საუკეთესო ფასები და უფასო მიტანა მთელ საქართველოში!


პოპულარული ტელევიზორები

ყველაზე მოთხოვნადი ტელევიზორები ისურვეზე. სხვადასხვა ბრენდის სმარტ, რკალისებრი და 4K მოდელები.

ამ კატეგორიის ცალკე წარმოდგენა მომხმარებელთა იმ ნაწილზე დაკვირვებამ გადაგვაწყვეტინა, რომელსაც ტელევიზორის ყიდვა სურს, მაგრამ არჩევანის გაკეთება უჭირს ბრენდებსა და მოდელებს შორის.

პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ კუთხით ისურვე.ჯი ერთ-ერთი ყველაზე მოქნილი ინტერნეტ მაღაზიაა ქართულ სივრცეში, განთავსებულია რა უამრავი ბლოგ პოსტი, რომელიც არჩევნის გაკეთებაში გეხმარებათ.

გარდა ამისა, ჩვენი ქოლ-ცენტრი მუდმივად მზადაა გიპასუხოთ ნებისმიერ კითხვაზე, რომელიც ყიდვამდე შეიძლება გაგიჩნდეთ.

მიუხედავად ამისა, წარმოგიდგენთ ყველაზე პოპულარული ბრენდებისა და მოდელების ჩამონათვალს:

  • სამსუნგის სმარტ ტელევიზორები;
  • Skytech-ის 32 ინჩიანი რკალისებრი მოდელი;
  • Termikel-ის 32-იანი და 40 ინჩიანი სმარტ მოდელები;
  • Hisense-ს 4K მოდელები;
  • Сolorview-ს Full HD, ე.წ სამზარეულოს ტელევიზორი;
  • Hyundai-ს 50 ინჩიანი UHD მოდელი.

ტელევიზორების ზოგადი მიმოხილვა ტიპებისა და ფასის მიხედვით

როგორც ჩამონათვალიდან ჩანს, ყველაზე პოპულარული სმარტ ტელევიზორებია, რაც არც გახლავთ გასაკვირი, თანამედროვე ტენდენციების მიხედვით ხომ ინტერნეტ მხარდაჭერის მქონე მოდელები თითქმის ისეთივე აუცილებელია, როგორც მაგალითად სმარტფონი.

ამასთან, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ტელევიზორებს როგორც წესი განვადებით ყიდულობენ.

ონლაინ საბანკო განვადება გაცილებით ამარტივებს მათი ყიდვის პროცესს, გარდა ყიდვისა იღებთ რეკომენდაციებსაც და თან არჩევთ სასურველ ბანკს, დამტკიცების შანსის გასაზრდელად.

ყველაზე პოპულარული 32-იანი და 43 ინჩიანი მოდელებია.

ხოლო 4K ტელევიზორებში მომხმარებლები არჩევანს განსაკუთრებით 50 ან 55 ინჩიან ვარიანტებზე აჩერებენ.

შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველაზე პოპულარული საფასო სეგმენტი 500-800 ლარია.

ასევე აღსანიშნავია, რომ თანდათან სულ უფრო გაყიდვადი ხდება რკალისებრი ტელევიზორები.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ტიპის მოდელები შედარებით ძვირია, იმდენად შთამბეჭდავია მისგან მიღებული გამოცდილება, რომ მომხმარებლებს ურჩევნიათ არჩევანი მასზე გააკეთონ, მითუმეტეს, თუ განვადებით ყიდვას ამჯობინებენ.

ნელ-ნელა მეტ პოპულარობას იხვეჭენ TCL-ის და Toshiba-ს ტელევიზორებიც.

მათ შესახებ დაწვრილებით ინფორმაციას, შესაბამის რეკომენდაციებთან ერთად თითოეული მათგანის კატეგორიაშივე შეგიძლიათ გაეცნოთ.