ხელმისაწვდი ღირებულების Bosch, Tefal და Philips ელექტრო ჩაიდნები
თანამედროვე ელექტრო ჩაიდნების ასორტიმენტის გაფართოებასთან ერთად, სწრაფად შეიცვალა ძველი ჩაიდნები, რომლებსაც წყლის გასათბობად სჭირდებოდათ გაზქურა ან ელექტრო ღუმელი.
მიუხედავად იმისა, რომ ელექტრო ჩაიდანი მთლიანად დენზე მომუშავე მოწყობილობაა, ბაზარზე წარმოდგენილია სხვადასხვა მოდიფიკაციების, ფორმებისა და დიზაინის მქონე მოდელები, რომელთა შესახებაც უფრო კონკრეტულად დღევანდელ ბლოგში ვისაუბრებთ.
დღეს გვინდა შემოგთავაზოთ საუკეთესო იაფიანი ელექტრო ჩაიდნები, რომელთა ყიდვა შესაძლებელია ჩვენი ინტერნეტ მაღაზიის საიტზე, სადაც სხვადასხვა ფასდაკლებასთან ერთად, შეგიძლიათ ნებისმიერ პროდუქციაზე განვადების პირობებითაც ისარგებლოთ.
Bosch TWK 3A011 / 3A013 / 3A014 / 3A017
ელექტრო ჩაიდანი Bosch დამზადებულია უმაღლესი ხარისხით, რომლის ზომებია - 21x24.5x15 სმ, წონა - 0.83 კგ, ხოლო მოცულობა - 1.7 ლ. მოწყობილობაში გათვალისწინებულია წყლის დონის მაჩვენებელი.
მომხმარებელთა შეფასებების თანახმად ირკვევა, რომ ჩაიდნის გამოყენების პირველ ეტაპზე გამოიყოფა პლასტმასის სუნი, რომელიც დროთა განმავლობაში ქრება. ეს არის ერთ-ერთი მინუსი, რომელიც იწვევს დიდ უსიამოვნებას და ხშირად აღნიშნავენ კიდეც.
რაც შეეხება ენერგიას, აქ ყველაფერი წესრიგშია - 2400 ვტ სწრაფად ადუღებს მაქსიმუმ 1.7 ლიტრ წყალს. საინტერესოა ასევე დიზაინი, რომელსაც მთლიანად მოსახსნელი საფარი აქვს. ერთი მხრივ, მოსახერხებელია მთლიანად ამოღებული სახურავით მოწყობილობის გარეცხვა, მაგრამ რამდენად ხშირად მოგიწევთ ამის გაკეთება? მეორეს მხრივ, ძალიან მოუხერხებელია ყოველი წყლის შევსების დროს სახურავის მოხსნა.
უპირატესობები:
- სწრაფად დუღდება.
უარყოფითი მხარეები;
- ხშირი პრეტენზიებია პლასტმასის სუნთან დაკავშირებით;
- სადავო გადაწყვეტილება - მოსახსნელი სახურავი.
Tefal KO 150F Delfini Plus
Tefal ელექტრო ჩაიდანი დამზადებულია ჩინეთში, რომელიც ყოველმხრივ ძალიან ლაკონური მოდელია. მასში არაფერია ზედმეტი, მაგრამ ძალიან სასარგებლოა, მაგალითად, წყლის დონის მითითება და ინდიკატორი.
წყლის ავზის მოცულობა 1.5 ლიტრია, წონა 0.8 კგ. 2400 ვტ სიმძლავრით, ძალიან სწრაფად ადუღებს წყალს. სახურავი, ისევე როგორც წინა მოდელში, მოსახსნელია, მაგრამ ბევრად უფრო მოსახერხებელი.
უსაფრთხოების მხრივ კარგი ბონუსია ის, რომ მოწყობილობა წყლის გარეშე არ ჩაირთვება და ავტომატურად დაიბლოკება.
უპირატესობები:
- სწრაფად დუღილი;
- წყლის გარეშე მექანიზმის დაბლოკვა;
- მოსახსნელი თავსახური.
უარყოფითი მხარეები:
- არ არის გათვალისწინებული წყლის დონის მაჩვენებელი.
საუკეთესო ელექტრო ჩაიდნები პლასტმასის კორპუსით
Philips HD4699
Philips ჩაიდნები წინა Bosch და Tefal მოდელების მსგავსად, წარმოებულია ჩინეთში. ელექტრო ჩაიდან Philips აქვს საკმაოდ ელეგანტური დიზაინი, რომლითაც დიდი პოპულარობით სარგებლობს მომხმარებლებში. ავზის მოცულობა 1.7 ლიტრია და 2400 ვტ სიმძლავრით კი წყალს სწრაფად ადუღდებს.
მიუხედავად იმისა, რომ მოდელს განსაკუთრებით გამორჩეული თვისებები არ აქვს, უნდა ითქვას, რომ ვერც ბევრ დადებით შეფასებას აგროვებს. ერთადერთი არსებობს ავტომატური გამორთვის ფუნქცია და მეორე - წყლის არარსებობის შემთხვევაში დაბლოკვის ფუნქცია.
ამ ელექტრო ჩაიდანში ერთი მინუსია - წყლის დონის მაჩვენებელი ფანჯარა ძალიან ბნელია, ამიტომ წყალი მასში პრაქტიკულად არც ჩანს.
უპირატესობები:
- ხმოვანი სიგნალი;
- საიმედოობა;
- ლამაზი დიზაინი.
უარყოფითი მხარეები:
- წყლის მუქი ფანჯარა.
თერმორეგულატორიანი ელექტრო ჩაიდნების მიმოხილვა იხილეთ ჩვენს წინა ბლოგში.
პოპულარული მოდელები