ხელოსნების თანაშემწე - აკუმულ. ბურღ-სახრახნისი

ელექტრული ხრახნები შესანიშნავი არჩევანია მათთვის, ვისაც დროისა და ენერგიის დაზოგვა სურს. დღესდღეობით, ცოტა დამაბნეველია სასურველი აკუმულატორული ბურღ-სახრახნისის შეძენა, რადგან ბაზარზე ძალიან დიდი არჩევანია.

თუ სასურველი ტექნიკის შეძენა გსურთ, რომელიც თქვენს საჭიროებებს ზუსტად მიესადაგება, უნდა იყოთ ინფორმირებული ამ პროდუქტის შესახებ.

სანამ ამ შესანიშნავ ხელსაწყოს შეიძენთ, გაეცანით ჩვენს ბლოგს დრელი სახრახნისების შესახებ.

ამ ბლოგში წარმოგიდგენთ სახრახნისის ორ მოდელს, თავისი პლიუსებითა და მინუსებით, მეტი თვალსაჩინოებისთვის.

DEWALT DCF610S2 12V Electric Screwdriver Kit

ხელოსნების თანაშემწე - აკუმულ. ბურღ-სახრახნისი

DEWALT DCF610S2 12-Volt Max 1/4-Inch Screwdriver მოდელი იმდენად კარგია, რომ ხელოსნები მას პირად თანაშემწესაც კი უწოდებენ.

ეს მოდელი მოიცავს ორ ბატარეას, შესაბამისად უფრო დიდხანს შეძლებთ მუშაობას გაჩერების გარეშე.

ასევე გააჩნია შესანიშნავი LED განათება, რომელიც ანათებს იმ ადგილს, რომელზეც მუშაობთ და ამავდროულად, ადვილია სამუშაოს შესრულება სუბოპტიმალური განათების სიტუაციებში.

მოდელს მოყვება მოსახერხებელი ქამარი, რომელიც ძალიან პრაქტიკულია მუშაობის პროცერსში. იწონის მხოლოდ 0.9 კილოგრამს დაყენებული ბატარეით, რაც მუშაობის პროცესს უფრო სასიამოვნოს ხდის ხანგრძლივი გამოყენების შემთვევაშიც.

ამ ელექტრო სახრახნისის ერთადერთი პრობლემა ის არის, რომ შესაძლებელია სახრახნისის თავის დაზიანება, არასწორ ზედაპირზე მუშაობის დროს. 

და მაინც, ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო ამ კლასის დრელი ხელსაწყოების ბაზარზე

პლიუსები:

  • მძლავრი ბატარეა
  • LED განათება
  • მოსახერხებელი ქამარი 
  • მსუბუქი წონა

მინუსები:

  • სახრახნისის თავის პრობლემა

WORX WX255L Power Screw Driver 

ხელოსნების თანაშემწე - აკუმულ. ბურღ-სახრახნისი

WORX WX255L SD ნახევრად ავტომატური, დაახლოებით 60 პროცენტით იაფია, ვიდრე სხვა მოდელები.

ფასთან ერთად ის ძალიან კარგად მუშაობს და შესაბამისად, შესანიშნავი არჩევანია. ამ მოდელის ყველაზე პრაქტიკული ნაწილია მისი ხრახნიანი დამჭერის დანართი, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ მხოლოდ ერთი ხელით გამოიყენოთ დრელი.

ასევე, გააჩნია LED შუქი, რომელიც გეხმარებათ ცუდი განათების პირობებში.

კიდევ ერთი ინოვაციური ფუნქცია არის საბორტო თავების დამჭერი, რომელსაც აქვს ექვსი პირი, რაც საშუალებას გაძლევთ სწრაფად შეცვალოთ სახრახნისის თავები. 

ასეთი შესაძლებლობა ძალიან პრაქტიკულია, როცა მიყოლებით სხვადასხვა პირების გამოყენებას აპირებთ.

ერთადერთი პრობლემა, რაც ამ მოდელს აქვს, არის ნელი დატვირთვის ბატარეა, რომელსაც რამდენიმე საათი სჭირდება. თუმცა მისი ფასის გათვალისწინებით შესანიშნავი არჩევანია.

გაეცანით სხვა 10 ხელსაწყოს, რომელიც ყველას უნდა ჰქონდეს.

პლიუსები:

  • LED ნათება
  • პირების სწრაფი შეცვლის შესაძლებლობა
  • შესანიშნავი ფასი

მინუსები:

  • ნელი დატენვა

 

პოპულარული მოდელები

აკ. სახრახნისი TOTAL TSDLI0402
აკ. სახრახნისი TOTAL TSDLI0402
Regular price 69 ლარი
უფასო მიწოდება
warranty BLACK FRIDAY SALE
აკ. ქანჩის გასაღები TOTAL TIWLI2050
აკ. ქანჩის გასაღები TOTAL TIWLI2050
Regular price 599.00 ლარი 409 ლარი / თვეში 22 ლარი
უფასო მიწოდება
warranty BLACK FRIDAY SALE
აკ. ქანჩის გასაღები TOTAL TIWLI2040
აკ. ქანჩის გასაღები TOTAL TIWLI2040
Regular price 430.00 ლარი 309 ლარი / თვეში 17 ლარი
უფასო მიწოდება
warranty BLACK FRIDAY SALE
ქანჩმომჭერი აკუმულატორზე Bosch GDS 18V-1050 H 2x5.0 GAL1880 L-Boxx
ქანჩმომჭერი აკუმულატორზე Bosch GDS 18V-1050 H 2x5.0 GAL1880 L-Boxx
Regular price 1,559 ლარი / თვეში 84 ლარი
უფასო მიწოდება
warranty BLACK FRIDAY SALE