სად და როგორ შევიძინოთ ქვაბები განვადებით?

ქვაბები ყველა სამზარეულოს განუყოფელი ნაწილია და მასზე მოთხოვნა სამომხმარებლო ბაზარზე მუდმივად არსებობდა, თუმცა ბოლო 3 წელია, რაც ინტერნეტ მაღაზიებში შესაძლებელი გახდა ქვაბები განვადებით სახლიდან გაუსვლელად შეიძინოთ, ეს პროდუქტები ბევრად უფრო თრენდულია და შეიძლება ითქვას, გაყიდვების ერთ-ერთ ლიდერებად გვევლინებიან.

სანამ დასმულ კითხვაზე არსებულ პასუხზე გადავიდოდეთ, გეტყვით, რომ არსებობს უამრავი ჭურჭლის მაღაზია, რომელიც სხვადასხვა მასალის სამზარეულოს ჭურჭელს გთავაზობთ, თუმცა იქ ფასები როგორც წესი ძალიან მაღალია და არც უფასო საკურიერო სერვისსა და სხვა მსგავს ბენეფიტებს გთავაზობენ.

სად და როგორ შევიძინოთ ქვაბები განვადებით?

ალბათ სწორედ ეს გახლავთ მიზეზი, რატომაც ჭურჭლის ონლაინ მაღაზიებმა განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვეს, ხოლო სტანდარტულ ინტერნეტ შოპებში ქვაბების ნაკრები ყოველთვის ხვდება ყველაზე გაყიდვადი პროდუქტების ან აქციებისა და ფასდაკლებების რეიტინგებში.

განახლება: უკვე შეგიძლიათ ქვაბების ნაკრები პირდაპირ ბარათის საშუალებით შეიძინოთ და ამ შემთხვევაში ავტომატური ფასდაკლება გაგიაქტიურდებათ.

რა თქმა უნდაა გააჩნია რა ღირებულების ქვაბებს ყიდულობთ, ვინაიდან რაც უფრო დიდია ფასი, მით მეტია ფასდაკლებაც, მაგრამ ეს აქცია მაინც ძალიან მნიშვნელოვანია.

მისით უკვე უამრავმა მომხმარებელმა ისარგებლა, ამიტომ აუცილებლად გაგრძელდება მთელი წლის მანძილზე.

და მაინც, რა არის საჭირო იმისთვის, რომ ჭურჭელი და განსაკუთრებით ქვაბები განვადებით შევიძინოთ?

ამისთვის აუცილებელია გავითვალისწინოთ რამდენიმე ძირითადი ფაქტორი:

  • რა ტიპის ჭურჭელი გსურთ? არჩევანი საკმაოდ დიდია, ემალის, გრანიტის, უჟანგავი ფოლადის, კერამიკის ქვაბები და ა.შ;
  • სადაური ჭურჭლის შეძენა გაქვთ გადაწყვეტილი? ცნობილია, რომ გერმანული ქვაბების ნაბორი ყველაზე მოთხოვნადია, თუმცა ძალიან პოპულარულია თურქული პროდუქციაც;
  • რომელი ბრენდით გსურთ დაამშვენოთ თქვენი სამზარეულო? მაგალითად, Dessini-ს ქვაბები საუკეთესო ხარისხის იტალიურ გრანიტის, ხოლო Prima Germany - გერმანულ პროდუქციას გვთავაზობენ;
  • რა ფასია თქვენთვის მისაღები? განვადების რა პირობები უნდა შემოგთავაზონ, რომ არჩევანი ძალიან არ გაგიძვირდეთ და ყიდვა მაქსიმალურად იაფი დაგიჯდეთ?

ქვაბები განვადებით - ყიდვის სრული ინსტრუქცია

ისურვე.ჯი-ზე სასურველი ნაკრების განვადებით საყიდლად სულ რამდენიმე წუთია საჭირო. გთავაზობთ ამ პროცედურებს:

  1. პოულობთ სასურველ ნივთს შესაბამის კატეგორიაში;
  2. ავსებთ 2 ველისგან შემდგარ განაცხადს და აჭერთ ღილაკს <განვადებით ყიდვა> (თუ ბარათით ყიდვა გსურთ, მაშინ პირდაპირ ბარათით გადახდას დააჭირეთ, შეავსეთ მონაცემები, მისამართი და ნივთს მეორე დღეს სახლში ან ნებისმიერ სხვა ადგილას უფასოდ მიიღებთ);
  3. რამდენიმე წუთში გირეკავთ ოპერატორი, უსვამთ მას ნებისმიერ თქვენთვის საინტერესო შეკითხვას ხარისხის, გარანტიის, გამოყენების წესების, ფასდაკლების, ადგილზე მიტანის შესახებ და თუ ყველაფერი გაკმაყოფილებთ, გზავნით განაცხადს თქვენს მიერ არჩეულ ბანკში;
  4. თუ რაიმე არ მოგწონთ, ოპერატორები მზად არიან დაგეხმარონ ახალი პროდუქტის არჩევაში;
  5. დამტკიცებაზე პასუხი მოდის დაახლოებით 20 წუთში, ამის შემდეგ თქვენგან აუცილებელია მხოლოდ ერთხელ სახლიდან გასვლა განვადების განაცხადზე ხელის მოსაწერად, ნებისმიერ თქვენთვის სასურველ ან ახლოს არსებულ ბანკის ფილიალში.
  6. განვადებაზე ხელმოწერის შემდეგ თქვენი შეკვეთა აქტიურია და მას მისამართზე მეორე ან მესამე დღეს მიიღებთ. თბილისში არსებულ ზოგიერთ შეკვეთაზე შესაძლებელია იმავე დღეს მიტანაც. საკურიერო სერვისი ცხადია უფასოა, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

ქვაბების ბრენდები და მწარმოებელი ქვეყნები

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ყველაზე პოპულარული გერმანული და იტალიური ქვაბებია, თუმცა ნელ-ნელა იზრდება მოთხოვნა თურქულ მოდელებზეც, ფასისა და ხარისხის გამო, მათ შორის ემალის მასალით დაინტერესების შემთხვევაში.

ყველაზე გაყიდვადი ბრენდების ხუთეული ასე გამოიყურება:

  • Dessini - იტალია - გრანიტი და კერამიკა
  • Prima Germany - გერმანია - გრანიტი, მარმარილო და ბიო გრანიტი
  • Savasan - თურქეთი - ემალი
  • Arshia - გერმანია/თურქეთი - გრანიტი, კერამიკა
  • Berllong - გერმანია - გრანიტი და ბიო გრანიტი

არჩევანი: გრანიტი, ემალი, კერამიკა თუ უჟანგავი ფოლადი

გამომდინარე იქიდან, რომ თითოეული მასალა სხვადასხვა ქიმიური შემადგენლობისაა, ის თუ რა ტიპის ქვაბების ნაკრებს ვყიდულობთ, დამოკიდებულია იმაზე, რისთვის გვსურს მისი გამოყენება. მაგალითად, არ შეიძლება ხინკლის მოხარშვა გრანიტისა და კერამიკის მასალის ჭურჭელში, მაშინ როცა ამისთვის უჟანგავი ფოლადის ქვაბები იდეალურია. 

ამ და ნებისმიერ მსგავს კითხვაზე ამომწურავი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ და Isurve.ge-ს გუნდი მზადაა გაგცეთ პასუხი კვირაში 6 დღის მანძილზე, კვირის გარდა, 10:00-დან 19:00 საათამდე.

მიუხედავად განსხვავებებისა, უნდა აღინიშნოს, რომ თითოეული ეს პროდუქტი უმაღლესი ხარისხისაა და უამრავი სხვადასხვა სახის სერთიფიკატი გააჩნია, ხარისხის, მავნე ნივთიერების წარმოქმნისგან დაცვის და ა.შ.

პოპულარული მოდელები

უჟანგავი ფოლადის ქვაბების ნაკრები Kaiserhoff KH 4360
უჟანგავი ფოლადის ქვაბების ნაკრები Kaiserhoff KH 4360
Regular price 220.00 ლარი 137 ლარი / თვეში 8 ლარი
უფასო მიწოდება
warranty ხარისხის გარანტია
დიდი ალუმინის ქვაბი Scovo Silver
დიდი ალუმინის ქვაბი Scovo Silver
Regular price 120.00 ლარი 99 ლარი / თვეში 6 ლარი
უფასო მიწოდება
warranty ხარისხის გარანტია
უჟანგავი ფოლადის ქვაბების ნაკრები Zepter ZP-2777
უჟანგავი ფოლადის ქვაბების ნაკრები Zepter ZP-2777
Regular price 250.00 ლარი 189 ლარი / თვეში 11 ლარი
უფასო მიწოდება
warranty ხარისხის გარანტია
ალუმინის ქვაბების ნაკრები Scovo 8PCS
ალუმინის ქვაბების ნაკრები Scovo 8PCS
Regular price 200.00 ლარი 139 ლარი / თვეში 8 ლარი
უფასო მიწოდება
warranty ხარისხის გარანტია