Gorenje, Hotpoint-Ariston, Sharp მიკროტალღურები

თანამედროვე და დახვეწილი პროგრამების ფონზე, ბევრი მიკროტალღურის ფასი მაღალია, მაგრამ ბაზრაზე არსებობს ისეთი მოდელები, რომელთა ღირებულებაც შედარებით დაბალი და ხელმისაწვდომია.

ჩვენი ინტერნეტ მაღაზიის საიტზე შესაძლებელია ნებისმიერი ბრენდისა და მოდელის მიკროტალღურის ყიდვა, მაგრამ თუ რომელიმე მათგანი განსაკუთრებულად მოგეწონათ და შეძენაზე ფასის გამო ყოყმანობთ, საკუთარ სურვილზე უარს ნუ იტყვით, რადგან ჩვენთან შეგიძლიათ მიკროტალღური განვადებით  შეიძინოთ, რომელსაც 2 დღის ვადაში უფასოდ მოგაწვდით ნებისმიერ მისამართზე.

Gorenje MMO20DEII

ბიუჯეტური მოდელი - Gorenje  ელეგანტური და კომპაქტურია, რომელიც წარმოდგენილია ერთ ფერში და  დამზადებულია უჟანგავი ფოლადისგან, ხოლო შიდა საფარი მინანქარია. სტანდარტული მოცულობა - 20 ლიტრია, რომლის ენერგიის  დონე 800 ვტ-მდეა.

Gorenje, Hotpoint-Ariston, Sharp მიკროტალღურები

მართვა ყველაზე მარტივია. აქვს ღილაკები, მბრუნავი ჩამრთველი და მცირე ზომის ეკრანი. არსებობს გალღობის 2 რეჟიმი დროისა და წონის მიხედვით.

უპირატესობები:

  • კომპაქტური ზომები;
  • ღილაკით გახსნა ნაკლებად მოსახერხებელია ამიტომ, სახელურით უფრო იოლია;
  • მაღალი ხარისხის მასალები და აწყობა;
  • დროის რეგულირება ხდება ღილაკით,  რომლითაც შესაძლებელია  10 წამის დამატება.

ნაკლოვანებები:

  • მოკლე დენის კაბელი;
  • მცირე ფუნქციონალურობა;
  • გრილის ნაკლებობა;
  • სუნის მოშორების რეჟიმი არ არის გათვალისწინებული;
  • ორთქლი რჩება კედლებზე რის გამოც, რამდენიმე წუთის განმავლობაში, ზოგჯერ საჭიროა კარის ღია დატოვება;
  • აქვს ძალიან ხმამაღალი სიგნალი, რაც ზოგისთვის პლიუსია, ზოგისთვის კი - მინუსი.

Sharp R-6852RK

მიკროტალღური ღუმელი Sharp  ელეგანტური დიზაინის შავი ფერის მოდელია, რომლის მოცულობა 20 ლიტრია. მთავარი განსხვავება Gorenje-სგან 1000 W-იანი გრილის ფუნქცია და ელექტრონული Tact & Dial კონტროლია.  იხსნება სახელურით და პარამეტრების სტანდარტული ნაკრები აქვს.

Gorenje, Hotpoint-Ariston, Sharp მიკროტალღურები

უპირატესობები:

  • შავი ფერი და დიზაინი,  რომელიც ზოგიერთი მომხმარებლისთვის  შეიძლება გადამწყვეტი ფაქტორი იყოს;
  • 3 მოქმედი რეჟიმი (მიკროტალღური ღუმელი, გრილი, მიკროტალღური ღუმელი + გრილი);
  • ტაიმერი;
  • კომპაქტური ზომა და საკმარისი მოცულობა.
  • მინუსები ამ მოდელში თითქმის არ ვლინდება, რაც მის სანდოობაზე კიდევ ერთხელ მიუთითებს.

Hotpoint-Ariston MWHA 2032 MW2

Hotpoint-Ariston საყოფაცხოვრებო ტექნიკის მწარმოებელი მსოფლიოში ცნობილი და აღიარებული ბრენდია, რომელსაც მიკროტალღური ღუმელების  საკმაოდ მრავალფეროვანი არჩევანი აქვს ბაზარზე წარმოდგენილი.  მოდელი Hotpoint-Ariston MWHA 2032 MW2 დამზადებულია თეთრფერში და შიდა საფარი მინანქრისაა, რომელიც მარტივად იწმინდება.

Gorenje, Hotpoint-Ariston, Sharp მიკროტალღურები

 

შიდა  პალატის მთლიანი მოცულობა 20 ლიტრია, რომლის სიმძლავრე 700 ვტ-ია.  აქვს გალღობის 3 რეჟიმი და კარი სახელურით იხსნება. მოდელის სიგანე - 442 მმ-ია, სიმაღლე - 260 მმ, სიღრმე - 355 მმ. წონა კი 10.5 კგ-ია.

უპირატესობები:

  • გრილის ფუნქცია;
  • 3 ავტომატური პროგრამა კერძის მოსამზადებლად;
  • კომპლექტში შედის გრილის სახეხა.

ნაკლოვანებები:

  • დაბალი სიმძლავრის მიკროტალღური ღუმელი და გრილი;
  • სავენტილაციო ფუნქცია ავტომატურად არ ითიშება.

თუ მიკროტალღური ღუმელის ყიდვას აპირებთ აუცილებლად ეწვით ინტერნეტ მაღაზია Isurve.ge-ს აქ შეგხვდებათ მრავალფეროვანი არჩევანი: წარმოდგენილია სხვა და სხვა ბრენდების როგორც ჩასაშენებელი მიკროტალღურები, ასევე ცალკე მდგომი მოდელები.

დაინტერესების შემთხვევაში იხილეთ ჩვენი ბლოგი Panasonic-ის მიკროტალღურებზე.

პოპულარული მოდელები

მიკროტალღური ღუმელი FRANKO FMO-1116
მიკროტალღური ღუმელი FRANKO FMO-1116
Regular price 305.00 ლარი 279 ლარი / თვეში 16 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 3 წელი
მიკროტალღური ღუმელი TOSHIBA MW3-EM20PE(BM)
მიკროტალღური ღუმელი TOSHIBA MW3-EM20PE(BM)
Regular price 279.00 ლარი 249 ლარი / თვეში 14 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 3 წელი
მიკროტალღური ღუმელი MV145-2574 ARSHIA 26130
მიკროტალღური ღუმელი MV145-2574 ARSHIA 26130
Regular price 449 ლარი / თვეში 25 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
მიკროტალღური ღუმელი FRANKO FMO-1158
მიკროტალღური ღუმელი FRANKO FMO-1158
Regular price 529.00 ლარი 449 ლარი / თვეში 25 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 3 წელი