სამწუხაროდ, ამ კატეგორიაში პროდუქტები ჯერ არ არის


კონდიციონერი Aux

Aux-ის ბრენდის კონდიციონერები. ოფიციალური მწარმოებლის გარანტია, ყველაზე დაბალი ფასი და ონლაინ განვადების სუპერ პირობები. უფასო ადგილზე მიტანა მთელს საქართველოში.

AUX ერთ-ერთი ცნობილი ჩინური ბრენდია, რომელიც ჯერ კიდევ 1984 წლიდან კონკრეტულად კონდიცირების სფეროზე კონცენტრირდება.

კონდიციონერი Aux-ის მოდელები იაფი ფასით გამოირჩევიან და ამასთან, საკმაოდ ხანგრძლივი გარანტია აქვთ, რაც ნიშნავს იმას, რომ ხარისხობრივი კუთხით პრობლემები არ არსებობს.

გარდა ამისა, საკმაოდ დიდია არჩევანიც, ტიპების, ტექნოლოგიებისა და ფართობის მიხედვით.

რა ტიპის კონდიციონერებს აწარმოებს AUX?

საყოფაცხოვრებო მიმართულებით, ანუ სახლებისთვის AUX ორი ტიპის კონდიციონერებს გვთავაზობს: 

  • სპლიტ სისტემა ჩართვა-გამორთვის სისტემით, ანუ ინვენტორის გარეშე
  • ინვენტორული სპლიტ კონდიციონერები

ამათგან პირველში გამოსარჩევია შემდეგი სერიები: FL და ე.წ. Archived მოდელები, ხოლო ინვენტორულ მოდელებში - FL-DC.

თითოეული ტიპის და სერიის თავისებურებებს ქვევით გაგაცნობთ და ვფიქრობთ ეს აღწერა აუცილებლად გამოგადგებათ შენაძენის გაკეთებაში.

კონდიციონერი AUX ინვენტორის გარეშე - სტანდარტული

ამ ტიპის კონდიციონერები შიდა და გარე ბლოკებისგან შედგება. დიზაინის მიხედვით ისინი შეგიძლიათ დაამონტაჟოთ კედელზე ან ჭერზე.

მათი კონდენსატორი და ჰაერის გამომფრქვევი ერთმანეთისგან განცალკევებულია.

მიუხედავად იმისა, რომ თავად სისტემა მოძველებულია, აუქსის ეს მოდელები ძალიან დაბალი ხმით გამოირჩევიან.

ინოვაციები ამ ბრენდის ძლიერი მხარე ნამდვილად არ არის, თუმცა მისი კონდიციონერები სისტემურადაც და დისტანციური კონტროლის კუთხითაც ყველა სტანდარტული და საჭირო რეჟიმითა თუ ფუნქციითაა აღჭურვილი.

მეორე მხრივ ინოვაციების ნაკლებობას Aux გამძლეობითა და უმაღლესი ხარისხით აბალანსებს, მოკლედ რო ვთქვათ, შეიძლება აუქსის კონდიციონერები მობილურით ვერ აკონტროლოთ, სამაგიეროდ შანსი რომ ისინი გაფუჭდეს, უფრო ნაკლებია.

ინვენტორის არ არსებობა ნიშნავს იმას, რომ სასურველი ტემპერატურის მიღწევისას ბლოკი ითიშება, ხოლო შემდეგ თავიდან ირთვება.

ეს ნიშნავს იმას, რომ შედარებით მეტი ელექტრო ენერგია იხარჯება, თუმცა შესაბამისად, მსგავსი მოდელები შედარებით იაფიც გახლავთ.

ინვენტორული AUX-ის კონდიციონერები

ინვენტორული კონდიციონერები აუქსის უახლესი ასორტიმენტის ნაწილია.

ისინი A++ ენერგო ეფექტურობით გამოირჩევიან, რაც ამ კუთხით ერთ-ერთი უმაღლესი სტანდარტია მსოფლიოში.

დიზაინერული კუთხით ისინი არაინვენტორული მოდელების მსგავსია და განსხვავება მხოლოდ ამ სისტემაშია.

მისი მეშვეობით კონდიციონერი მუდმივ რეჟიმში აკონტროლებს ტემპერატურას და არ სჭირდება ჩართვა-გამორთვა, რაც თითქმის ორჯერ ნაკლები ენერგიის ხარჯვას უზრუნველყოფს.

AUX კონდიციონერების ფასები ფართობის მიხედვით

სპლიტ სისტემის (არა სტაციონარული, ანუ დასადგმელი) AUX-ის კონდიციონერების ასორტიმენტი ფართობისა და ფასების მიხედვით ასე შეგვიძლია დავყოთ:

  • 20-30 მ2 - ყველაზე მცირე ზომის მოდელები - 650-700 ლარი
  • 40 მ2 - საშუალოზე პატარა კონდიციონერები - 800-900 ლარი
  • 60 მ2 - საშუალო სიდიდის ვარიანტები - 1000-1200 ლარი
  • 80 - 90 მ2 - 1700-1800 ლარი

კონდიციონერი Aux-ზე განვადების ფასები იდენტურია სტანდარტული ღირებულებებისა. ბარათით ყიდვისას იღებთ დამატებით ფასდაკლებას, ხოლო ადგილზე მიტანა ნებისმიერ მისამართზე სრულიად უფასო გახლავთ.

ჩვენტან ასევე შეგიძლიათ ნახოთ ბეკოს კონდიციონერები და tcl კონდიციონერი ყველაზე დაბალ ფასებში.

aux კონდიციონერი - ბიუჯეტური და ხარისხიანი არჩევანი

კონდიციონერი ცხელ ზაფხულში გაგრილების საუკეთესო საშუალებაა, მათთვის, ვინც სოფელში ან ზღვაზე ვერ ისვენებს.

ხარისხისა და მოქმედების არეალის მრავალფეროვანი არჩევანი ახლა ყველასათვის ხელმისაწვდომია.

ერთ-ერთი საუკეთესო შემოთავაზება - aux კონდიციონერი ისურვეზე შეგიძლიათ შეარჩიოთ საუკეთესო ფასად.

ისურვეზე მოქმედებს ხარისხის გარანტია და მოქნილი საბანკო განვადების სისტემა.