როგორ შევიძინოთ გასაბერი აუზები განვადებით?

ყველა ამომწურავი ინფორმაცია საბანკო განვადების გაკეთების შესახებ აუზებზე, როგორ შევარჩიოთ ბანკი, რა ფაქტორებს უნდა მივაქციოთ ყურადღება და როგორ გავაკეთოთ არჩევანი მაღაზიაზე, რომელიც ამ განვადებას გვთავაზობს, isurve-ს ბლოგის დღევანდელ სტატიაში.

გასაბერი აუზი ერთ-ერთი ყველაზე კომპაქტური და ფართოდ გამოყენებადი შენაძენია, სხვა ტიპის აუზებს შორის.

ამ საკითხთან დაკავშირებით, საკმაოდ ამომწურავი ინფორმაცია წინა სტატიაშიც გახლდათ მოცემული, თუმცა დღეს მას დამატებითი რჩევებით შევავსებთ, რომლებიც კონკრეტულად განვადებას შეეხება.

როგორ შევიძინოთ გასაბერი აუზები განვადებით?

რა არის საჭირო განვადების გასაკეთებლად და როგორია მისი დამტკიცების შანსი?

ახალი საბანკო რეგულაციებიდან გამომდინარე, გასულ წლებთან შედარებით განვადების განხილვისა და დამტკიცების პროცედურა მნიშვნელოვნად გახლავთ შეცვლილი. შესაბამისად, სხვაობაა იმ მოთხოვნებსაც შორის, რომლებსაც ბანკები მომხმარებლებისგან მოითხოვენ.

სანამ ამ რეგულაციებზე გადავალთ, უშუალოდ ჩვენს მაღაზიაში არსებული პროცედურა განვიხილოთ:

  1. განვადებით შესაძენად საჭიროა შეავსოთ სასურველი აუზის გვერდზე არსებული ფორმა, სახელის, გვარისა და საკონტაქტო ტელეფონის ნომრის მითითებით.
  2. ფორმის გაგზავნიდან რამდენიმე წუთში დაელოდეთ ზარს ჩვენი ოპერატორისგან. მისგან მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას ნებისმიერი თქვენთვის საინტერესო საკითხის შესახებ. მასთან ერთად შეარჩევთ ბანკს და განაცხადი გადაიგზავნება.
  3. დაელოდეთ შეტყობინებას ბანკისგან. დამტკიცების შემთხვევაში გიწევთ მხოლოდ ერთხელ სახლიდან გასვლა და განაცხადზე ხელმოწერა. თუმცა ესეც მაქსიმალურად გამარტივებული პროცედურაა, გაქვთ რა არჩევანი, ნებისმიერ თქვენთან ყველაზე ახლოს მდებარე ფილიალს მიაკითხოთ.
  4. ხელმოწერიდან იმავე ან მეორე სამუშაო დღეს თქვენს აუზს კურიერი ადგილზე უფასოდ მოგიტანთ.

რაც შეეხება დოკუმენტაციას და სხვა დამატებით მოთხოვნებს:

განსხვავებით წინა პერიოდებისგან, ჯერჯერობით საჭიროა თქვენი შემოსავლების დადასტურება. ეს იმ შემთხვევაში, თუ ხელფასი იმავე ბანკში გერიცხებათ, რომელშიც განვადებას აკეთებთ, ავტომატურად ხდება, ხოლო თუ ასე არაა, მაშინ დამატებით მოგიწევთ საბანკო ან შემოსავლების სამსახურიდან ამონაწერის წარდგენა.

შესაბამისად, ეს მოთხოვნა გულისხმობს, რომ იმ პირებს, რომლებიც ხელფასს <ხელზე იღებენ>, განვადების გაკეთება ძალიან გაუჭირდებათ.

შესაძლოა გქონდეთ შემოსავლების დამადასტურებელი დოკუმენტი, მაგრამ ის არ იყოს საკმარისი განვადების კონკრეტული მოცულობის დასაკმაყოფილებლად. ესეც, ახალი რეგულაციების გათვალისწინებით. მაგალითად, თუ უკვე იხდით განვადებაში ან სესხში თვეში 40 ლარს, და თქვენი შემოსავალი 300 ლარს შეადგენს, დამატებით განვადება შესაძლოა არ დაგიმტკიცონ და ა.შ.

პოპულარული მოდელები

გასაბერი აუზი 262x175x51სმ 778 ლიტრი Bestway 54006
გასაბერი აუზი 262x175x51სმ 778 ლიტრი Bestway 54006
109.00 ლარი / თვეში 6 ლარი
უფასო მიწოდება
warranty ხარისხის გარანტია
გასაბერი აუზი 244х66სმ 2300 ლიტრი Bestway 57448
გასაბერი აუზი 244х66სმ 2300 ლიტრი Bestway 57448
119.00 ლარი / თვეში 7 ლარი
უფასო მიწოდება
warranty ხარისხის გარანტია
მრგვალი კარკასული აუზი 6473 ლიტრი Bestway 56706
მრგვალი კარკასული აუზი 6473 ლიტრი Bestway 56706
399.00 ლარი / თვეში 22 ლარი
უფასო მიწოდება
warranty ხარისხის გარანტია
მრგვალი კარკასული აუზი 12690 ლიტრი Bestway 5618W
მრგვალი კარკასული აუზი 12690 ლიტრი Bestway 5618W
1,399.00 ლარი / თვეში 75 ლარი
უფასო მიწოდება
warranty ხარისხის გარანტია