Hotpoint-Ariston საუკეთესო მიკროტალღურები

მიკროტალღური ღუმელები დღეს უკვე თითქმის ყველა სახლში შეგხვდებათ, რომელთა წყალობითაც ბევრად ადვილია საყვარელი კერძების გათბობა ან მომზადება.

მრავალფეროვანი დიზაინისა და ფუნქციების მქონე მიკროტალღურების ფართო არჩევანი საშუალებას მოგცემთ შეარჩიოთ სრულყოფილი მოდელები თქვენი სახლისთვის. Hotpoint-Ariston-ი კი მუდმივად ავითარებს არა მხოლოდ მიკროტალღური ღუმელების ფუნქციურ მახასიათებლებს, არამედ  სხვა  საყოფაცხოვრებო ტექნიკასაც.

Hotpoint-Ariston MWHA 2011 MS0

მექანიკური მართვის მქონე თანამედროვე დიზაინის მიკროტალღური ღუმელი, რომელსაც, სამწუხაროდ, სენსორული ღილაკები და ეკრანი არ  აქვს. თუმცა გათვალისწინებულია სპეციალური მბრუნავი გადამრთველები.

Hotpoint-Ariston საუკეთესო მიკროტალღურები

ტაიმერის დაყენება შესაძლებელია მხოლოდ 35 წუთის განმავლობაში. ღუმელის შიდა მხარე კი დაფარულია მინანქრით და აღჭურვილია განათებით. კერძის მომზადების დასასრულს, მიკროტალღური ღუმელი გამოსცემს ძლიერ სიგნალს.

უპირატესობები:

  • დიზაინში არაფერია ზედმეტი;
  • სიმძლავრე 700 ვტ;
  • კომპაქტური მოდელი;
  • შესაფერისია ნებისმიერი ინტერიერისთვის;
  • თბება სწრაფად და კარგად.

Hotpoint-Ariston MWHA 2622 MB

ძლიერი და ფართო მიკროტალღური გამორჩეულია თავისი ელეგანტური დიზაინით. ღუმელის შიდა მოცულობა 25 ლიტრს აღწევს, მართვისთვის კი გათვალისწინებულია მექანიკური და სენსორული ღილაკები. წინა პანელზე განთავსებულია საათი და პატარა ეკრანი, რომელიც აჩვენებს მომზადების დროს.

აღნიშნული მოდელი კომბინირებულია რაც ნიშნავს იმას, რომ მასში შეგიძლიათ არა მხოლოდ საკვების გათბობა, არამედ გრილის რეჟიმის გამოყენებაც. მოწყობილობის სიმძლავრე 800 ვტ-ია. ფუნქციები კი მოიცავს ბავშვთა საწინააღმდეგო დაცვას, განათებასა და გამაფრთხილებელ სიგნალს.

Hotpoint-Ariston საუკეთესო მიკროტალღურები

უპირატესობები:

  • ელეგანტური კორპუსის დიზაინი, რომელიც შავ ფერშია წარმოდგენილი;
  • შეგიძლიათ გამორთოთ ხმოვანი სიგნალი;
  • მაღალი სიმძლავრე.

ნაკლოვანებები:

  • ეკრანი ძალიან მკრთალია.

Hotpoint-Ariston MWHA 13321 CAC

კომპაქტური ზომების მქონე საუკეთესო მიკროტალღური ღუმელი, რომელიც სამზარეულოში დიდ ადგილს არ იკავებს. დიზაინი არ არის გადატვირთული ზედმეტი ელემენტებით და მართვა ხორციელდება სენსორული ღილაკების გამოყენებით.

Hotpoint-Ariston საუკეთესო მიკროტალღურები

ქვედა მხარეს პატარა ეკრანია, რომელიც გიჩვენებთ საკვების მომზადების დროს.  მიკროტალღური ღუმელის მთლიანი მოცულობა 13 ლიტრია. ბავშვების უსაფრთხოებისთვის  კი გათვალისწინებულია შესაბამისი საკეტი. გარდა ამისა, ღუმელი შიგნიდან განათებულია, რისი წყალობითაც შეგიძლიათ გარედან დაინახოთ საკვების მდგომარეობა.

უპირატესობები:

  • სიმძლავრე 700 ვტ;
  • კომპაქტური ზომები;
  • შესაფერისია პატარა სამზარეულოებისთვის.

ნაკლოვანებები:

  • სამწუხაროდ, დიზაინი შესაძლოა არ იყოს შესაფერისი ყველა სამზარეულოსთვის.

Hotpoint-Ariston MWA 121.1 X

თანამედროვე დიზაინის ჩასაშენებელი მიკროტალღური, რომელიც შესანიშნავი დამატება იქნება ნებისმიერი სამზარეულოსთვის. მიკროტალღურის სიმძლავრე  800 ვტ-ია, რომლის მთლიანი მოცულობა 20 ლიტრია.

არსებობს სპეციალური პროგრამა საკვების სწრაფი და ნელი გალღობისთვის. კარი იხსნება მხოლოდ ღილაკის საშუალებით, ხოლო მოწყობილობას დამატებით გრილის ფუნქციაც აქვს.

უპირატესობები:

  • თანამედროვე და დახვეწილი დიზაინი;
  • ჩასაშენებელი მოდელი;
  • ფუნქციების ფართო არჩევანი.

ნაკლოვანებები:

  • დადგენილ ტემპერატურას ავტომატურად არ ინარჩუნებს.

ინფორმაცია Gorenje, Hotpoint-Ariston, Sharp მიკროტალღურების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

პოპულარული მოდელები

მიკროტალღური ღუმელი FRANKO FMO-1116
მიკროტალღური ღუმელი FRANKO FMO-1116
Regular price 305.00 ლარი 279 ლარი / თვეში 16 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 3 წელი
მიკროტალღური ღუმელი MV145-2574 ARSHIA 26130
მიკროტალღური ღუმელი MV145-2574 ARSHIA 26130
Regular price 449 ლარი / თვეში 25 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
მიკროტალღური ღუმელი FRANKO FMO-1158
მიკროტალღური ღუმელი FRANKO FMO-1158
Regular price 529.00 ლარი 449 ლარი / თვეში 25 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 3 წელი
მიკროტალღური ღუმელი Samsung MG23DG4524ATBW
მიკროტალღური ღუმელი Samsung MG23DG4524ATBW
Regular price 489.00 ლარი 469 ლარი / თვეში 26 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 2 წელი