10 ხელსაწყო, რომელიც ყველას უნდა ჰქონდეს
საკუთარი ხელით ნივთების შექმნა სასიამოვნო პროცესია და ფულის დაზოგვაშიც გვეხმარება. თუმცა სანამ მუშაობაზე გადავალთ, მთავარია ხელსაწყოები სწორად შევარჩიოთ.
ამისათვის კი აუცილებელია გაგვაჩნდეს ჩვენი ნაკრები, რომელშიც მინიმუმ 10 იარაღი აუცილებლად უნდა იდოს. მნიშვნელობა არ აქვს ბინას ფლობთ თუ ქირაობთ, სახლში უამრავი საქმეა გასაკეთებელი, რომლებიც თავად შეგიძლიათ შეასრულოთ.
ეს თქვენს უნარებზეა დამოკიდებული, თუმცა დამწყებებს რამდენიმე ვიდეოსა და სტატიის დახმარებით მრავალი პრობლემის დამოუკიდებლად გადაჭრა შეუძლიათ. ეს ნივთები კი ამ გზაზე დიდ დახმარებას გაგიწევთ:
1. ჩაქუჩი - დაწყებული სურათის დაკიდებით დასრულებული საკუთარი კონსტრუქციების ჩათვლით, ჩაქუჩის გარეშე არასდროს არაფერი გამოდის. თანაც ხის ტარი არც ისე ძვირია, მეტალის თავი კი დიდხანს ძლებს და ძალასაც იშვიათად კარგავს.
2. ატვიორკა - ნაკრებში აუცილებლად უნდა გედოთ ატვიორკაც. გავრცელებულია ორ თავიანი ატვიორკები, რომლებიც განსხვავებულ ფუნქციებს ითავსებენ. აღსანიშნავია, რომ ეს ხელსაწყო არც ისე ძვირია და ზოგჯერ მრავალი ნაწილისგანაც შედგება.
3. თარაზო - რასაც არ უნდა აკეთებდეთ, კიდებდეთ თაროებს ან სურათებს, მათი გასწორება, სიმეტრია და სიზუსტე მნიშვნელოვანია, ამიტომ აუცილებლად იქონიეთ ეს ხელსაწყო.
4. ბრტყელტუჩა - ბრტყელტუჩის გამოყენება შეგიძლიათ ბოლტებისა და ქანჩების კედლიდან ამოსაღებად და მრავალი სხვა საჭირო საქმისთვის.
5. საიზოლაციო ლენტი - სასწრაფო შეკეთებებიდან დაწყებული კაბების შელამაზებით დამთავრებული, ლეიკოპლასტის გამოყენება შეგიძლიათ თითქმის ყველაფერში, ის წებოვანი, ძლიერი და იაფია.
6. ნიჩაბი - თუ თოვლიან ადგილას ცხოვრობთ ნიჩაბი აუცილებლად გჭირდებათ. ასევე მისი გამოყენება აუცილებელია ბაღის დასასუფთავებლად, მცენარეების მოსავლელად და ა.შ.
7. მეტრიანი - ძველი თქმულების თანახმად ასჯერ უნდა გაზომოთ და ერთხელ გაჭრათ. თაროები, კარადები, საწოლები ყველაფერი გაზომვას საჭიროებს. დადებითია ისიც, რომ მეტრიანი კომპაქტურია და ნებისმიერ ნაკრებში შეიძლება მისი ჩატევა.
8. საკანცელარიო დანა - ეს პატარა და საჭირო იარაღი გამოგადგებათ ყუთების გასახსნელად, მისი პირი ყოველთვის ბასრი, სწრაფი და ჩვეულებრივზე უფრო უსაფრთხოა.
9. ხელის ხერხი - მცირე და სასწრაფო საქმეების შესასრულებლად როგორიცაა, მაგალითად, ტოტების მოჭრა, მცირე ზომის ხერხი ყოველთვის საჭირო და გამოსადეგია.
10. დრელი - მცირე ზომის ხელში დასაჭერი უსადენო დრელი თქვენი იარაღების ნაკრებში არც ისე დიდ ადგილს დაიჭერს და საჭიროების შემთხვევაშიც ძალიან გამოგადგებათ.
მიუხედავად იმისა, რომ სადენიანი დრელები უფრო იაფია, უსადენო იარაღი მარტივად მოსახმარებელი გახლავთ. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ არსებობს თავად დრელების ნაკრებებიც, მაგრამ მცირე ზომის დრელის მოთავსება სხვა კომპლექტებშიც შეიძლება.
** ბლოგპოსტი განთავსებულია სატესტო რეჟიმში, ველით თქვენს გამოხმაურებას
პოპულარული მოდელები
შესაძლოა დაგაინტერესოთ
-
როგორ შევარჩიოთ ელექტრო ინსტრუმენტები 2025 წელს?
თანამედროვე მშენებლობა და სარემონტო სამუშაოები წარმოუდგენელია ხარისხიანი ელექტრო ინსტრუმენტების გარეშე. სწრაფი და უსა...
-
როგორ შევარჩიოთ რობოტი მტვერსასრუტი?
კითხვა, როგორ შევარჩიოთ რობოტი მტვერსასრუტი ამ ჭკვიანი მოწყობილობების ბაზარზე გამოჩენისთანავე აქტუალურია და დროთა გან...
-
როგორ დავაყენოთ მაცივრის ტემპერატურა?
მაცივრის ტემპერატურის სწორად დაყენება აუცილებელია იმისათვის, რომ პროდუქტებმა დიდხანს შეინარჩუნონ გემობრივი თვისებები,...
-
კონდიციონერი 40 კვადრატისთვის - ყველაფერი რაც ყიდვის წინ უნდა ვიცოდეთ
სწორი კონდიციონერის შერჩევისთვის 40 მ² ოთახისთვის 2025 წელს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორია გასათვალისწინებელი, რაც ...
-
Intex თუ Bestway - რომელი აუზი შევარჩიოთ?
გარე კარკასული აუზის შეძენისას ალბათ უკვე შეხვედრიხართ Bestway-ს და Intex-ის აუზებს. ორივე ბრენდი მრავალფეროვან ასორტ...
-
კონდიციონერის მახასიათებლების მიმოხილვა - რას ნიშნავს თითოეული მათგანი
თანამედროვე კონდიციონერს უამრავი მახასიათებელი აქვს, რომელთაგან ზოგიერთის დანიშნულება დასახელებითაც მარტივი მისახვედრ...
-
DELONGHI-ს ყავის აპარატების ყველაზე სრულყოფილი მიმოხილვა
DeLonghi – იტალიური პრემიუმ ბრენდია, რომელიც ცნობილია მაღალი ხარისხის საყოფაცხოვრებო ტექნიკით, განსაკუთრებით ყავის აპ...
-
ბალახის სათიბი - ყველა ბრენდის მიმოხილვა ქართულ ბაზარზე
ბალახის სათიბი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ხელსაწყოა ქართულ ბაზარზე და ეზოსა და ბაღის მოვლის განუყოფელ ნაწილს წარმოად...