როგორ ვიყიდოთ ვიდეო რეგისტრატორი განვადებით?
ავტომობილის ვიდეო რეგისტრატორები ძალიან გაყიდვადი პროდუქტია, გამომდინარე მისი ფართო გამოყენებისა სხვადასხვა კუთხით და ამავე დროს საკმაოდ ხელმისაწვდომი ფასებიდან.
ბუნებრივია, მასზე მოთხოვნა განსაკუთრებით იმ ავტომფლობელებისგან ყალიბდება, რომელთა ავტომობილიც არ არის აღჭურვილი თანამედროვე პარკინგ სისტემითა და უკანა ხედვის კამერით. თუმცა, აქვს რა უსაფრთხოების ფუნქციაც, ეს პროდუქტი არა მხოლოდ მათთვის გახლავთ საინტერესო.
პირველ რიგში აღვნიშნავთ, რომ ვიდეო რეგისტრატორი განვადებით ისურვე.ჯი-ზე იყიდება, თანაც საუკეთესო პირობებით საქართველოში, ეხლა კი გადავიდეთ ძირითად კითხვებზე, რომლებიც მომხმარებლებს ამ ძალიან საჭირო ავტო აქსესუარის ყიდვის დროს უჩნდებათ ხოლმე:
როგორ შევარჩიოთ რეგისტრატორი?
დავიწყოთ იმით, თუ რამე გამოყენება აქვს მას და რა ფუნქციის გამო შეიძლება დაგჭირდეთ:
- მანქანის წინ მიმდინარე მოვლენების ჩაწერის ფუნქცია მოძრაობის დროს;
- უკანა ხედვის კამერა, რომელიც როგორც წესი არ იწერს, მაგრამ ძალიან გამოსადეგია პარკინგის პროცესში;
- სალონის ჩაწერის ფუნქცია;
- უსაფრთხოება - შეუძლია რა გააკონტროლოს და ჩაიწეროს მანქანის გარშემო არსებული ვითარება გამორთული ავტომობილის პირობებშიც კი.
გამომდინარე აქედან, არჩევანს აკეთებთ 2 ან 3 კამერიან რეგისტრატორებს შორის. ამათგან პირველი მხოლოდ წინა და უკანა ხედვის კამერებითაა აღჭურვილი, ხოლო მეორეს დამატებით სალონის გადაღება და ჩაწერაც შეუძლია.
ბაზარზე არსებობს რეგისტრატორები, რომლებსაც მხოლოდ წინა კამერა აქვს და უკანა ხედვა არ გააჩნიათ, თუმცა მასზე არსებული დაბალი მოთხოვნის გამო ჩვენი მაღაზია ასეთ მოდელებს არ გთავაზობთ.
მას შემდეგ, რაც შევარჩიეთ სასურველი ტიპი, გადავიდეთ დამატებით მახასიათებლებზე:
- რამდენ GB-იანი ჩიპი აქვს და მოყვება თუ არა ის საჩუქრად, ასევე რა არის ჩიპის შესაძლო მაქსიმალური მოცულობა;
- რამდენი საათის განმავლობაში იწერს უწყვეტ რეჟიმში და როგორია ამ მხრივ ბაზარზე არსებული მოდელების საუკეთესო მაჩვენებლები;
- აქვს თუ არა HD ჩაწერის ფუნქცია;
- იწერს თუ არა ხმას;
- მუშაობს თუ არა გამორთულ (ჩამქრალ მანქანაზე) მდგომარეობაში;
- რა სიგრძისაა მისი კაბელი, ანუ წვდება თუ არა წინა საქარე მინიდან მანქანის უკან, ნომრის ადგილამდე. ეს განსაკუთრებით საინტერესოა სამარშრუტო ტაქსების და მინივენების მფლობელთათვის.
ყველა ამ მაჩვენებლით, Carpro-ს ფირმის რეგისტრატორები, რომლებსაც ისურვე გთავაზობთ, რეალურად საუკეთესო არჩევანია, განსაკუთრებით, ფასის და განვადების პირობების გათვალისწინებით.
ასე რომ, ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში დაგვირეკეთ ან მოგვწერეთ ფეისბუქზე, ან უბრალოდ დააფიქსირეთ შეკვეთა და დაელოდეთ ჩვენი ოპერატორის ზარს.
პოპულარული მოდელები
შესაძლოა დაგაინტერესოთ
-
როგორ შევარჩიოთ ელექტრო ინსტრუმენტები 2025 წელს?
თანამედროვე მშენებლობა და სარემონტო სამუშაოები წარმოუდგენელია ხარისხიანი ელექტრო ინსტრუმენტების გარეშე. სწრაფი და უსა...
-
როგორ შევარჩიოთ რობოტი მტვერსასრუტი?
კითხვა, როგორ შევარჩიოთ რობოტი მტვერსასრუტი ამ ჭკვიანი მოწყობილობების ბაზარზე გამოჩენისთანავე აქტუალურია და დროთა გან...
-
როგორ დავაყენოთ მაცივრის ტემპერატურა?
მაცივრის ტემპერატურის სწორად დაყენება აუცილებელია იმისათვის, რომ პროდუქტებმა დიდხანს შეინარჩუნონ გემობრივი თვისებები,...
-
კონდიციონერი 40 კვადრატისთვის - ყველაფერი რაც ყიდვის წინ უნდა ვიცოდეთ
სწორი კონდიციონერის შერჩევისთვის 40 მ² ოთახისთვის 2025 წელს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორია გასათვალისწინებელი, რაც ...
-
Intex თუ Bestway - რომელი აუზი შევარჩიოთ?
გარე კარკასული აუზის შეძენისას ალბათ უკვე შეხვედრიხართ Bestway-ს და Intex-ის აუზებს. ორივე ბრენდი მრავალფეროვან ასორტ...
-
კონდიციონერის მახასიათებლების მიმოხილვა - რას ნიშნავს თითოეული მათგანი
თანამედროვე კონდიციონერს უამრავი მახასიათებელი აქვს, რომელთაგან ზოგიერთის დანიშნულება დასახელებითაც მარტივი მისახვედრ...
-
DELONGHI-ს ყავის აპარატების ყველაზე სრულყოფილი მიმოხილვა
DeLonghi – იტალიური პრემიუმ ბრენდია, რომელიც ცნობილია მაღალი ხარისხის საყოფაცხოვრებო ტექნიკით, განსაკუთრებით ყავის აპ...
-
ბალახის სათიბი - ყველა ბრენდის მიმოხილვა ქართულ ბაზარზე
ბალახის სათიბი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ხელსაწყოა ქართულ ბაზარზე და ეზოსა და ბაღის მოვლის განუყოფელ ნაწილს წარმოად...