სამწუხაროდ, ამ კატეგორიაში პროდუქტები ჯერ არ არის


აეროგრილი არშია

აეროგრილი არშია - გამორჩეული ხარისხი, ქარხნული გარანტია, ონლაინ განვადება და უფასო საკურიერო სერვისი მთელი ქვეყნის მასშტაბით.

მთელს მსოფლიოში ჯანსაღი კვებისადმი ინტერესი უფრო და უფრო ღვივდება. შესაბამისად იზრდება ჯანმრთელი კერძების მომზადების საშუალებებიც. ზუსტად ასეთებს მიეკუთვნება აეროგრილი არშია.

უშუალოდ მოწყობილობა საკმაოდ მარტივია - ეს არის დიდი ქვაბის მაგვარი ავზი, სადაც ცხელი აირის ცირკულაციის საშუალებით მასში მოთავზებული კერძები იწვება.

აირის ტემპერატურა იმდენად მაღალია რომ ჩვენ შეგვიძლია მოვამზადოთ კექსი აეროგრილში, და როგორ შევწვათ თევზი აეროგრილში მარტივი კითხვა ხდება - ის უბრალოდ უნდა მოათავსოთ შიგნით (რა თქმა უნდა გასუფთავებული).

როგორ გამოვიყენოთ აეროგრილი რომ მივიღოთ ჯანსაღი პროდუქტი? ამის პასუხიც მარტივია, და თვითონ  გრილის აპარატის დიზაინშივე არის გათვალისწინებული - ამ მოწყობილობაში კერძის მომზადებისთვის ხომ დამატებით ცხიმის ან ზეთის მოხმარება არ არის საჭირო.

ეს კი თითქოს ერთი შეხედვით მარტივი, მაგრამ რეალურად ფრიად დიდი უპირატესობაა. ზუსტად ამიტომაც ეწოდება ამ მოწყობილობას ელექტრო გრილი - მასში მომზადებულ კერძებს არათუ დამატებითი კალორიები არ აქვთ ცხიმებიდან, არამედ ის ცხიმიც კი რაც მათ ჰქონდათ, დაბლა წვეთავს და თქვენ ფაქტიურად დაბალკალორიული პროდუქტი გრჩებათ.

არშიას რაც შეეხება, ეს შედარებით ახალი, მაგრამ დიდი ტემპებით მზარდი გერმანული კომპანიაა. ჩვენ დიდი ალბათობით ვიცნობთ უკვე მის პროდუქტებს სამზარეულოს სხვა ნაწილებიდან - ქვაბებიდან. არშია ხომ გერმანული ქვაბების ნაკრებების ერთ-ერთი ტოპ მწარმოებელია.

თუმცა კომპანია ჭურჭლის გარდა საყოფაცხოვრებო ელექტრონიკაშიც ძალიან ძლიერია. 

აეროგრილი არშია, სხვა ანალოგებს თუ არ ჯობნის, მინიმუმ არაფრით ჩამორჩება მაინც

არა ზედა ფრაზა არასწორია. ნამდვილად ჯობნის უმეტესობას. მიუხედავად იმისა რომ სკეპტიკურად ვუყურებთ ხოლმე წინათგრძნობებს, პრაქტიკა აჩვენებს რომ გერმანული ხარისხი მაინც გერმანული ხარისხია, იქნება ეს ქვაბებში, სარეცხ მანქანებში, ელექტრო გრილებსა თუ აერო გრილებში.

აეროგრილი არშიას ყიდვამდე არის რამდენიმე დეტალი რომელზედაც გირჩევთ ყურადღების გამახვილებას:

  • უსაფრთხოება
  • სიმძლავრე
  • მოცულობა
  • მზა ფუნქციები

უსაფრთხოება მარტივი საკითხია - მთავარია დარწმუნდეთ რომ გრილის გამართული მუშაობის რეჟიმში თქვენ ცხელ ნაწილთან შეხება არ გიწევთ, და ყველა სახელური ტემპერატურულად იზოლირებულია.

სიმძლავრე 800-დან 1500 ვატამდე მერყეობს. რაც უფრო დიდია სიმძლავრე, მით უფრო მალე იწვება პროდუქტი.

მოცულობა უკვე თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული, თუმცა გაითვალისწინეთ რომ მეტ მოცულობას მეტი სიმძლავრე სჭირდება რომ იგივე ხარისხი უზრუნველყოს.

და ბოლო უკვე მზა ფუნქციებია. ზოგიერთ აეროგრილს გააჩნია წინასწარ დამუშავებული რეჟიმები გავრცელებული საკვებების მოსამზადებლად (მაგალითად ქათმის შესაწვავად). ასეთ შემთხვევაში ის თვითონ აკონტროლებს ტემეპრატურასა და დროს. ეს ფუნქციები კი ხშირად ცხოვრებას საკმაოდ ამარტივებს.

თუ გრილის შეძენით ხართ დაინეტრესებული, გირჩევთ ნახოთ ბოშის აეროგრილი, რომელიც აეროგრილი არშიასავით იაფი არ არის, მაგრამ აქვს თავისი უპირატესობებიც.

გაამდიდრეთ თქვენი სამზარეულო ისურვეს დახმარებით, მიიღეთ ფასდაკლებები ან გამოიყენეთ ჩვენი განვადებები, საკურიერო სერვისი კი ისურვეზე, მთელი საქართველოს მაშტაბით უფასოა.