მიკროტალღური ღუმელი Candy
November 09, 2020დღევანდელ აღწერაში გვსურს წარმოგიდგინოთ არათუ რამდენიმე მოდელის განხილვა, არამედ კონკრეტული მიკროტალღური ღუმელი - Candy CMXG20DW.
მიკროტალღური Candy შედარებით იაფიანი მოდელია, რომელიც გამორჩეულია ენერგიის დაზოგვის მაჩვენებლით. ტექნიკის წყალობით შესაძლებელია არა მხოლოდ საჭმლის გაცხელება, არამედ მისი მომზადებაც . აღჭურვილია 40 სხვადასხვა პროგრამით, რომელსაც დამატებით გრილის ფუნქციაც აქვს.
მიკროტალღურის ყიდვისას, კომპლექტს მოყვება რეცეპტების წიგნი, სადაც ნაჩვენებია თუ რომელი კერძების მომზადება შეგიძლიათ. ის, თუ რამდენად კარგია ეს მოდელი, კიდევ რა სიურპრიზებს გვპირდება და ღირს თუ არა მისი ყიდვა, ამ მიმოხილვაში გავაანალიზებთ.
მახასიათებლები:
- შიდა პალატის მოცულობა 20 ლიტრია;
- არ არის ჩასაშენებელი მიკროტალღური და დაინსტალირება ხდება ცალკე;
- თეფშის ზომა 25.5 სმ;
- შიდა პალატა დაფარულია მინანქრით;
- აქვს ჩამონტაჟებული გრილი;
- არ აქვს კონვექციის ფუნქცია;
- მიკროტალღური სიმძლავრე - 700 ვტ;
- გრილის სიმძლავრე - 1000 ვტ;
- აქვს ელექტრონული მართვის სისტემა;
- აქვს ეკრანი;
- ტაიმერის დაყენება შესაძლებელია 95 წუთამდე;
- განათებული კამერა;
- სამუშაოს დასრულებისას გამოსცემს ხმოვან სიგნალს;
- აქვს ბავშვის საწინააღმდეგო საკეტი სისტემა;
- ზომები - 25.9x44x35.7 სმ;
- საშუალო ფასი.
აღჭურვილობა:
- გრილის თარო;
- რეცეპტების წიგნი;
- მომხმარებლის სახელმძღვანელო.
დიზაინი
თეთრი მიკროტალღური ღუმელი კლასიკური დიზაინისაა, რომლის კარი არის ჩამოკიდებული და იხსნება მარცხნივ. გახსნის მექანიზმი გააქტიურებულია ღილაკის საშუალებით.
პანელის მარჯვენა მხარეს აქვს განათება, ტაიმერი, ენერგიის მართვის ღილაკები და ინფორმაციული დიდი ეკრანი. პანელზე განთავსებულია 5 ღილაკი, რომელთა მართვა ინტუიციური და მარტივია.
ფეხები სტაბილური და რეზინირებულია, რის გამოც მიკროტალღური მაგიდაზე მოთავებისას არ სრიალებს.
ფუნქციურობა
მიკროტალღური
ღუმელი მოიხმარს 1250 ვატ ელექტროენერგიას, რაც საკმარისია გამართული მუშაობისთვის. მართვის სისტემა ელექტრონულ-მექანიკური კომბინაციისაა, რაც ხელს უწყობს მის მარტივ გამოყენებას. პროგრამაში შედის შემდეგი რეჟიმები:
- ჩვეულებრივი გალღობა;
- ავტომატური გალღობა;
- ავტომატური მომზადება;
- ავტომატური გათბობა;
- ექსპრეს მომზადების რეჟიმი.
საერთო ჯამში, აქვს 40 ავტომატური მომზადების პროგრამა, რომელთა გამოყენება აღწერილია სახელმძღვანელოში და რეცეპტების წიგნში. გალღობის პროგრამა მუშაობს პროდუქტის დადგენილი დროის ან წონის საფუძველზე; მეორე შემთხვევაში, მოწყობილობა თავისთავად ითვლის საჭირო რეჟიმს და გალღობის დროს.
არსებობს სწრაფი დაწყების ფუნქცია. ნახევარი წუთის განმავლობაში გათბობა იწყება მაქსიმალური სიმძლავრით, ხოლო ღილაკის ყოველი მომდევნო დაჭერით, პროგრამას ემატება 30 წამი. მართვის ეს სისტემა მომხმარებლების მიერ აღიარებულია, როგორც ყველაზე მარტივი და გასაგები.
მიკროტალღურში ასევე გათვალისწინებულია ბავშვთა საწინააღმდეგო ბლოკირება, რომელიც უზრუნველყოფილია ისე, რომ მხოლოდ მოზრდილს შეუძლია გათიშოს იგი. არსებობს ჩუმი რეჟიმი, რომელიც ღილაკის დაჭერით თიშავს მართვის სისტემის მიერ გამოცემულ ყველა ხმას. მიკროტალღური ღუმელის ფუნქციონირება ეკონომიურია და სპეციალური ECO ფუნქციის გამო - ლოდინის რეჟიმში, მოწყობილობა თიშავს შუქს.
დადებითი და უარყოფითი მხარეები:
- ბიუჯეტური ფასი;
- კლასიკური, ლამაზი დიზაინი;
- კომპაქტური ზომა;
- საკმარისია შიდა პალატის მოცულობა, რომელიც ადვილად იტევს საშუალო ზომის ქათამს;
- ლოდინის რეჟიმის შემთხვევაში, ეკრანზე გამოჩნდება დრო;
- ეკონომიური რეჟიმი;
- კვარცის გრილი;
- პროგრამების დიდი რაოდენობა;
- რეცეპტების წიგნი;
- საკვების ეფექტური გალღობა;
- ბავშვის დაბლოკვის სისტემა.
მინუსი შეიძლება იყოს შამფურისა და კონვექციის არარსებობა, მაგრამ მითითებული ფასისთვის ღუმელი სრულად აკმაყოფილებს მოლოდინს.
Hotpoint-Ariston-ის საუკეთესო მიკროტალღურების განხილვა იხილეთ ჩვენს წინა ბლოგში.
პოპულარული მოდელები