ყველა რჩევა, რომელიც გასაბერი აუზების ყიდვისას უნდა გაითვალისწინოთ

ჩვენი ბლოგის ძირითადი მიზანი ცხადია თქვენთვის რაც შეიძლება ბევრი საჭირო რჩევის მოწოდებაა, რომლებიც ინტერნეტში შოპინგს და მათ შორის, ისურვე.ჯი-ზე წარმოდგენილი პროდუქტების ყიდვის დროს გასათვალისწინებელი ასპექტების მოწოდებაა. დღეს თქვენს ყურადღებას ისევ აუზებზე შევაჩერებთ.

დავიწყოთ განვადებით და შევეხოთ საკითხს, ზოგადად ღირს თუ არა, რომ გასაბერი აუზები განვადებით ვიყიდოთ.

ყველა რჩევა, რომელიც გასაბერი აუზების ყიდვისას უნდა გაითვალისწინოთ

მთავარი კითხვები:

  • რამდენია სრული გაძვირება, ანუ ფასთაშორის სხვაობა პირდაპირ და განვადებით ყიდვას შორის;
  • რამდენად მარტივია მისი გაუქმება, თუ აუზი დაგვიანებით მოგვივიდა, დაზიანებული აღმოჩნდა და გადაცვლა აღარ გვსურს?
  • რომელ ბანკში უნდა გავაკეთოთ განვადება და რა დოკუმენტებია საჭირო?
  • სხვა რა დამატებით მოთხოვნებს უნდა ვაკმაყოფილებდეთ?

პასუხები:

  • გაძვირება დამოკიდებულია განვადების პერიოდზე (მაგალითად 12 თვეზე უფრო ნაკლებია ვიდრე 24-ზე) და ბანკზე, ცხადია ასევე დამოკიდებულია მაღაზიაზე და იმაზე, თუ როგორი პირობები აქვს მას საფინანსო ინსტიტუტებთან.
  • როგორც წესი, გაუქმება პრობლემაა ხოლმე და ეს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში ხდება. თუმცა ვინაიდან აუზები ზოგადად ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად პრობლემური პროდუქტია და როგორც წესი, ეს საკითხი საერთოდ არ დგება ხოლმე, ამ მხრივ შეგიძლიათ არ ინერვიულოთ.
  • ბანკის არჩევანი დამოკიდებულია იმაზე, თუ სად გერიცხებათ ხელფასი. თუ ანაზღაურებას თიბისი ბანკში იღებთ, გირჩევთ განვადებაც იქ გააკეთოთ. გარდა იმისა, რომ დამტკიცების შანსი უფრო მაღალია, გადახდის დღეს თვიური შენატანი ავტომატურად ბარათიდან ჩამოგეჭრებათ და სპეციალურად ფილიალში მისვლა აღარ მოგიწევთ. სხვა შემთხვევაში ჩვენი რეკომენდაცია - კრედო ბანკია.
  • დამატებით, უნდა გქონდეთ რაიმე ტიპის შემოსავალი, თუნდაც გზავნილების სახით. თუ ხელფასს ხელზე იღებთ, მაშინ შემოსავლის დადასტურებას მოგთხოვენ და სავარაუდოდ არც დაგიმტკიცდებათ. ცხადია, დამტკიცების ალბათობას პირველ რიგში დადებითი საკრედიტო ისტორია განსაზვრავს.

ყველა რჩევა, რომელიც გასაბერი აუზების ყიდვისას უნდა გაითვალისწინოთ

გადავიდეთ აქციებზე, რომლებიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოტოვოთ:

მაღალი კონკურენციის გამო, მაღაზიების უმრავლესობა სეზონზე ამ მიმართულებით უამრავ აქციას გეგმავს და ანხორციელებს. ამიტომ, შენაძენი უფრო სარფიანი იქნება, თუ მაქსიმალურად ბევრ მათგანს გადახედავთ.

isurve.ge ამ კუთხით ერთ-ერთი ლიდერი გახლავთ და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენი აქციები ბაზარზე ყველაზე კონკურენტულია, ითვალისწინებს რა ყველა გემოვნებასა და ბიუჯეტს.

დაბოლოს, ზომები:

თუ დიდი ზომის ეზო გაქვთ, მაშინ შეგიძლიათ დიდი ტევადობის კარკასული აუზები იყიდოთ, ხოლო თუ პატარა ფართის ათვისება გსურთ, მაშინ მცირე ზომის კარკასული ან გასაბერი მოდელები გირჩევნიათ. 

ასევე მიაქციეთ ყურადღება ჰიგიენას. თუ დიდია შანსი, რომ აუზში ფოთლები და სხვა მსგავსი ნაგავი მოხვდეს, მაშინ ტენტიანი აუზი უნდა შეიძინოთ. დამატებითი აქსესუარის სახით კი მის ქვეშ დასაფენი ტენტებიც არსებობს.

პოპულარული მოდელები

გასაბერი აუზი 318 ლიტრი Intex 58480
გასაბერი აუზი 318 ლიტრი Intex 58480
Regular price 99 ლარი / თვეში 6 ლარი
უფასო მიწოდება
warranty ხარისხის გარანტია