Colorview

Colorview-ის ბრენდის ტელევიზორები, ყველაზე იაფი და ხარისხიანი მოდელები ონლაინ განვადებით. უფასო მიტანა მთელ საქართველოში.

ქოლორვიუ ერთ-ერთი ყველაზე იაფიანი მწარმოებელი გახლავთ საყოფაცხოვრებო ტექნიკის სფეროში.

ისურვეზე განსაკუთრებით ფართოდ მისი სხვასხვა ტიპის ციფრული ტექნიკა გახლავთ წარმოდგენილი, თუმცა თუ მაგალითად ტელევიზორები იაფად გსურთ იყიდოთ, მაშინ შეგიძლიათ არჩევანი ამ ბრენდზე შეაჩეროთ.

Colorview ტელევიზორები - ზომები (დიაგონალი) და ფასები

ასორტიმენტში გვხვდება 32, 40 და 43 ინჩიანი მოდელები. ფასიც შესაბამისია, 475 ლარიდან 780 ლარამდე.

აღსანიშნავია, რომ ეს უკანასკნელი მაღალტექნოლოგიურია, სმარტ ფუნქციებითაა აღჭურვილი და რაც ყველაზე მოთხოვნადია ხოლმე, ამავე დროს ანდროიდ ტელევიზორია, იყენებს რა ამ ოპერაციულ სისტემას.

ტელევიზორები colorview 32d1

სწორედ ანდროიდის წყალობით, ეს მოდელი გუგლის აპლიკაციების სრულ ასორტიმენტს იყენებს და ამ მხრივ ძალიან მოსახერხებელია.

ასევე აღსანიშნავია, რომ მიუხედავად დაბალი ფასისა, ჩვენების ხარისხი, სიმკვეთრე და გამოსახულების რეალურობა საკმაოდ მაღალ დონეზეა აყვანილი.

Colorview  ჩინური ტელევიზორების მწარმოებელი ბრენდია, რომელიც ქართულ ბაზარზე 2017 წლიდან არსებობს. ტექნიკის სრული ასორტიმენტი წარმოდგენილია 24-დან 55 ინჩამდე.

Colorview  ტელევიზორების მთავარი უპირატესობა ისაა, რომ ფუნქციები მორგებულია ქართულ ბაზარზე და გათვალისწინებულია ქართული მენიუც.  ბაზარზე წარმოდგენილია ორი ტიპის:  როგორც არასმარტი, ისე - სმარტ ტელევიოზრები.

სანამ უშუალოდ მოდელების განხილვაზე გადავალთ, მოკლე მიმოხილვა გავაკეთოთ იმასთან დაკავშირებით, თუ რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ტელევიზორების ყიდვისას?

დავიწყოთ ზომით: პირველ რიგში,  უნდა განსაზღვროთ თქვენთვის შესაფერისი ტელევიზორის ზომები. საძინებელ ოთახში, ზოგადად, რეკომენდირებულია  სულ მცირე 32 ინჩიანი ტელევიზორი, ხოლო მისაღებ ოთახში -  40 ინჩიანი. ტელევიზორის ზომის შერჩევისას უნდა გავამახვილოთ ყურადღება მანძილზე - საყურებელი ადგილიდან ტელევიზორამდე.

თუ ტელევიზორის ყურებას აპირებთ 0.6 -დან 1 მეტრამდე მანძილიდან, მაშინ მისი დიაგონალი უნდა იყოს 28-76 სანტიმეტრი, ხოლო თუ დაშორება 2 მეტრამდეა, დიაგონალის სიგრძე 40-43 ინჩი უნდა იყოს.

რაც შეეხება კონკრეტულ მოდელებს, პირველი წარმოგიდგენთ ColorView 32L91F ტელევიზორს, რომლის  ეკრანის დიაგონალი 32 ინჩია.  აქვს ციფრული მხარდაჭერა DVB-T/T2, რომლის გამოსახულების ფორმატია 16:9. ეკრანის გაფართოებაა HD 1366x768, ხოლო ხედვის კუთხეა 176/176.  სიკაშკაშე 240cd/m2-ია.

ტელევიზორები იაფად  ColorView 32L91F

ტელევიზორი Colorview-ის ტექნიკური მახასიათებლებია: ხმის გამომავალი სიმძლავრე 12 W და  2 დინამიკი. ინტერფეისი: 2 x HDMI პორტი და  1 x USB პორტი. დამატებითი მახასიათებლები USB Play,  არხების ავტომატური ძიება და  VESA მხარდაჭერა 75x75.

გამომდინარე იქიდან, რომ ელექტრო ტექნიკის ბაზარზე ტელევიზორების ძალიან დიდი ასორტიმენტია წარმოდგენილი, მათი ტიპები ერთმანეთისგან შესაძლოა მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს. პირობითად, დღევანდელ რეალობაში,   აქტუალურია  სამი ტიპის ტელევიზორი: LCD, LED და Plasma.

ყველაზე გაყიდვადი ბრტყელეკრანიანი LCD ტელევიზორებია, რადგან 42 ინჩამდე (106.7 სმ) ზომის მოდელებს შორის ყველაზე იაფი და ხელმისაწვდომია, თუმცა თითოეულ მათგანს აქვს, რა თქმა უნდა, როგორც დადებითი, ასევე - უარყოფითი მხარეები.

ColorView  24D1  Smart ტელევიზორები  მხოლოდ 24 ინჩიანია, რომლის ძირითადი მახასიათებლებია  1366 x 768 (HD) ეკრანის გაფართოება, 1200:1 კონტრასტულობის კოეფიციენტი, Response Time (Gray to Gray), 176 /176 ხედვის კუთხე  და 240 სიკაშკაშე.

რაც შეეხება ხმასა და ინტერფეისს: მოყვება 2 დინამიკი 6W x 2 (12 w) სიმძლავრით. 2 HDMI, 1 USB და TV ტიუნერი.

ტელევიზორები იაფად colorview 24d1

ფუნქციებიდან აღსანიშნავია Remote Control-ის არსებობა და USB Media: ვიდეო; აუდიო; ფოტო.

აღნიშნული ColorView ტელევიზორების გარდა, ჩვენს საიტზე შეგიძლიათ სხვა  დაბალბიუჯეტიანი ტელევიზორების შეძენაც, რომლებიც დიდი პოპულარობით სარგებლობს მომხმარებლებში.

მაგალითად,  ერთ-ერთი ასეთია 24 ინჩიანი LCD ტელევიზორი TCL 24D3100 , რომლის ეკრანის გაფართოებაა 1366 x 768 (HD). გამოსახულების ფორმატია 16 : 9, ეკრანის ნათება LED-ი. კონტრასტულობის კოეფიციენტია 3000:1, ხოლო რეაგირების დრო (Gray to Gray) 6.5.

ხედვის კუთხეა 178° / 178°, სიკაშკაშე კი 200. რაც შეეხება ხმასა და ინტერფეისს, მოყვება 2 დინამიკი, რომელთა სიმძლავრეა 5W x 2. დამატებით ფუნქციებში შედის  USB Media: ვიდეო, აუდიო და ფოტო.

ტელევიზორის ფიზიკური მახასიათებლებია: 8 კგ წონა, 66 x 12 x 44 სმ ზომა და VESA მხარდაჭერა - VESA 100 x 100.