სამწუხაროდ, ამ კატეგორიაში პროდუქტები ჯერ არ არის


ბოშის კონდიციონერები

თანამედროვე რეალობაში ენერგიის დაზოგვის უდიდესი მნიშვნელობის გამო ბოშის კონდიციონერები R410A ტიპის გაგრილების სისტემითაა აღჭურვილი.

ბოშის კონდიციონერები განვადებით და ყველაზე დაბალი ფასებით ჩვენთან შეგიძლიათ იყიდოთ.

ზემოთხსენებული ტექნოლოგია საშუალებას იძლევა კონდიციონერმა გაცილებით უფრო მაღალი ენერგოეფექტურობით იმუშაოს და ამასთან, არ კარგავს უახლეს, ინოვაციურ თავისებურებებს, რომლითაც ეს გერმანული ბრენდი ყოველთვის გამოირჩევა.

ბოშის კონდიციონერების როგორც ერთმაგი, ისე მულტი გაგრილების ტექნოლოგიები რამდენიმე განსაკუთრებული თვისებით ხასიათდება:

  • საიმედო გაგრილება ყველაზე უფრო ცხელ გარემოშიც, 50 გრადუსამდე სითბოს პირობებში;
  • გაუმჯობესებული ჰაერის ხარისხი, ფილტრებისა და კატალიზატორების მეშვეობით;
  • უაღრესად ენერგო ეფექტური კონდიციონერები, A++ კლასი გაგრილების, ხოლო A+ გათბობის შემთხვევაში;
  • ბოლომდეა მორგებული მომხმარებლის საჭიროებებს, მათ შორის ავტომატური სისტემების მეშვეობით.

ბოშის კონდიციონერების სპეციალური ფუნქციები

სამსუნგთან ერთად, ბოშის საყოფაცხოვრებო ტექნიკა მსოფლიოში ყველაზე მაღალტექნიკური პარამეტრებით გამოირჩევა, მათ შორის კონდიციონერებშიც.

თქვენს ყურადღებას აღარ გავამახვილებთ უკვე სტანდარტულ ფუნქციებზე, რომლებიც ერთ დროს ინოვაცია გახლდათ, თუმცა დღეს თითქმის ყველა მეტნაკლებად ცნობილი მწარმოებლის კონდიციონერებში შეხვდებით.

განვიხილავთ მხოლოდ 3 ძალიან კომფორტულ ფუნქციას, რომლებიც ამ ბრენდის კონდიციონერებში დაგხვდებათ:

  • ჩუმი რეჟიმი - სახელით მარტივად მიხვდებით და მოგიწევთ დაიჯეროთ კიდეც, დიახ, არსებობს რეჟიმი, რომლითაც კონდიციონერის ხმას საერთოდ ვერ გაიგებთ.
  • გამომყევი (Follow me) - პულტი იქცევა სენსორად, რომელიც კონდიციონერს გადასცემს ადგილზე არსებულ რეალურ ტემპერატურას და კონდიციონერიც თავის მხრივ, ეცდება სასურველ დონემდე დაიყვანოს ის.
  • თვითწმენდა (Self Clean) - ფილტრების ავტომატური წმენდის ფუნქცია

ბოლოსკენ შეგახსენებთ, რომ კონდიციონერების ყველაზე დიდი არჩევანი ისურვეზეა, მაგალითად კონდიციონერი aux და სხვა მრავალი.

იყიდეთ ბოშის კონდიციონერები იაფად და სახლში უფას მიტანით!

წარმატებებს გისურვებთ საუკეთესო გერმანული კონდიციონერების სამყაროში მოგზაურობისას!