სამწუხაროდ, ამ კატეგორიაში პროდუქტები ჯერ არ არის
აეროგრილი Eurolux
აეროგრილი Eurolux - ყველაზე იაფად, ნებისმიერი მოდელი, ოფიციალური გარანტია და უფასო ადგილზე მიტანა, ონლაინ საბანკო განვადებასთან ერთად.
აეროგრილი Eurolux (იგივე აერო გრილი ევროლუქსი) ქვაბების ამ მწარმოებლის გადმოდგმული ნაბიჯია.
კომპანია ერთ-ერთი პირველი იყო ვინც დილერებს შესთავაზა სპეციალური პირობები, შემდგომ მომხმარებლებისთვის კარგი საგანვადებო პირობების შესათავაზებლად.
შედეგად ამ კომპანიის ქვაბები, მათ შორის გრანიტისა თუ უჟანგავი ფოლადის ქვაბების ნაკრებები დღეს ფაქტიურად ბაზრის ლიდერებად ჩამოყალიბდნენ, ისინი სერიოზულ კონკურენციას უწევენ სხვა მსხვილ ფირმებს და ევროპასა თუ ამერიკაში უკვე მილიონობით ოჯახის სამზარეულოს ამშვენებენ.
ზუსტად იგივე ხდება აერო გრილების მიმართულებითაც. კი ბოშის გრილი, აეროგრილი კენვუდი და აეროგრილი არშია საკმაოდ ძლიერი კონკურენტები არიან, თუმცა აეროგრილი Eurolux-ის უპირატესობებზე თვალის დახუჭვა არ შეიძლება.
პირველ რიგში ის მიზეზიც ვახსენოთ, რატომ გადაწყვიტა კომპანიამ ქვაბების მერე აერო გრილების მიმართულებთ შესვლა.
პასუხი მარტივია - ეს მიმართულება მთელ მსოფლიოში აღმავალი ტრენდით ხასიათდება, იმის გათვალისწინებით რომ ახლა ძალიან დიდი მოთხოვნაა ჯანსაღ და დაბალკალორიულ საკვებზე.
როგორ ახერხებს მოწყობილობა დაბალკალორიული საკვების მიღებას? როგორ გამოვიყენოთ აეროგრილი? ამას აეროგრილის ინსტრუქცია არ სჭირდება, რადგან ყველაფერი შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს - აეროგრილში პროდუქტის მომზადებას არ სჭირდება ცხიმი და ზეთი.
ეს თითქოს მარტივი ინოვაცია საკმაოდ მნიშვნელოვანია. ცხიმები ხომ დამატებითი კალორიების წყარო იყო ხოლმე საკვებში, და ასევე მოქმედებდა გემოვნებით თვისებებზეც. შეიძლება ითქვას რომ თუ არა შამფურზე შემწვარი ვერსიები, ქართველებს უზეთი ქათმის თუ ღორის ხორცის გემო არც კი გაგვიგია.
ეს შეიცვალა აეროგრილით. კერძის გარშემო ცხელი აირის ცირკულაციის საშუალებით ხდება საკვების მომზადება.
აირის ცირკულაცია ასევე განაპირობებს იმას რომ ერთის მხრივ თვითონ პროდუქტშიც კი არსებული ცხიმი დაბლა ჩამოეწვეთება, და ასევე ის რომ უშუალოდ კერძის ზედაპირი კარგად, გემრიელად იბრაწება და კნატუნა ხდება.
აეროგრილი Eurolux, არაფრით ჩამოუვარდება იგივე ბოშის აეროგრილს და არშიასა თუ ფრანკოს ანალოგებს, თუმცა გამომდინარე კომპანიის ზემოხსენებული მიდგომებიდან, და იქიდან რომ კომპანია ბაზარზე ფეხის მოკიდებას ცდილობს, ბევრად უფრო ხელმისაწვდომია.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ რომ ხელმისაწვდომობა სიიაფეს არ ნიშნავს. ეს უბრალოდ ნიშნავს რომ იგივე ხარისხის და იგივე ფუნქციების მოწყობილობაში უფრო ნაკლებს იხდით. ანუ ევროლუქსის ტოპ ხაზის მულტიფუნქციური გრილი შესაძლებელია უფრო ძვირი ღირდეს ვიდრე იგივე ბოშის საშუალო მოცემულობის ანალოგი, და ეს ლოგიკურად, ბუნებრივია.
უშუალოდ აეროგრილი Eurolux ყიდვამდე დააკვირდის აერო გრილის
- ზომას, რაც განაპირობებს იმას თუ რამდენი საკვები შეგიძლიათ ერთდროულად მოამზადოთ,
- მის სიმძლავრეს, რომელიც ზომის პროპორციული უნდა იყოს, და მეტი სიმძლავრე მეტ სისწრაფეს ნიშნავს
- უსაფრთხოებას, რომ ხელი არ დაგეწვეთ მუშა მდგომარეობაში მყოფი აეროგრილის შეხებიდან.
- და ფუნქციებს, რომლებიც შეიძლება დაგეხმაროთ ზოგიერთი კერძი ხელის მარტივი მოძრაობით მოამზადოთ