როგორ შევარჩიოთ აუზები აგარაკისთვის?

მიუხედავად იმისა, რომ დღეს მასალებისა და ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობა  საშუალებას იძლევა საკუთარ ეზოშივე ააშენოთ სხვადასხვა დიზაინის აუზი, ეს მაინც დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებელი.

სწორედ ამიტომ, ძალიან კარგი გამოსავალი გასაბერი ან კარკასული ტიპის აუზებია, რომელსაც მომხმარებლები თავიანთი აგარაკისთვის ყველაზე ხშირად ყიდულობენ, რადგან წლების განმავლობაში ძლებს და მოსავლელადაც შედარებით უფრო მარტივია.

დამეთანხმებით,   აუზები ზაფხულში დასვენებისა და განტვირთვის შესანიშნავი ვარიანტია, მაგრამ ბევრი რამ არის დამოკიდებული ზომაზე: საზაფხულო აგარაკებისთვის მინი აუზები საშუალებას მოგცემთ ცხელი ამინდები მარტივად გადაიტანოთ, ხოლო შედარებით დიდი ზომის აუზები საშუალებას მოგცემთ უფრო თავისუფლად იბანაობათ. თუმცა, ფაქტია - როგორი ტიპისაც არ უნდა იყოს აუზი: გასაბერი, კარკასული, ასაწყობი თუ საბავშვო, ნებისმიერ შემთხვევაში, ბავშვებს ის განსაკუთრებულად მოსწონთ.

საზაფხულო აგარაკებისთვის განკუთვნილი აუზი  ხელოვნურად შექმნილი წყლის რეზერვუარია, რომელსაც ცურაობისა და გართობის გარდა,  სხვა პრაქტიკული დანიშნულებაც შეიძლება მოუნახოთ. მაგალითად, გამოიყენოთ მასში არსებული წყალი მიმდებარე ხეების და მცენარეების მოსარწყავად.

აქედან გამომდინარე, საზაფხულო აგარაკების   აუზებს  მრავალი უპირატესობა და სარგებელი  აქვს მათი მფლობელებისთვის. მთავარია, სწორად დაამონტაოთ, რათა დიდი ხნის განმავლობაში ისარგებლოთ და არც მომავალში შეგექმნათ პრობლემები.

ამჟამად ბაზარზე არის სამი ტიპის აუზი:

  1. კარკასული ტიპის აუზი;
  2. ასაწყობი ტიპის აუზი;
  3. გასაბერი ტიპის აუზი.

ისინი განსხვავდებიან ფორმითა და მასალებით, ხოლო თქვენი არჩევანი სასურველ რეზერვუარზე იქნება დამოკიდებული. წარმოდგენილ თითოეულ ვარიანტს აქვს საკუთარი დადებითი თვისებები.

კარკასული აუზები

ასეთი ტიპის აუზები საკმაოდ მტკიცეა და დიდი ხნის განმავლობაში შესძლებს გაგიწიოთ ერთგული სამსახური. ზომები საშუალო და დიდია.  ინსტალაციის ტიპის მიხედვით კი,  არსებობს ჩარჩოთი ან მათ გარეშე. 

ასეთი აუზის დამონტაჟებისას, აუცილებელია დამატებითი სისტემების უზრუნველყოფა. მაგალითად,  წყალმომარაგების უზრუნველყოფა,  დასუფთავების ორგანიზება და სადრენაჟე სისტემის მოწყობა. უმჯობესია, ყველაფრის დასუფთავების სისტემით აღჭურვა, რათა მომავალში თავიდან აიცილოთ ზედმეტი თავის ტკივილი. ერთი შეხედვით, ეს ძვირადღირებული ვარიანტი, დროთა განმავლოვლობაში უფრო ეკონომიური გახდება.

აქვე გიზიარებთ ბლოგს კარკასულ აუზებთან დაკავშირებით   

ასაწყობი აუზები:

ამ ტიპის დიზაინები საშუალო და მცირე ზომისაა, რომლის დაშლაც სეზონის ბოლოს მარტივად შეგიძლიათ. როგორც სხვა, ისე ამ შემთხვევაშიც, რა თქმა უნდა, დასუფთავების სისტემაც მნიშვნელოვნად საჭიროა. აქაც წყლის ფილტრების გამოყენება შეგვიმსუბუქებს ყოველდღიურ საქმიანობას და აუზზაც უფრო გამოყენებადს გახდის.

გასაბერი აუზი:

გასაბერი მინი აუზი შესანიშნავი ვარიანტია მცირე ტერიტორიებისთვის . სეზონის დასრულების შემდეგ, გასაბერი მინი აუზი შეგიძლიათ უბრალოდ განათავსოთ ყუთში და შეინახოთ თქვენთვის მოსახერხებელ ადგილზე.  გასაბერი აუზის უფრო დიდ მოდელებს, აქვთ ალუმინის ჩარჩო, რომელიც ცურვის დროს საკმაოდ მოსახერხებელია არა მხოლოდ  ბავშვებისთვის, არამედ მოზრდილებისთვისაც. 

ასევე გთავაზობთ ჩვენს წინა ბლოგს გასაბერ აუზებთან დაკავშირებით   

გაითვალისწინეთ, რომ ნებისმიერი აუზის ყიდვისას, კომპლექტში სრულად შედიოდეს ყველა ის დამატებითი აქსესუარები, რომლებიც მითითებულია. თითოეულ მათგანმა შეიძლება მნიშვნელოვანი სამსახური გაგიწიოთ საჭიროების შემთხვევაში.

.

და ბოლოს, თუ გსურთ შენაძენი გაკეთოთ დღესვე, ჩვენი ონლაინ მაღაზია გთავაზობთ როგორც ბარათით გადახდის შესაძლებლობას, ისე - განვადების უმარტივეს პირობებს, რომელიც მორგებული იქნება აბსოლუტურად თქვენზე.

ჩვენ ყოველთვის მზად ვართ მოგცეთ რაც შეიძლება საუკეთესო რჩევები ნებისმიერი პროდუქციის გარშემო, რათა გაგიმარტივოთ არჩევანის შესაძლებლობა. 

გახსოვდეთ, რომ ნივთის შეძენის შემთხვევაში, სრულიად უფასოდ, სახლში მიტანის სერვისით ისარგებლებთ. ამდენად, სურვილს წინ ნუ აღუდგებით  და აუცილებლად გადაავლეთ თვალი ჩვენი ონლაინ მაღაზიის მიერ შემოთავაზებულ სხვადასხვა მასალის, ბრენდის, ფასის აუზებს.

წარმატებულ შენაძენს გისურვებთ!

პოპულარული მოდელები