ვიდეორეგისტრატორი - თავის დაზღვევის საშუალება
ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაში საკმაოდ ხშირად ხდება სხვადასხვა ჯანმრთელობისა თუ ქონებისთვის ზიანის მიმყენებელი მოვლენების მომსწრე. ამ რისკების შემცირების სხვადასხვა საშუალებები არსებობს (მაგ. დაზღვევა). თუმცა ერთ-ერთი საუკეთესო რისკების კონტროლისა და შემცირების მექანიზმი - ვიდეორეგისტრატორია.
ვიდეორეგისტრატორს, იგივე მანქანის ვიდეო კამერას საკმაოდ მრავლისმომცველი ფუნქციები აქვს. მას ხშირად გააჩნია მანქანის უკანა ხედვის კამერა და წინა მიმართულებით მიმართული კამერა. რეგისტრატორი ორივე კამერის ინფორმაციას მანქანის მონიტორზევე აჩვენებს.
რაც ყველაზე საინტერესოა, ავტორეგისტრატორი ორივე კამერის ჩანაწერებს ინახავს. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქციაა. ნებისმიერი საავარიო სიტუაციების შემთხვევაში, ან მაშინაც კი თუ მაგალითად მანქანა სადგომზე იყო დატოვებული, ჩამოხვედით და <გასმული> დაგხვდათ, თქვენ შეძლებთ რეგისტრატორის ჩანაწერის საშუალებით ნახოთ წარსული მოვლენები.
არ დაგავიწყდეთ იმის გათვალისწინება რომ რეგისტრატორის კამერის ჩანაწერის შენახვის შეზღუდული რესურსები აქვს და ძალიან დიდი პერიოდის ჩანაწერებს ვერ ინახავს. ამიტომ გთხოვთ, ყურადღება მიაქციოთ მის მეხისერების ბარათს , რომელიც განსაზღვრავს რა პერიოდის ჩანაწერის შენახვას შეძლებს (8გბ-იანი მეხსიერების ბარათი ისურვეზე ყიდვის შემთხევაში მოყვება პროდუქციას).
ისურვე CarPro ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში, და სწორად ჩვენი ერთობლივი მუშაობით მოხერხდა ინგლისური, ჩინური, რუსული, ესპანური და იაპონური ბაზრების შემდეგ ამ ბრენდის ქართულ სივრცეში წარმოდგენა.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ რომ ამ უკანასკნელი ბრენდის სახელობის პროდუქტის შეძენისას დააკვირდეთ რომ პროდუქტი დაცული უნდა იყოს ოფიციალური ჰოლოგრამით.
isurve.ge-ზე შეგიძლიათ შეიძინოთ ვიდეორეგისტრატორები განვადებით. განსაკუთრებით პოპულარულია ვიდეო რეგისტრატორი მანქანის კამერა ring rbgdc50.
ზემოხსენებული მოწყობილობები ძალიან პოპულარულია ჩვენს მეზობელ ქვეყნებში. ხშირად ამ კამერების საშუალებით სარგებლობენ ასევე სისწრაფის მოყვარულები, რომლებიც აფიქსირებენ თავიანთ ექსტრემალურ ვითარებებსა და ხანდახან უბედურ შემთხვევებსაც კი.
რეგისტრატორების ბრიტანული ბრენდი CarPro ამ სფეროში გამორჩეულ ლიდერად ითვლება. ამ ბრენდის პროდუქცია სრულად მორგებულია ქართული ბაზრისთვის, და ამიტომ მომხმარებლებს ქართულ ინსტრუქციასაც სთავაზობს. ფუნქციები საკმაოდ მრავალმხრივია და უკანა ხედვის კამერისა, ჩაწერის ფუნქციების გარდა კიდევ მრავალ სპეც. ფუნქციას მოიცავს.
ჩვენი ორგანიზაციიდან შეძენის შემთხვევაში პროდუქტზე ვრცელდება შესაბამისი საგარანტიო პირობები, თუმცა ჩვენი გამოცდილებით აქამდე ფაქტიურად საგარანტიოს გამოყენების საჭიროება ფაქტიურად არ დაფიქსირებულა.
ნებისმიერ შემთხვევაში, ნებისმიერი ბრენდის ავტო რეგისტრატორის შეძენის საშუალებით თქვენ შეძლებთ თქვენს ავტომობილზე უფრო ნაკლებად ინერვიულოთ, და ანალოგიურად, უბედური შემთხვევის დადგომის დროსაც კი დარწმუნებული იყოთ რომ ადვილად დაადასტურებთ თქვენს სიმართლეს.
იმის შესახებ თუ როგორ ვიყიდოთ ვიდეორეგისტრატორი განვადებით, გთხოვთ იხილოთ შესაბამისი ბლოგპოსტი.
შესაძლოა დაგაინტერესოთ
-
როგორ შევარჩიოთ ელექტრო ინსტრუმენტები 2025 წელს?
თანამედროვე მშენებლობა და სარემონტო სამუშაოები წარმოუდგენელია ხარისხიანი ელექტრო ინსტრუმენტების გარეშე. სწრაფი და უსა...
-
როგორ შევარჩიოთ რობოტი მტვერსასრუტი?
კითხვა, როგორ შევარჩიოთ რობოტი მტვერსასრუტი ამ ჭკვიანი მოწყობილობების ბაზარზე გამოჩენისთანავე აქტუალურია და დროთა გან...
-
როგორ დავაყენოთ მაცივრის ტემპერატურა?
მაცივრის ტემპერატურის სწორად დაყენება აუცილებელია იმისათვის, რომ პროდუქტებმა დიდხანს შეინარჩუნონ გემობრივი თვისებები,...
-
კონდიციონერი 40 კვადრატისთვის - ყველაფერი რაც ყიდვის წინ უნდა ვიცოდეთ
სწორი კონდიციონერის შერჩევისთვის 40 მ² ოთახისთვის 2025 წელს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორია გასათვალისწინებელი, რაც ...
-
Intex თუ Bestway - რომელი აუზი შევარჩიოთ?
გარე კარკასული აუზის შეძენისას ალბათ უკვე შეხვედრიხართ Bestway-ს და Intex-ის აუზებს. ორივე ბრენდი მრავალფეროვან ასორტ...
-
კონდიციონერის მახასიათებლების მიმოხილვა - რას ნიშნავს თითოეული მათგანი
თანამედროვე კონდიციონერს უამრავი მახასიათებელი აქვს, რომელთაგან ზოგიერთის დანიშნულება დასახელებითაც მარტივი მისახვედრ...
-
DELONGHI-ს ყავის აპარატების ყველაზე სრულყოფილი მიმოხილვა
DeLonghi – იტალიური პრემიუმ ბრენდია, რომელიც ცნობილია მაღალი ხარისხის საყოფაცხოვრებო ტექნიკით, განსაკუთრებით ყავის აპ...
-
ბალახის სათიბი - ყველა ბრენდის მიმოხილვა ქართულ ბაზარზე
ბალახის სათიბი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ხელსაწყოა ქართულ ბაზარზე და ეზოსა და ბაღის მოვლის განუყოფელ ნაწილს წარმოად...