Panasonic მიკროტალღური ღუმელი

მიკროტალღური ღუმელების მოხერხებულობამ, ფუნქციურობამ და მცირე ზომებმა მომხმარებლებში ძალიან პოპულარული გახადა. გამომდინარე იქიდან, რომ ტექნიკის მაღაზიები ბევრ სხვადასხვა მოდელს გვთავაზობენს დღეს გვინდა აქცენტი გავაკეთოთ მხოლოდ Panasonic  მიკროტალღურებზე.

რადგან მრავალფეროვანი მოდელების სიუხვე გარკვეულწილად ართულებს სწორი გადაწყვეტილების მიღებას, ამიტომ წინასწარ უნდა იცოდეთ იმ მახასიათებლებისა და ფუნქციების შესახებ, რომელიც მიკროტალღურის ყიდვისას გამოგადგებათ.

არჩევანის კიდევ უფრო გამარტივების მიზნით, ჩვენ შევადგინეთ Panasonic მიკროტალღური ღუმელების სია. რეიტინგში თავმოყრილია მხოლოდ საუკეთესო მოდელები, რომლებმაც მიიღეს ყველაზე მეტი დადებითი შეფასება მომხმარებლებისა და სპეციალისტებისგან.

Panasonic NN-DS592M

რეიტინგს ხსნის Panasonic NN-ის მიკროტალღური, რომლის მოცულობა 27 ლიტრია. მოწყობილობა უზრუნველყოფს ბრუნვის გარეშე სენსორული დათბობის შესაძლებლობას, რაც მნიშვნელოვნად ზრდის კამერის შიდა არეალს.

Panasonic მიკროტალღური ღუმელი

მოწყობილობას რეჟიმების უამრავი რაოდენობა აქვს, რომლითაც შესაძლებელია მიკროტალღური ღუმელის, გრილისა და კონვექციის კომბინირება. მოწყობილობას დამატებით შიდა სივრცის ორთქლით წმენდის ფუნქციაც აქვს და თუ მას რეგულარულად გამოიყენებთ, ღუმელის შიდა მხარე სუფთა და მოწესრიგებული იქნება მუდმივად.

დადებითი:

  • თანამედროვე, ელეგანტური დიზაინი;
  • ავტომატური ორთქლის წმენდის სისტემა;
  • პროდუქტების გათბობა წინასწარ განსაზღვრულ ტემპერატურაზე;
  • სუნის მოსაშორებელი სისტემა;
  • კვარცის გრილი (ქვედა და ზედა);
  • ძალიან მოსახერხებელია კარის გახსნა ზემოდან ქვემოთ;
  • ბავშვთა დაცვის ფუნქცია;
  • არსებობს ორთქლით დატენიანების ფუნქცია;
  • მრავალი ავტომატური პროგრამა;
  • მაღალი ხარისხის საიმედო ტექნიკა.

მინუსები:

  • საკმაოდ დიდი ზომები;
  • დიდი წონა;
  • მუშაობის დროს შეიძლება ძალიან გახურდეს;
  • ავტო პროგრამები არ ითვალისწინებს პროდუქციის წონის განსაზღვრას;
  • როდესაც თვითწმენდის ფუნქცია ჩართულია, ოთახში უსიამოვნო სუნი დგება;
  • მიკროტალღურის კორპურსზე ადვილად რჩება ნათითურები;
  • მაღალი ფასი.

Panasonic NN-SD361M

Panasonic მიიჩნევს, რომ ეს მოდელი მისი ერთ-ერთი საუკეთესო მიღწევაა. საშუალო ღირებულებით საკმაოდ კარგი ტექნიკური მახასიათებლები გააჩნია. საჭმლის სწრაფი გაცხელება უზრუნველყოფილია 950 W სიმძლავრის წყალობით, რომელსაც დამატებით სწრაფი გალღობის ფუნქციაც აქვს.

Panasonic მიკროტალღური ღუმელი

მართალია, მოწყობილობას გრილი და კონვექცია არ აქვს, მაგრამ მიკროტალღური ღუმელი იმდენად მრავალფუნქციურია, რომ  მთავარ საქმეს შესანიშნავად ასრულებს.

დადებითი:

  • მარტივი, მოსახერხებელი კონტროლი;
  • ელეგანტური დიზაინი;
  • სიმძლავრე 950 W;
  • ინფორმაციული LED ეკრანი თავისი ნათელი განათებით;
  • ერთგვაროვანი და სწრაფი გათბობა;
  • სითბოს მდგრადი მინა;
  • კარის გლუვი გახსნა;
  • ხელმისაწვდომი ფასი.

მინუსები:

  • გრილი და კონვექცია არ აქვს.

Panasonic NN-ST254M

თუ გსურთ შეხებაზე მგრძნობიარე მიკროტალღური ღუმელის ყიდვა, მაშინც აუცილებლად გაეცანით ამ მოდელს. ეს არის კიდევ ერთი  სამზარეულო ტექნიკა,  რომელიც საიმედოობითა და მშენებლობის ხარისხით გამოირჩევა.

Panasonic მიკროტალღური ღუმელი

კამერის მოცულობა 20 ლიტრია, ხოლო შუშის დიამეტრი - 255 მმ-ია. საშუალო სიმძლავრე - 0.8 კვტ-ია. კარი იხსნება სპეციალური ღილაკის საშუალებით, შიგნით კი მინანქრის საფარია, რომელიც ჭუჭყისაგან ადვილად იწმინდება.

უპირატესობები:

  • ელეგანტური დიზაინი;
  • პროგრამების ფართო არჩევანი;
  • სენსორული მართვა;
  • ინფორმაციული პანელი;
  • ბავშვებისგან დაცვა;
  • ჩამონტაჟებული საათი;
  • კომპაქტური ზომა.

ნაკლოვანებები:

  • საკმაოდ ხმაურიანია.

ინტერნეტ მაღაზია Isurve.ge გთავაზობთ მიკროტალღური ღუმელების ფართო არჩევანს. აქ შეგხვდებათ სხვადასხვა მოწინავე ბრენდის საუკეთესო მოდელები, ასევე ნახავთ როგორც ჩასაშენებელ მიკროტალღურებს, ასევე ცალკე მდგომ მოდელებს, რაც მთავარია მისაღებ ფასად, ხოლო შეძენის შემთხვევაში ჩვენი კურიერი უფასოდ მოგართმევთ ნივთს.

პოპულარული მოდელები

მიკროტალღური ღუმელი Toshiba MM-EM23P (BK)
მიკროტალღური ღუმელი Toshiba MM-EM23P (BK)
Regular price 339.00 ლარი 289 ლარი / თვეში 16 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 3 წელი
მიკროტალღური ღუმელი FRANKO FMO-1116
მიკროტალღური ღუმელი FRANKO FMO-1116
Regular price 305.00 ლარი 279 ლარი / თვეში 15 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 3 წელი
მიკროტალღური ღუმელი MV145-2574 ARSHIA 26130
მიკროტალღური ღუმელი MV145-2574 ARSHIA 26130
Regular price 449 ლარი / თვეში 25 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
მიკროტალღური ღუმელი FRANKO FMO-1158
მიკროტალღური ღუმელი FRANKO FMO-1158
Regular price 529.00 ლარი 449 ლარი / თვეში 25 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 3 წელი