როგორ შევარჩიოთ სწორად მიკროტალღური ღუმელი

სხვადასხვა სამზარეულო ტექნიკა  ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდა და ამიტომ, ცოტა წარმოუდგენელიც კია სარეცხი მანქანის, მტვერსასრუტის, ჭურჭლის სარეცხი მანქანის გარეშე არსებობა, რადგან სწორედ მსგავსი  მოწყობილობები გვაძლევენ იმის  საშუალებას, რომ დავზოგოთ დრო და ძალისხმევა.

მიუხედავად იმისა, რომ საყოფაცხოვრებო ტექნიკის  ასორტიმენტი ძალიან მრავალფეროვანია, დღეს გვინდა ყურადღება გავამახვილოთ  კონკრეტულად მიკროტალღური ღუმელების შერჩევაზე.

როგორ მუშაობს მიკროტალღური ღუმელი

მიკროტალღურ ღუმელში მთავარი სამუშაო ელემენტია მაგნეტრონი, რომელიც წარმოქმნის ულტრა მაღალი სიხშირის ტალღებს და გარდაიქმნებიან სითბოდ. ასე რომ, ნებისმიერი საკვები ღუმელიც დახმარებით ძალიან სწრაფად თბება.

მოწყობილობის კორპუსში წარმოქმნილი გამოსხივება არ გადის კამერის გარეთ ასე, რომ ტალღები ვერანაირად ვერ იმოქმედებენ თქვენზე და თქვენს ჯანმრთელობაზე.

სანამ უშუალოდ კონკრეტული მახასიათებლების განხილვაზე გადავიდოდეთ, აქვე გვინდა შეგახსენოთ, რომ მიკროტალღურების ყიდვა შეგიძლიათ ჩვენი ინტერნეტ მაღაზიის საიტზე და თან საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასში! გვერდზე დაგხვდებათ სხვასხვა ბრენდის, მოდელის, ზომის, მახასიათებლების მქონე მიკროტალღური ღუმელები, რომლებიც თქვენი საჭიროებიდან გამომდინარე შეგიძლიათ შეარჩიოთ.

მოდით, გავეცნოთ ტექნიკურ მახასიათებლებსა და პარამეტრებს, რომლებიც დაგეხმარებათ ყიდვის დროს გადაწყვეტილების მიღებაში.

განლაგება

მიკროტალღური ღუმელები შეიძლება იყოს როგორც ჩასაშენებელი მოდელი, ისე  - დამოუკიდებელი. ჩასაშენებელი მიკროტალღურები   საშუალებას მოგცემთ შექმნათ სამზარეულოში ჰარმონიული და თანმიმდევრული ინტერიერი.

დამოუკიდებელი ღუმელები შეიძლება განთავსდეს სამზარეულოს ნებისმიერ კუთხეში და ნებისმიერ ბრტყელ ზედაპირზე. უფრო მეტიც, სურვილის შემთხვევაში, მათი გადაწყობაც შეიძლება.

მოცულობა

ამ მაჩვენებლის დიაპაზონი 10-დან 40 ლიტრამდეა. ყველაზე კომპაქტურსა და იაფიან მოდელებს, რომლებიც განკუთვნილია მცირე რაოდენობის საკვების გათბობისა და გალღობისთვის, აქვთ 17 ლიტრამდე მოცულობა.

თუ ფიქრობთ, რომ მიკროტალღურს ხშირად გამოიყენებთ,  მაშინ  შეარჩიეთ ისეთი მოდელი, რომლის მოცულობა 17-დან 25 ლიტრამდე იქნება.  თუ მრავალშვილიანი ოჯახი გყავთ და ერთდროულად რამდენიმე ულუფის გათბობა გჭირდებათ, შეიძინეთ ისეთი მიკროტალღური ღუმელი , რომელიც 30 ლიტრიანი ან მეტი მოცულობის იქნება.

სიმძ ლავრე

ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი მაჩვენებელი, რომელიც განსაზღვრავს საკვების გათბობის სიჩქარეს. დაბალი სიმძლავრის მიკროტალღურები უფრო დიდხანს აცხელებენ საკვებს. აქვე უნდა აღვნიშნოთ პირდაპირი პროპორციულობა: რაც უფრო დიდი ზომისაა ღუმელი, მით უფრო მაღალი უნდა იყოს სიმძლავრე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ტექნიკა ვერ შეძლებს ყველა უპირატესობის გამოვლენას.

თუ საჭიროა მცირე რაოდენობის საკვების გაცხელება ან მარტივი კერძების მომზადება (სენდვიჩები, პიცა და ა.შ.), მაშინ საკმარისი იქნება 300 - 800 ვატიანი სიმძლავრე. თუ აპირებთ  რთული და მრავალკომპონენტიანი კერძების გათბობა-მომზადებას, მაშინ დენის მაჩვენებელი უნდა იყოს 900 ვატიდან.

მიკროტალღური ღუმელის შიდა საფარი

მინანქრის საფარი - პირველ რიგში, დაზოგავს თქვენს ბიუჯეტს. გარდა ამისა, მისი გარეცხვა მარტივია, მაგრამ ასეთ მოწყობილობებში გრილის ფუნქცია არ გვხვდება, ვინაიდან, მაღალი ტემპერატურა და მინანქრის საფარი ერთმანეთთან შეუთავსებელია.

კერამიკა ან ბიოკერამიკა ეკონომიური და გამძლეა, რომლებიც უფრო ნაკლებ ენერგიას მოიხმარენ და მათი გაწმენდაც მარტივია. თუმცა ასეთი მიკროტალღური ღუმელისთვის, სავარაუდოდ, უფრო მეტის გადახდა მოგიწევთ. ამიტომ, დაფიქრდით, ღირს თუ არა ზედმეტი თანხის გადახდა?

უჟანგავი ფოლადის საფარიც საიმედო და დახვეწილია, რომელიც ადვილად უძლებს ნებისმიერ ტემპერატურას, თუმცა, საკვების გაცხელების შემდეგ საჭიროა ფრთხილად გაწმენდა.

Daewoo Electronics ბრენდის მიკროტალღურების მიმოხილვა, შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

პოპულარული მოდელები