ანდროიდ ტელევიზორები თუ სმარტ ტელევიზორები?

ყველა ტიპის ელექტრონიკის მსგავსად, ტელევიზორების ეს თაობა ბევრად უფრო დახვეწილი (და ამავე დროს რთულია) ვიდრე აქამდე ყოფილა. ყველამ ვიცით რომ სმარტ ტელევიზორი უკვე თანამედროვეობის სტანდარტად იქცა, მაგრამ რა განასხვავებს მათ ანდროიდებისგან? ამ ბლოგპოსტში ვეცდებით ეს განსხვავება და მსგავსებები განვმარტოთ.

თუმცა იქამდე შეგახსენებთ, რომ

ამ ლინკზე ანდროიდ ტელევიზორების ყველაზე დიდი არჩევნის დათვალიერება და ყიდვა შეგიძლიათ.

რას ნიშნავს სმარტ ტელევიზორი? რას ნიშნავს ანდროიდი TV? აქ იმაზე არ არის საუბარი ეს მოწყობილობები არის თუ არა სტანდარტული ან რკალისებური ტელევიზორი , აქ უბრალოდ მათ საოპერაციო სისტემაშია სხვაობა. მარტივად რომ ვთქვათ ორივე მათგანს შეუძლია სხვადასხვა აპლიკაციების/პროგრამების საშუალებით მრავალი განსხვავებული მულტიმედია ტიპის (აუდიო, ვიდეო) ფაილი აჩვენოს.

რეალური სხვაობა იმაშია რომ ანდროიდ ტელევიზორები აღჭურვილია წვდომით უზარმაზარ აპლიკაციათა წყაროსთან, საიდანაც მრავალი სხვადასხვა პროგრამის გადმოტვირთვა შეგიძლიათ.

სმარტ ტელევიზორების შესახებ მეტი ინფორმაციის გასაგებად, შეგიძლიათ ნახოთ ჩვენი ბლოგპოსტი რა არის სმარტ ტელევიზორი?  აქვე მარტივად რომ განვმარტოთ, ვიტყვით რომ ძველი, სტანდარტული ტელევიზორები თუ აჩვენებდა უბრალოდ რაიმე სხვა წყაროდან მომავალ სიგნალს, თქვენ შეგიძლიათ სმარტ ტელევიზორების კომპიუტერივით გამოყენება, მათი საშუალებით ინტერნეტთან დაკავშირება და სხვადასხვა ინფორმაციის მიღება (მათ შორის ვიდეოების, მუსიკის და ა.შ.). თითეული მიღებული ტიპის ინფორმაციას შესაბამისი პროგრამა დასჭირდება რომ ფაილების აღქმა შეძლოს, აი აქ დგება უკვე აპლიკაციების საჭიროება.

კიდევ ერთი სხვაობა იმაშია რომ ანდროიდ და სმარტ ტელევიზორები მწარმოებლით არ განსხვავდება . TCL ტელევიზორები მაგალითად ანდროიდ სისტემებითაა ცნობილი, თუმცა სხვა სმარტ რეჟიმებიც აქვს. ანალოგიურად, თქვენ შეგიძლიათ ნახოთ Samsung, Sony, LG, HiSense, Toshiba-ს ანდროიდ და არაანდროიდ სმარტ ვერსიებიც.

როგორც ზემოთ ვახსენეთ, ტელევიზორის საოპერაციო სისტემა მას საშუალებას აძლევს ისარგებლოს სხვადასხვა პროგრამებით. თქვენს არჩევანში თქვენზე მორგებული საოპერაციო სისტემის შერჩევას დიდი აზრი აქვს. 

აქვე კიდევ ერთ არასწორ ინფორმაციაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება - მიუხედავად იმისა რომ ანდროიდ ტელევიზორები ცალკე კლასად ხასიათდებიან, რეალურად ისინი სმარტ მოწყობილბების ერთ-ერთ ჯგუფს წარმოადგენენ.

ორივე სახის მოწყობილობებს აუცილებლად მოყვებათ თავიანთი საოპერაციო სისტემა, და უამრავი პროგრამა რომელიც საშუალებას მოგცემთ სმარტ ტელევიზორის ნებისმიერი დადებითი მხარე გამოიყენოთ. ნუ იფიქრებთ, რომ ჯამში საოპერაციო სისტემებს შორის არჩევით თქვენ რამეზე უარის თქმა გიწევთ - არა, ეს უბრალოდ გათვლაა იმაზე თუ რომელ სივრცეში უფრო კომფორტულად გრძნობთ თავს.

ანდროიდის საოპერაციო სისტემა გუგლის მიერ შექმნილია და აიფონის გარდა ფაქტიურად ყველა ტელეფონში გამოიყენება. მართალია ტელეფონების ყველა აპლიკაცია ტელევიზორებზე არ მუშაობს, მაგრამ მაინც ეს იწვევს იმას რომ ანდროიდ ტელევიზორებისთვის ხელმისაწვდომი პროგრამების რაოდენობა ძალიან დიდია. სხვა სმარტ ტელევიზორების შემთხვევაში კი უშუალოდ მათთვის დაწერილ აპლიკაციებთან გექნებათ საქმე. ეს არ ნიშნავს რომ ისინი ცუდია, უბრალოდ ანდროიდის შემთხვევაში თქვენი გემოვნებით შეიძლება 1000-მდე ვიდეოს პლეიერი ნახოთ, მაშინ როცა სხვაგან ეს არჩევანი მხოლოდ 3 იყოს.

გარდა ამისა, თუ თქვენ ისედაც სარგებლობთ ანდროიდ სისტემით (გაქვთ სამსუნგის, სონის, ჰუავეის, HTC-ს, ან თითქმის ნებისმიერი სხვა ბრენდის ტელეფონი), თქვენთვის ანდროიდის სისტემა უკვე ნაცნობი იქნება.

სმარტ ტელევიზორის დადებითი მხარეები:

  • ადვილი ასაწყობია პროგრამულად.
  • ბევრი მწარმოებელი ჰყავს.
  • მხოლოდ ერთ პულტი სჭირდება.

უარყოფითი მხარეები

  • შეზღუდული აპლიკაციების რაოდენობა
  • გამოიყენებს საოპერაციო სისტემას, რომელიც შეიძლება მოძველდეს

ანდროიდ ტელევიზორების დადებითი მხარეები:

  • ძირითადად უფრო იაფია.
  • უამრავი სხვადასხვა აპლიკაციაა ხელმისაწვდომი.
  • შეუმჩნეველი და ძალიან ადვილი განახლებები, აპლიკაციებისაც და საოპერაციო სისტემისაც.

უარყოფითი მხარეები

  • ცოტა მწარმოებელი
  • პროგრამული ინტერფეისი (ვიზუალი) შეიძლება თავიდან ცოტა რთულად აღსაქმელი იყოს.

წყარო: Android VS Smart TV

პოპულარული მოდელები