Daewoo Electronics მიკროტალღური ღუმელები

მიკროტალღური ღუმელი მოსახერხებელი სამზარეულო ტექნიკაა, რომელიც გამოიყენება კერძის სწრაფად გათბობისა და მომზადებისთვის. აღნიშნულ ბლოგის დასაწყისში განხილული იქნება მიკროტალღურების ძირითადი მახასიათებლები, რომლის შემდეგაც წარმოგიდგენთ Daewoo Electronics-ის მოდელებს,  რომელიც იაფიანი და მაღალი ხარისხის საყოფაცხოვრებო ტექნიკის  მწარმოებელი კომპანიაა.

რა უნდა გავითვალისწინოთ მიკროტალღურის ყიდვისას?

თუ მიკროტალღური ღუმელის ყიდვა გსურთ, უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი მახასიათებლები:

  • ტიპი - ეს პარამეტრი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა დანიშნულებისთვის გამოიყენებთ  მიკროტალღურ ღუმელს - მხოლოდ საკვების გასათბობად თუ  მოსამზადებლად? უმარტივესი მოდელების გარდა, რომლებსაც ე.წ. „სოლო“ ღუმელები ეწოდება, ბაზარზე წარმოდგენილია ასევე სხვადასხვა ვარიანტები: გრილით, კონვექციითა და ორთქლის გენერატორით.
  • მოცულობა - ეს ინდიკატორი განსაზღვრავს იმას, თუ რა რაოდენობის საკვების გათბობა ან მომზადება შეუძლია ყოველ ჯერზე. თუ მიკროტალღურს მრავალშვილიანი ოჯახისთვის ყიდულობთ, უმჯობესია შეარჩიოთ 20 ლიტრიანი ან მეტი მოცულობის მოდელები.
  • ძალა - ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი, რომელზეც დამოკიდებულია კერძის გათბობისა და გალღობის სიჩქარე. 500 W სიმძლავრე საშუალო მაჩვენებლად ითვლება, რომელიც შესაფერისია მცირე მოდელებისთვის. კერძის უფრო სწრაფად გათბობისთვის,  შესაფერისია 700-800 W სიმძლავრის მოდელები.
  • დამატებითი ფუნქციები - მაგალითად, წინასწარ დაპროგრამებული რეჟიმები, ავტომატური გათბობა და გალღობა, ორთქლის ფუნქციები, ორთქლით წმენდა, წონის განსაზღვრა, ორმაგი გამოსხივება.
  • შიდა საფარი - საუკეთესო ვარიანტია - კერამიკა და  უჟანგავი ფოლადი, რომლის ერთადერთი ნაკლი ისაა, რომ მისი გარეცხვა ან გაწმენდა უფრო რთულია. მინანქრის საფარი ხშირად გამოიყენება იაფიან მოდელებში, რომლის გაწმენდა ძალიან მარტივია.

Daewoo Electronics KOR-5A0BW

არ არის ჩასაშენებელი მიკროტალღური,მაგრამ მიუხედავად ამისა კომპაქტური დიზაინისაა და დიდ ადგილს არ იკავებს, აქვს ელექტრონული/სენსორული მართვის ფუნქცია.  ასევე გათვალისწინებულია რამდენიმე წინასწარ გამზადებული რეცეპტი, ავტომატური გალღობა და სწრაფი მომზადების რეჟიმი.

Daewoo Electronics მიკროტალღური ღუმელები

უპირატესობები:

  • კომპაქტური დიზაინი;
  • მოსახერხებელი სენსორული მართვა;
  • ავტომატური მომზადების 6 რეცეპტი;
  • გალღობისა და ექსპრეს მომზადების რეჟიმების არსებობა.

უარყოფითი მხარეები:

  • გათბობის საშუალო დონის სიჩქარე;
  • ემალირებული საფარი;
  • მცირე მოცულობა.

Daewoo Electronics KOR-6LBRRB

მომხმარებელი, რომელიც ეძებს იაფიან მოდელს რაც შეიძლება მეტი მახასიათებლით, რეკომენდებულია KOR-6LBRRB-ის მიკროტალღური.  ღუმელს აქვს კარგი მოცულობა (20 ლიტრი) და 800 ვატი სიმძლავრე, რომელიც საკმარისია ნებისმიერი დავალების შესასრულებლად.

Daewoo Electronics მიკროტალღური ღუმელები

მოწყობილობის დამატებითი უპირატესობებია დისპლეი, ელექტრონული მართვის ფუნქცია, ავტომატური გალღობა და მოწყობილობის მეხსიერებაში შენახული რამდენიმე ავტომატური მომზადების რეცეპტი.

უპირატესობები:

  • საკმარისი მოცულობა რამდენიმე ადამიანისთვის საკვების მოსამზადებლად და გასათბობად;
  • კარგი სიმძლავრე;
  • ორიგინალური დიზაინი;
  • ელექტრონული მართვა;
  • გალღობის რეჟიმის არსებობა;
  • საკვების სწრაფად გაცხელების შესაძლებლობა.

ნაკლოვანებები:

  • ვერ დაამატებთ საკუთარ რეცეპტებს;
  • ემალირებული საფარი.

Daewoo Electronics KQG-663B

KQG-663B  მიკროტაღური ღუმელი  წინა პოპულარული მოდელებისგან, პირველ რიგში, 1050 ვტ-იანი სიმძლავრით განსხვავდება, ხოლო მეორე მხრივ - გრილის ფუნქციის არსებობით. მიკროტალღურის სიმძლავრეა 700 W, ხოლო მოდელის მოცულობა 20 ლიტრია, რომლის საფარი დამზადებულია მინანქარისგან.

Daewoo Electronics მიკროტალღური ღუმელები

უპირატესობები:

  • საკმარისი მოცულობა რამდენიმე ადამიანის საკვების მოსამზადებლად და გასათბობად;
  • თანამედროვე დიზაინი, რომელიც მოერგება ნებისმიერ სამზარეულოს ან ოფისის ინტერიერს;
  • ელექტრონული მართვა;
  • კერძის სწრაფი გათბობა და მომზამდება.

უარყოფითი მხარეები:

  • ადვილად ბინძურდება კორპუსის მასალა;
  • მშენებლობის საშუალო ხარისხი;
  • ვერ დაამატებთ საკუთარ რეცეპტებს.

SUPRA-ას ბრენდის მიკროტალღურების მიმოხილვა შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

პოპულარული მოდელები

მიკროტალღური ღუმელი FRANKO FMO-1116
მიკროტალღური ღუმელი FRANKO FMO-1116
Regular price 305.00 ლარი 279 ლარი / თვეში 16 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 3 წელი
მიკროტალღური ღუმელი MV145-2574 ARSHIA 26130
მიკროტალღური ღუმელი MV145-2574 ARSHIA 26130
Regular price 449 ლარი / თვეში 25 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
მიკროტალღური ღუმელი FRANKO FMO-1158
მიკროტალღური ღუმელი FRANKO FMO-1158
Regular price 529.00 ლარი 449 ლარი / თვეში 25 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 3 წელი
მიკროტალღური ღუმელი Samsung MG23DG4524ATBW
მიკროტალღური ღუმელი Samsung MG23DG4524ATBW
Regular price 489.00 ლარი 469 ლარი / თვეში 26 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 2 წელი