qled-ებში ეს არასოდეს მოხდება. ხოლო, ასეთი რამ მაინც თუ მოხდა Samsung ეკრანს ყველანაირი პრობლემის გარეშე შეგიცვლით. Qled ტექნოლოგიაზე Samsung-ს უკვე არაერთი ტელევიზორი აქვს, თუმცა ამ სტატიაში, განსაკუთრებულად, ორ მოდელზე გავამახვილებ ყურადღებას. ეს არის q6f და q7c.
მოდელების მიმოხილვა
დავიწყოთ q6f-დან, რომელიც ორი წარმოდგენილი ტელევიზორიდან შედარებით უფრო ბიუჯეტურს განეკუთვნება. თუმცა, ამის მიუხედავად, მასში არანაირი კომპრომისი არ იგრძნობა.
დიზაინი წინიდან ძალიან წვრილი ჩარჩოებით გამოირჩევა, რის ხარჯზეც ტელევიზორი ნებისმიერი ტიპის ინტერიერს მოერგება, იქნება ეს საოფისე სივრცე თუ ჩენი საყვარელი მყუდრო სახლი, მაგრამ დიზაინის ყველაზე გამორჩეული საკვანძო თვისება, სწორედ უკანა მხარეა, რომელიც სრულადაა თავისუფალი სპაგედივით ჩამოკიდებული კაბელებისგან.
მთელი ამ კულინარიული კაბელების მოშორების იდეალური გადაწყვეტილებაა oneconect, რომლის ხარჯზეც ტელევიზორიდან აბსოლუტურად ყველა შესაერთებელმა პორტმა ცალკეულ მოდულში გადმოინაცვლა და ტელევიზორთან მას მხოლოდ და მხოლოდ ერთი მარტივი კაბელი აკავშირებს.
აქ შეიძლება აბსოლუტურად ყველაფრის შეერთება, რაც კი ოდესმე დაგჭირდებათ. ამსთან ერთად კი ზედმეტი სივრცეც დაიზოგება. ტელევიზორის სადგამი ცილინდრული ფორმისაა.
საკმაოდ ლამაზია და აღსანიშნავია, რომ უკანა მხარეს მასში, ასევე, შესაძლებელია დენცქვიტასა და oneconect-ის კაბელის დამალვაც. Q6f-ის ვიზუალი შესანიშნავია, იმის მიუხედავად, რომ საკმაოდ ბიუჯეტური მოდელია, თუმცა როგორია მისი შიგთავსი და გამოსახულების ხარისხი? ტელევიზორი ხომ სწორედ თვალის განებივრებისთვის არის..
როგორც უკვე აღვნიშნე, მოცემული ტელევიზორი qled ტერქნოლოგიაზე მუშაობს. ეკრანის რეზოლუცია 3840x2160, იგივე 4K . აქვს hdr 10-ის მხარდაჭერა და სიკაშკაშე 1000 კანდელის ეკვივალენტურია კვადრატულ მეტრზე.
ეს ტელევიზორია იდეალურია მათთვის, ვისაც კომპიუტერული თამაშები იზიდავს - გეიმერებისთვის .
55 ინჩიანი ზომა კი ოპტიმალური შუალედია ზედმეტად პატარასა და გიგანტურს შორის. დინამიური დიაპაზონისა და სიკაშკაშის გაზრდისთის, ერთდროულად ორი ტექნოლოგია იყო გამოყენებული - pick illumination, რომელიც led დიოდების უფრო კაშკაშად განათებას უზრუნველყოფს გამოსახულების კონკრეტულ სექტორებში, მეორე კი presation black, რომელსაც შეუძლია ეკრანი ლოკალურად ჩააქროს ან ჩაუწიოს განათებას, რათა საბოლოოდ მივიღოთ ბევრად უფრო შავი ფერი.
პირადად ძალიან მომეწონა ეკრანი. ფერები სასიამოვნო და გაჯერებულია, ამავდროულადკი, რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოვებული. რაც მთავარია, ზედმეტად ჭყეტელა ნამდვილად არ არის და მისი ყურება ერთი დიდი სიამოვნებაა.
ამ ყველაფერს დამატებული სუპერ სიკაშკაშე, რომლის გამო ტელევიზორს დღისითაც კი იდეალური გამოსახულება აქვს. 4K რეზოლუცია კი ყველაფერს ბევრად უფრო მკაფიოს ხდის, ისე, რომ მცირე დეტალებიც კი გამოკვეთილად ჩანს. აუცილებლად აღსანიშნავია, რომ q6f, ასევე, გეიმერებისთვის პოზიციონირდება, ვინაიდან ძალიან დაბალი შეყოვნების ეკრანი აქვა და ნებისმიერი თამაში ძალიან კომფორტულია, შეყოვნება და ლაგი არსად არ იგრძნობა.
ამიტომაც, თუ კი fps შუთერების ან რბოლების მოყვარული ხართ და კონცოლზე თამაშობთ ეს ტელევიზორი აუცილებლად გაგახარებთ.
Q6f-თან შედარებით, q7c სერია უფრო პრემიუმ ტელევიზორების ხაზს მიეკუთვნება და მისი მთავარი აქცენტი სწორედაც დიზაინია.
ალბათ დამეთანხმებით, რომ ის ძალიან ლამაზად გამოიყურება. Q7c-ს ვიზუალი ბევრად უფრო დახვეწილი და ელეგანტურია. წინა მხარეს აქ კიდევ უფრო წვრილი ჩარჩოები გვხვდება, რომელიც იდეალურად ერწყმის კორპუსს.
უჩარჩოობის გამო, პირველი შეხედვისას, შორიდან საერთოდაც გეგონება, რომ არა რაიმე ნივთს, არამედ პირდაპირ გამოსახულებას უყურებ. ამას კიდევ დამატებული ეკრანის რკალისებრი ფორმა, რომელიც თავიდან ბოლომდე ჩაგითრევს და გამოსახულებასი გადაგატელეპორტებს.
უკანა მხარს აქაც იგივე სიტუაციაა, რაც წინა ტელევიზორის შემთხვევაში. საერთოდ არ გვხვდება შესაერთებლები და ისინი ცალკეულ მოდულშია გამოყოფილი, თუმცა არის ერთი ძალიან დიდი განსხვავება. თუ კი q6f-ში სტანდარტული oneconect კაბელი გვხვდება, პრემიუმ q7 ხაზში სამსუნგი ძალიან ელეგანტურ და უჩინარ გადაწყვეტილებას გვთავაზობს.
მას სწორედ ასეც ჰქვია-invisible conection, იგივე-უჩინარი კაბელი, რომელიც ძალიან წვრილია და სურვილისამებრ შეგვიძლია მისი დაგრძელება ან დამოკლება. რაც ნიშნავ იმას, რომ შესაერთებელ მოდულს სადაც გვინდა იქ დავდგამთ, თუნდაც სხვა ოთახში. ზომის მიხედვით ხელმისაწვდომია 49, 55 და 65 ინჩიანი ეკრანები, რომელტა რეზოლუციაც, ასევე, 3840x2160, იგივე 4K-ს შეადგენს. არის hdr 10-ის მხარდაჭერაც, თუმცა q6f-თან შედარებით სიკაშკაშე კიდევ უფრო მეტია.
ის მაქსიმუმ 1500 კანდელს შეადგენს კვადრატულ მეტრზე. დინამიური დიაპაზონის მხრივ, მეტი სიკაშკაშის გამო გამოსახულება და კონტრასტი უფრო კარგია აღნიშნულ მოდელზე.
რა თქმა უნდა, აქაც გვხვდება pick illumination და presation black ტექნოლოგია, რომელიც განათებასა და შავ ფერებში სიღრმეს აკონტროლებს. Qled ტექნოლოგიის ხარჯზე ორივე ტელევიზორს შესანიშნავი ეკრანი აქვს. ორივე ტელევიზორს მინიმალისტური პულტი მოყვება, როემლიც ტელევიზორის მართვას ძალიან ამარტივებს. სამსუნგი მას oneremote-ს ეძახის, ეს კი იმიტომ, რომ ის უნივერსალურია და არა მხოლოდ ტელევიზორის, არამედ wifi-ზე შეერთებული ნებისმიერი მოწობილობის მართვა შეგიძლიათ.
თუნდაც სათამაშო კონცოლი ან სხვა ნებისმიერი ჭკვიანი მოწყობილობა, შესაბამისად მთელ სახლში პულტების ძებნა აღარ იქნება საჭირო. Q7c-ის პულტში ასევე მიკროფონია ჩაშენებული და ტელევიზორის მათვა, ასევე, ხმითაც არის შესაძლებელი, რაც ძალიან კომფორტულია.
ტელევიზორები სამსუნგის უახლეს თაიზენ 3.0 საოპერაციო სისტემაზე მუშაობენ და წინა წლის სისტემასთან შედარებით 3.0-ში ძალიან ბევრი ცვლილებაა. Interface-ის მხრივ ყველაფერი გაცილებით უფრო ლამაზი, გამარტივებული და რაც მთავარია, სწრაფია. აპლიკაციებში შესვლა და გამოსვლა დაუყოვნებლივ ხერხდება.
რასაკვირველია სმარტ ტელევიზორის აქვს ტელეფონთან დაკავშირების ფუნქცია , რომელიც მოიაზრებს თქვენი ტელეფონიდან კონტენტის ჩართვას ტელევიზორზე. შედეგად, შეგიძლიათ გააზიაროთ თქვენი სმარტფონის ეკრანი, ვიდეოები, სურათები ან საერთოდაც თამაში ითამაშოთ.
რომ შევაჯამოთ q6f და q7c, ორი ძალიან მაღალი ხარისხის და რაც მთავარია qled ტექნოლოგიის ხარჯზე მიღწეულია ერთ-ერთი საუკეთესო გამოსახულების მქონე ტელევიზორებია.
ერთ მხარეს გვაქვს შედარებით ბიუჯეტური მოდელი, რომელიც მომხმარებლთა უმრავლესობაზეა გათვლილი და ეკრანის დაბალი შეყოვნების გამო, ორიენტირდება გეიმერებზე. მეორე მხარეს კი გვაქვს რკალისებრი პრემიუმ კლასის ტელევიზორი , რომლის მთავარი ხიბლი სწორედაც დიზაინია.
Samsung-მა, როგორც ყოველთვის, შესანიშნავი ტელევიზორები გამოუშვა. კვანტური წერტილების ტექნოლოგია კი მომხმარებლებს უსასრულო ფერებს, კონტრასტსა და უმაღლეს დინამიურ დიაპაზონს თავაზობს.
გასაოცარია ცალკე ის ფაქტიც, რომ სულ რამოდენიმე წლის წინ qled ტექნოლოგია მხოლოდ და ხოლოდ კონცეფცია იყო, დღეს კი ასეთი ტელევიზორის შეძენა ნებისმიერ მსურველს განვადებით შეუძლია . საინტერესოა ამ მხრივ, რას მოგვიტანს შემდეგი რამდენიმე წელი.
პოპულარული მოდელები