სამწუხაროდ, ამ კატეგორიაში პროდუქტები ჯერ არ არის


Bausten

Bausten

გერმანული Bausten-ის ქვაბების ნაკრები განვადებით. სუპერ ფასი და განვადების საუკეთესო პირობები თქვენს განკარგულებაში. ისარგებლეთ უფასო საკურიერო მომსახურებით მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ბაუსტენი შედარებით ახალი ბრენდია, რომელიც isurve.ge-ზე 2018 წლის ბოლოს გამოჩნდა და სხვა ყველა მაღაზიისგან განსხვავებული, 4 ძალიან პოპულარული ნაკრებით წარმოგიდგინეთ.

დიახ, ამ კუთხით ისურვე ერთადერთი ონლაინ შოპია, სადაც Bausten ყველაზე სრულად, ანუ მაქსიმალურად მრავალმხრივი კომპლექტაციით გახლავთ შეთავაზებული.

2019 წლის იანვრიდან ის მოწინავე პოზიციებს შორისაა ყველა იმ შემთხვევაში, როცა ქვაბები განვადებით და უფასო მიტანით იყიდება.

კატეგორია 1: გრანიტის ქვაბები

თუ წელს გრანიტის და ბიო-გრანიტის ჭურჭელი ფასდაკლებით გსურთ იყიდოთ, მაშინ ბაუსტენი აუცილებლად განსახილველი ბრენდია. მიუხედავად მისი სიახლისა, მას გაყიდვების უკვე საკმაოდ კარგი ისტორია და მისაღები ფასი აქვს, ხარისხობრივად კი თითქმის ყველა ანალოგს აღემატება.

არსებული 4 სეტიდან ყველაზე პოპულარული BCE-4PCS მოდელი გახლავთ, ხოლო განსაკუთრებული აქციის პირობებით Bausten BTG-5PCS იყიდება, ფასდაკლებით - 349 ლარად.

დანარჩენ ორ ნაკრებზე მოქმედებს სპეციალური საგანვადებო ფასები, იგივე მოდელი ოღონდ თევზის ქვაბით თვეში 20 ლარი, ხოლო ყველაზე დიდი Bausten BDF-6PCS კომპლექტაცია მხოლოდ 24 ლარი ღირს. დაგვეთანხმებით, რომ გერმანული ქვაბებისთვის ეს საუკეთესო ფასია.

ბრენდის მიერ წარმოდგენილი ჭურჭლის მეშვეობით ცხადია შესაძლებელია ახალი სეტების შექმნა და თვისობრივად და შემადგენლობით ახალი ნაკრებების შეთავაზება, რასაც უახლოეს მომავალში განვახორციელებთ კიდეც. ჯერჯერობით კი ყურადღება უკვე არსებულ და განთავსებულ პროდუქციაზე შეგიძლიათ შეაჩეროთ.

მე-2: გაყიდვების ერთ-ერთი ლიდერი გერმანული ჭურჭლის კატეგორიაში

ბაუსტენი ლიდერთა შორის გახლავთ მაშინაც, როცა საქმე ევროპული ხარისხის არჩევანს ეხება. მიუხედავად იმისა, რომ ისურვეზე სხვადასხვა ბრენდის გერმანული ჭურჭლის ნაკრები იყიდება, ეს ბრენდი ჩვენი ერთ-ერთი ფავორიტია და რეკომენდირებულიც, ვითვალისწინებთ რა მომხმარებელთა გამოხმაურებებს, მოხმარების შემდგომ დატოვებულ კომენტარებს და სხვა უკუკავშირს, რომელთაც ქვაბების ხარისხის შესაფასებლად ვიყენებთ ხოლმე.

განსაკუთრებით გამძლე და ხარისხიანი გრანიტი ამ ქვაბებს ძალიან მიმზიდველს ხდის ნებისმიერი დაინტერესებული ადამიანისთვის. დიასახლისთა უმრავლესობა თუ არ ყიდულობს, განიხილავს მაინც მას როგორ შენაძენის ალტერნატივას და ვინაიდან ის ჯერჯერობით ისევ ახალი სახელია ბაზარზე, ძალიან ხშირია ზარები ჩვენს ქოლ ცენტრში მასთან დაკავშირებით.

გამომდინარე აქედან, ყოველთვის ვცდილობთ ბაუსტენის პროდუქცია შოურუმშიც გვქონდეს წარმოდგენილი, რათა მაქსიმალურად დავაკმაყოფილოთ იმ მომხმარებლები, ვისაც მათი ადგილზე ხილვა და ხარისხში დარწმუნება სურს. ეს სტანდარტული სიტუაციაა ახალი ბრენდებისთვის, ვინაიდან ბაზარზე უკვე კარგად დამკვიდრებული ქვაბების შემთხვევაში დიასახლისებს როგორც წესი ის სადმე უკვე ნანახი აქვთ ხოლმე, მეგობართან, ოჯახის წევრთან და ა.შ. და ამიტომ რეალურად იციან რასაც ყიდულობენ, აქ კი შედარებით განსხვავებული სიტუაციაა. 

ზუსტად იმავე მიზეზით, გვაქვს სპეციალური შეთავაზებები ადგილზე კურიერთან გადახდის დროსაც და ვუშვებთ ხოლმე იმ გამონაკლისებს, რაც სხვა ბრენდების დროს არ გვაქვს გათვალისწინებული. ანუ ბაუსტენის ყიდვის დროს ბევრად უფრო გამარტივებულია მისი ადგილზე, კურიერთან ანგარიშსწორების მეშვეობით შეკვეთის დაფიქსირება, რაც საშუალებას გაძლევთ მიიღოთ ის უფასოდ, გახსნათ, შეაფასოთ და თანხა მხოლოდ ამის შემდეგ გადაიხადოთ.

საინტერესო ინფორმაცია ქვაბების შესახებ

ვზრუნავთ რა მომხმარებელთა მაქსიმალურ ინფორმირებულობაზე, ვცდილობთ თითქმის ყოველდღიურად განვათავსოთ ბლოგ პოსტები სხვადასხვა საინტერესო რჩევებით და შენაძენის გამარტივებისკენ მიმართული საჭირო რეკომენდაციებით.

ამ კონკრეტულ შემთხვევაში აუცილებლად გადასახედია პოსტი იმის შესახებ, თუ სად და როგორ შევიძინოთ ქვაბები განვადებით, სადაც ყველა საჭირო ინფორმაცია და რაც მთავარია დეტალური ანალიზია მოცემული იმისა, თუ როგორ გავაკეთოთ შენაძენი მაქსიმალურად იაფად, არ გადავიხადოთ ზედმეტი საბანკო განვადებაში და თანაც ხარისხიანი ნაკრები მივიღოთ.

ასევე საინტერესოა ჩვენი მეორე სტატია, სადაც კიდევ ერთხელ აქვს ხაზი გასმული რამდენად პოპულარულია გერმანული გრანიტი მოხმარებლებს შორის, რა ბრენდები ლიდერობენ ამ ბაზარს და რატომაა მიზანშეწონილი მათი ყიდვა.

აქვე აქვს ხაზი გასმული განვადების უპირატესობს ქვაბების შეძენის დროს და ხარისხობრივ მახასიათებლებს, რომლებითაც ესა თუ ის მასალა ერთმანეთისგან განირჩევა.

და ბოლოს ერთხელაც განვმეორდებით და გეტყვით, რომ ახლა უკვე ჩვენთან ბაუსტენის ქვაბების შეძენა საოცარი ფასდაკლებებით, განვადებით და საქართველოს ყველა კუთხეში უფასო მიტანით შეგიძლიათ!