ელექტრო ჩაიდანები თერმორეგულატორით

საუკეთესო ჩაიდანების შერჩევისას, ვსწავლობდით მოწყობილობის  შემდეგ მახასიათებლებს:

  • სხეულის მასალა;
  • მდუღარე წყლის სიმძლავრე და სიჩქარე;
  • დიზაინი და ფუნქციონალურობა;
  • თერმოსტატის სიზუსტე;
  • მოცულობა;
  • უსაფრთხოების ელემენტების არსებობა;
  • გამოყენების სიმარტივე.

REDMOND RK-G1304D

REDMOND აწარმოებს თერმორეგულატორიან ჩაიდანს, რომელშიც შეგიძლიათ მოადუღოთ ჩაიც. ამისათვის გათვალისწინებულია ლითონის საწური, სადაც ჩაის ფოთლები თავსდება. თერმორეგულატორი აღჭურვილია ოთხი რეჟიმით და მხარს უჭერს 40, 80, 90 ან 100 გრადუსამდე გათბობას.

თასის მოცულობა 1.5 ლიტრია, ხოლო გამათბობელი ელემენტის სიმძლავრე 1000 ვტ აღწევს. ეს კი უზრუნველყოფს სწრაფ გათბობას და ენერგიის დაზოგვას.

ელექტრო ჩაიდანები თერმორეგულატორით

რეჟიმი Boil შესაფერისია გლინტვეინის მოსამზადებლადაც. სასურველი ტემპერატურის მიღწევის შემდეგ, ელექტრო ჩაიდანი ავტომატურად ითიშება.

მოწყობილობის სიცოცხლის გასახანგრძლივებლად, მწარმოებელმა შეიმუშავა Strix საკონტაქტო ჯგუფი. დაპატენტებული ტექნოლოგია უზრუნველყოფს ზუსტ ამოქმედებას, ხოლო თუ ჩაიდანს დღეში 3-ჯერ იყენებთ,  აღნიშნული ტექნოლოგიის წყალობით, ელექტრო ჩაიდანი 12 წლამდე მოგემსახურებათ.

უპირატესობები:

  • 360 გრადუსით როტაცია;
  • სენსორული ღილაკები;
  • ჩაის მოდუღების შესაძლებლობა;
  • სტენდიდან ამოღებისას ავტომატურად ითიშება.

უარყოფითი:

  • პლასტმასის და მინისგან მასალები.

Philips-HD9359-Avance-Collection

ჩაიდანი Philips აღჭურვილია 2200 ვტ-ი სიმძლავრითა და 1.7 ლიტრი მოცულობის ავზით. დაწყების ღილაკზე დაჭერისას, აქტიურდება შუქის ინდიკატორი, რომელიც ანათებს მთელს სხეულს. სტენდიდან ამოღებისას, გათბობის ელემენტზე ძაბვის მიწოდება დაუყოვნებლივ წყდება.

ელექტრო ჩაიდანები თერმორეგულატორით

ცარიელ მდგომარეობაში, მოწყობილობა არც ჩაირთვება. თერმორეგულატორი კი საშუალებას გაძლევთ დააყენოთ გათბობის მაჩვენებელი 40-დან 100 გრადუსამდე, რაც მნიშვნელოვანია როგორც მწვანე ჩაის, ასევე ბავშვის საკვების მოსამზადებლად.

მოდელის შიგნით ნეილონის ფილტრია, რომელიც ეფექტურად იკავებს სხვა ნივთიერებებს. ფოლადის ფილტრის ელემენტებისგან განსხვავებით, ნეილონის ძაფები არასდროს კოროზირდება.

უპირატესობები:

  • სასიამოვნო გარეგნობა;
  • ჩართვის აღნიშვნა;
  • სენსორული ღილაკები;
  • ჩართვისას განათება.

უარყოფითი:

  • მოკლე დენის კაბელი.

KITFORT-KT_651

ეს არის კიდევ ერთი წყლის მადუღარა KITFORT-სგან,  რომელშიც შეგიძლიათ ჩაის მოდუღება, რისთვისაც მწარმოებელმა უზრუნველყო ცალკეული ბადის კოლბა.

2.2 კვტ სიმძლავრის წყალობით,  1.5 წუთში ადუღებს 1.7 ლიტრი მოცულობის წყალს. შუშის და ლითონის კორპუსი ძალიან ელეგანტური დიზაინისაა, სქელი სახელური კი დამატებით კომფორტს მქნის. მომხმარებლების უმეტესობა ასევე აღნიშნავს, რომ მომზადების დროს ჩაიდანს უსიამოვნო სუნი არ აქვს.

ელექტრო ჩაიდანები თერმორეგულატორით

უპირატესობები:

  • ლამაზი დიზაინი, რომელიც დამზადებულია მინისა და ლითონისგან;
  • კარგად ამზადებს ჩაის;
  • გასაგები მენიუ.

უარყოფითი:

  • ხშირად უნდა გაიწმინდოს;
  • კორპუსი გარედან ძალიან ცხელდება.

პოპულარული მოდელები

ჩაიდანი FRANKO FKT-1155
ჩაიდანი FRANKO FKT-1155
Regular price 119.00 ლარი 109 ლარი / თვეში 6 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
ჩაიდანი BRAUN WK3110WH
ჩაიდანი BRAUN WK3110WH
Regular price 179.00 ლარი 154 ლარი / თვეში 9 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 2 წელი
ჩაიდანი BRAUN WK3110BK
ჩაიდანი BRAUN WK3110BK
Regular price 179.00 ლარი 155 ლარი / თვეში 9 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
მინის ჩაიდანი ფილტრით და 6 ჭიქით Lilac LC-007
მინის ჩაიდანი ფილტრით და 6 ჭიქით Lilac LC-007
Regular price 60.00 ლარი 49 ლარი
უფასო მიწოდება
warranty ბარათით შეძენისას! 10:00 - 19:00 მიწოდება 2 საათში. 19:00 საათის შემდეგ მიწოდება მომდევნო სამუშაო დღის პირველ ნახევარში