კარკასული აუზების მოკლე მიმოხილვა

ზაფხულში რომ გასაგრილებლად აუზები აუცილებლად გვჭირდება, ამაზე წინა ბლოგებშიც არაერთხელ ვისაუბრეთ და აღვნიშნეთ.

დღეს კიდევ ერთი ტიპის - კარკასული აუზის მოდელებს გაგაცნობთ და არჩევანის საშუალებას უფრო გაგიმარტივებთ.

კარკასული აუზები, რომლებიც ზომებითა და ფორმებით ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება, შეგიძლიათ ისურვეს საიტზეც იხილოთ და არჩევანი თქვენთვის სასურველზე შეაჩეროთ.

კარკასული აუზების მოკლე მიმოხილვა

იქამდე კი უფრო ფართოდ, ტიპების მიხედვით წარმოგიდგენთ მათ.

პირველ რიგში, ყიდვისას აუცილებელია გაითვალისწინოთ ზომები, რათა უპრობლემოდ შესძლოთ მათი ჩადგმა თქვენთვის სასურველ ადგილზე.

თუმცა, ჩვენივე ჯანმრთელობისთვის, არანაკლებ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ კონკრეტულად რა მასალისგანაა დამზადებული აუზი.

ამ შემთხვევაში გაითვალისწინეთ, რომ იყოს უჟანგავი ფოლადის და არ გამოყოფდეს სიცოცხლისთვის საშიშ ნივთიერებებს.

თუ აგარაკი, სახლი დიდი ეზოთი გაქვთ, მაშინ, თავისთავად, სივრცის ფუფუნებაც გექნებათ და არც აზომვითი სამუშაოები დაგჭირდებათ და არც ზედმეტი ფიქრი იმაზე, თუ სად ჩადგათ დიდი ზომის აუზი.

ამ შემთხვევაში, ყურადღება აუზის ფორმაზე შეგიძლიათ გადაიტანოთ , რომელიც 3 სახისაა: მრგვალი, ოთხკუთხედი და ოვალური.

თითოეულ მათგანზე უფრო დაწვრილებით ქვემოთ ვისაუბრებთ. ფორმის გარდა, ასევე მნიშვნელოვანია წყლის ტევადობა.

კარკასული აუზების შემთხვევაში, მათი მოცულობა 1 ტონიდან 30 ტონამდე მერყეობს. და ბოლოს, რაც შეეხება კომპლექტს, აუზი შეიძლება გათვალისწინებული იყოს კიბით ან მის გარეშეც, ამიტომ ხშირ შემთხვევაში კომპლექტს აუცილებლად მოყვება კიბე.

გარდა ამისა, საყურადღებოა დამატებითი აქსესუარები ისეთი როგორიცაა ფილტრი და ტენტი.

ახლა კი განვიხილოთ თითოეული ტიპის აუზი ცალ-ცალკე.

დავიწყოთ ყველაზე მოთხოვნადი, გავრცელებული ოთხკუთხედი ზომის კარკასული აუზით, რომელსაც სწორედაც რომ უჟანგავი ფოლადის მასალა აქვს და განსაკუთრებული გამძლეობითაც გამოირჩევა.

მისი მინიმალური ტევადობა 1800 ლიტრია და ფასი 250 ლარს არ აღემატება, ხოლო მაქსიმალურის 31 ტონაა და ფასი 3800-მდე მერყეობს.

დიდსა და პატარა ტიპის მოდელებში თუკი ფასი განსხვავდებულია, სამაგიეროდ, მახასიათებლები ერთი და იგივე აქვს.

მაგალითად, წყლის დამცველი სარქველები, უჟანგავი ფოლადის კარკასის მასალა, მასალის შემადგენლობა პოლივინილქლორიდი, ასაწყობი ინსტრუქცია და ა.შ.

დიდი ტევადობის აუზებში წყლის მოცულობა 6-დან 32 ტონამდე ნაწილდება. მათი ზომებია : 732X366X132 სმ.

ამასთან, მოყვება კარტრიჯული ფილტრის ნასოსი 3028 ლიტრი საათ სიმძლავრით, გადასაფარებელი და აუზის ქვეშ დასაფენი ტენტები და რა თქმა უნდა, კიბე.

ჩვენს ინტერნეტ მაღაზია ისურვეზე წარმოდგენილი 30 000 ლიტრიანი აუზის ზომები შემდეგნაირად გამოიყურება: 732X366X132 სმ.

მახასიათებლები დაახლოებით ყველას ერთი და იგივე აქვს,მაგრამ ამ მოდელს დამატებით მოყვება ქვიშის ტუმბო ფილტრი, საათში 5 ტონაზე მეტი წყლის გატარების შესაძლებლობითა და ასევე ზედა და ქვედა გადასაფარებელი ტენტი. მოდელს მოყვება კიბე.

რაც შეეხება ოვალურ ასაწყობ კარკასულ აუზებს, საიტზე წარმოდგენილი გვაქვს 3 სხვადასხვა ზომის. ორი მათგანი 10 ტონიანი, რომელთა ზომებია 4.88X3.05X1.07 , ხოლო შედარებით პატარა მოდელი 7 ტონიანის - 4.24X2.05X1 მ. მახასიათებლები ზუსტად იგივე აქვს, რაც ზემოთ წარმოდგენილ მოდელებს. კომპლექტაციაც თითქმის იგივე აქვს და განსხვავება დიდად არ არის.

მრგვალი ასაწყობი აუზებიც ერთ-ერთი საკმაოდ მოთხოვნადია, რომლის სხვადასხვა მოდელებს ფართო არჩევანით შეხვდებით ისურვეზე.

მახასიათებლები ამ შემთხვევაშიც იგივე გვაქვს , უბრალოდ ზომებისა და ტევადობის მიხედვით უფრო ფართო არჩევანს გთავაზობთ. პირობითად,

  • 549X132 სმ 26000 ლიტრით;
  • 366X122 სმ 10900 ლიტრით;
  • 360X100 სმ 9150 ლიტრით;
  • 305X76 სმ 4678 ლიტრით;
  • 305X76 სმ 4678 ლიტრით.

იმ შემთხვევაში თუკი გადაწყვეტთ აუზების შეძენას, ისურვე არჩევანის ფართო საშუალებას შემოგთავაზებთ.

გარდა ამისა, შეგიძლიათ ისარგებლოთ განვადების სერვისით, ხოლო სასურველი მოდელის არჩევის შემთხვევაში, სრულიად უფასოდ ისარგებლებთ სახლში მიტანის სერვისით.

პოპულარული მოდელები

კარკასული აუზი ფილტრით 8592 ლიტრი Intex 26716 ზომები: 366 x 99 სმ
კარკასული აუზი ფილტრით 8592 ლიტრი Intex 26716 ზომები: 366 x 99 სმ
Regular price 1,599 ლარი / თვეში 75 ლარი
უფასო მიწოდება
warranty ხარისხის გარანტია