გაიმარტივეთ ასაწყობი აუზების შერჩევა
ზაფხულის ცხელი დღეების გადატარების იდეა, გასაბერი აუზების სახით, წინა ბლოგიდან შემოგთავაზეთ, მაგრამ რადგან ბაზარი არჩევანის დიდ შესაძლებლობას გვთავაზობს, შანსს ხელიდან არ გავუშვებთ და ასაწყობი, ანუ კარკასული აუზების შესახებაც მოგიყვებით.
ზაფხულის დასაწყისში, როდესაც დასვენების პერიოდი განსაკუთრებულად აქტუალური ხდება, დიდი მსჯელობა მიდის იმასთან დაკავშირებით, ვინ სად აპირებს უქმეების გატარებას.
ზოგიერთი სამოგზაუროდ უცხო ქვეყნებს სტუმრობს, ზოგიერთი - საკუთარი ქვეყნის საზღვრებს ჯერდება.
აი, ვიღაცისთვის კი, ბედნიერი დასვენებისთვის სრულიად საკმარისი აგარაკი, ან საკუთარი მყუდრო სოფელიც კი შესაძლოა აღმოჩნდეს.
და რადგან ზაფხული სიგრილის გარეშე წარმოუდგენელია, აგარაკსა თუ სოფელში, განსაკუთრებით ბავშვებიანი ოჯახებისთვის, ძალიან კარგი გამოსავალი სწორედ ასაწყობი, კარკასული აუზებია, რომელიც მე პირადად, საქართველოში მოგზაურობისას, სოფლის ეზოებში რამოდენიმეჯერ მინახავს კიდეც გაშლილი.
ასე რომ, ვინც აგარაკს ან უბრალოდ საკუთარ სახლს დიდი ეზოთი ფლობთ, მაშინ აუცილებლად ჩაუჯექი ბლოგს, რადგან ბევრი კარგი რჩევა უნდა მოგცეთ ასაწყობ აუზებზე.
დავიწყოთ იმით, რომ ზომების მიხედვით, ფასები განსხვავებულია. აუზებზე ფართო არჩევანის საშუალებას ჩვენი საიტი გაძლევთ, რომელსაც მიტანის უფასო სერვისი აქვს.
მაშ, ასე რა უნდა გაითვალისწინოთ ასაწყობი აუზების ყიდვისას?
პირველ რიგში განსაზღვრეთ ზომა და ტევადობა. თვალსაჩინოებისთვის უკეთ რომ განვმარტოთ, სტანდარტული მართკუთხედის აუზები, რომელიც გაყიდვაში გვაქვს და მათი ფასი 1500 ლარამდეა, ზომები შემდეგნაირად გამოიყურება:
4,12X2.01X1,22 (სიგრძე, სიგანე, სიმაღლე). ტევადობა - 8124 ლიტრი. ერთ-ერთი მთავარია ასევე ის, რომ კარკასის მასალა უჟანგავი ლითონისგანაა დამზადებული, ხოლო თავად აუზის მასალა პოლივინილქლორიდისაა, რაც არ გამოყოფს ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერებებს. გარდა ამისა, აუზს აქვს უახლესი ფილტრაციის საშუალებები, რომელიც ბავშვების უსაფრთხოების კარგი გარანტორია.
აუზს ასევე მოყვება ოთხ საფეხურიანი დასადგამი კიბე, ფილტ-ნასოსი და კარტრიჯი. აწყობის ინსტრუქციაც, რა თქმა უნდა, გათვალისწინებულია, მაგრამ სიმარტივიდან გამომდინარე, 30 წუთზე მეტი არ სჭირდება.
მართკუთხედ მოდელებში ასევე წარმოგიდგენთ 11 ტონიან მოდელს, რომლის ზომაა : 488სმX244სმX122სმ. აღჭურვილობა ზუსტად ზემოთ წარმოდგენილი მოდელის ანალოგია , უბრალოდ აღნიშნულ მოდელს კომპლექტაციაში დამატებით მოყვება აუზის ქვეშ დასაფენი და გადასაფარებელი ტენტები.
ასე რომ , ვისაც აგარაკი ან კერძო სახლი გაქვთ , ნამდვილად გირჩევთ ამ ტიპის აუზების შეძენას, რადგან ყოველ ზაფხულს შესძლებთ, ოჯახთან ან მეგობრებთან ერთად, ცხელი დღეების სასიამოვნოდ გატარებას.
მაგრამ , რატომღაც , თუ მაინც არ მოგწონთ 8 ან 11 ტონია მართკუთხედის ფორმის მოდელები, არაუშავს!
ჩვენ სხვა ვარიანტებსაც შემოგთავაზებთ:
იქნებ მრგვალი ფორმის, 10 ტონიან აუზზე შეაჩეროთ თქვენი საბოლოო არჩევანი, რომელიც გაყიდვების მაჩვენებლით ნამდვილად არ დაიკვეხნის.
რატომ? იმიტომ , რომ ამ მოცულობის აუზისთვის 700-750 ლარი ითვლება იდეალურ ფასად.
რაც შეეხება სხვა მრგვალი ფორმის აუზებს, ამ შემთხვევაშიც ფასები განსხვავებულია , მაგრამ აღჭურვილობა თითქმის იგივე.
ამ ტიპის აუზებზე მოთხოვნაც საკმაოდ მაღალია, რადგან მისი ღირებულება - 500 ლარამდეა.
სიღრმიდან გამომდინარე, იდეალურია როგორც დიდებისთვის , ასევე პატარებისთვის.
და ბოლოს, რა თქმა უნდა, კონკრეტულად საბავშვო აუზებიც უნდა განვიხილოთ , რადგან ბავშვებისთვის განსაკუთრებულად სახალისოა ხოლმე აუზში საათობით ყოფნა.
საბავშვო ასაწყობი აუზის ზომა დიდი არ არის: 152სმX38სმ. ტევადობა 580 ლიტრ წყალს მოიცავს. მასალა აბსოლუტურად უსაფრთხოა ბავშვებისთვის და ამდენად, ტევადობიდან და მინიმალური ფასიდან გამომდინარე, მოთხოვნა ამ მოდელებზე საკმაოდ მაღალია.
კომპლექტში შედის ინსტრუქცია და ასევე შესაკეთი მასალა - მექანიკური დაზიანების შემთხვევაში გადასაკრავი პლასტირი.
იმედია, შევძელით, თქვენთვის არჩევანი გაგვემარტივებინა და თუ უახლოეს მომავალში გადაწყვეტთ ყიდვას, გახსოვდეთ: ჩვენ საიტზე მარტივადაა შესაძლებელი ნებისმიერ ნივთზე განვადების გაკეთება.
თუ კი თქვენ გაინტერესებთ კარკასული აუზები, შეგიძლიათ იხილოთ ჩვენი შესაბამისი ბლოგპოსტი.
პოპულარული მოდელები