მანქანის მტვერსასრუტი და ვიდეო რეგისტრატორი - ავტომფლობელთა საყვარელი არჩევანი ინტერნეტ მაღაზიებში
ავტო პროდუქტები ინტერნეტ მაღაზიების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კატეგორიაა. ჰაერის კომპრესორებს, მაღალი წნევით სარეცხ აპარატებსა და სხვა საჭირო ნივთებს შორის მომხმარებლების ყველაზე ხშირ არჩევანს მანქანის მტვერსასრუტი და ვიდეო რეგისტრატორი წარმოადგენს.
მანქანის მტვერსასრუტები - სრული მიმოხილვა
- ხელის მტვერსასრუტები 12 ვოლტზე მუშაობს, ანუ ავტომობილის დენის წყაროში ერთდება და ძალიან მოსახერხებელია მათთვის, ვინც საკუთარ მანქანაში სისუფთავის ყოველდღიურად შენარჩუნებაზე ზრუნავს.
- მტვერსასრუტები განსხვავდება მოცულობის, სიმძლავრის და ბრენდის მიხედვით. ორი ყველაზე პოპულარული ბრენდი ბრიტანული Ring და ამერიკული Black & Decker-ია, რომლებიც, ზოგადად ავტო პროდუქტების მწარმოებელ მსოფლიო ლიდერებს მიეკუთვნებიან.
- მათი ფასი 90 ლარიდან იწყება და 190 ლარამდე მერყეობს. ყველა მათგანს, ინტერნეტ მაღაზიების უმრავლესობაში მოყვება 1 წლიანი გარანტია და მომხმარებელი უფასო ადგილზე მიტანის სერვისით სარგებლობს.
2019 წლის ზაფხულიდან ისურვეს კატეგორია სახელწოდებით ავტომობილის მტვერსასრუტები კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდა.
მოქმედებს განვადებაც და პირობებიც მეტნაკლებად სტანდარტულია. ერთადერთი, რასაც ჩვენი რჩევით ყურადღება უნდა მიაქციოთ, სიმძლავრე და მოცულობაა, ვინაიდან სუსტი მტვერსასრუტი თავის მოვალეობას რთულად ასრულებს, ხოლო მცირე ლიტრაჟიანი მოდელები ხშირად დაცლას საჭიროებს და ამ მხრივ მოუხერხებელია. ორივე ამ ფაქტორის გათვალისწინებით და ფასთან შეფარდებით, რეკომენდაციას ყველაზე მეტად Ring-ის RVAC1 ან Black and Decker-ის ADV1200-XK მოდელებს გავუწევდით, შესაბამისად 118 და 175 ლარიანი ღირებულებებით.
ვიდეო რეგისტრატორები - საუკეთესო რჩევები
კიდევ ერთი ძალიან პოპულარული ავტო პროდუქტი მანქანის ვიდეო რეგისტრატორი შედარებით უფრო მარტივად შესარჩევია, ვინაიდან ბაზარზე სულ 2 ტიპის რეგისტრატორები გვხვდება, წინა და უკანა და წინა, უკანა და სალონის ანუ 3 ხედვის კამერებით.
ზოგიერთ ონლაინ მაღაზიაში წარმოდგენილია უკანა ხედვის გარეშე არსებული მოდელები, რომელთაც მხოლოდ წინ ჩაწერის ფუნქცია აქვს, მაგრამ ვინაიდან ისინი პარკინგის დროს დახმარებაში გამოუსადეგარია, როგორც წესი ნაკლებად მოთხოვნადია.
დღეს განვიხილავთ მეორე ბრიტანული ბრენდის, Carpro-ს პროდუქციას, რომელიც ორივე ამ ტიპის რეგისტრატორის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია.
მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, რომ ფალსიფიცირებული, ჩინური ვერსიების ყიდვის თავიდან ასაცილებლად, ჰოლოგრამიანი ვერსია შეიძინოთ. ორ კამერიანი რეგისტრატორი ყველაზე იაფად, ორიგინალი ვერსიის შემთხვევაში 189 ლარად იყიდება, ხოლო ჩინური ვარიანტები 70 ლარამდე ფასადაა ხელმისაწვდომი.
- ძირითადი განსხვავება მათ შორის საგარანტიო ვადებია, თუ ჰოლოგრამიანი Carpro-ს რეგისტრატორი 1 წლიანი გარანტიით იყიდება, ჩინეთში დამზადებულ ვერსიებს გარანტია ან საერთოდ არ მოყვება ან უკეთეს შემთხვევაში 1 კვირიან პერიოდს მოიცავს.
- გარდა ამისა, არსებობს სხვაობები ფუნქციონალშიც, კერძოდ, იაფიან ვერსიებში ყუთზე და ინსტრუქციებში დატანილი ფუნქციების ნაწილი უბრალოდ არ მუშაობს და მხოლოდ ვიზუალური ეფექტისთვისაა განთავსებული.
რეგისტრატორი წინა და უკანა ხედვის კამერით გამოირჩევა 140 გრადუსიანი ხედვის კუთხით, დიდი 1920 x 1080 რეზოლუციით, მოძრაობის დეტექტორითა და ხმის ჩაწერის ფუნქციით.
ამ შემთხვევაში იწერს წინა კამერა, ხოლო უკანა, რომელიც ნომრის ქვეშ მაგრდება, პარკინგის დროს აქტიურდება და გეხმარებათ მანქანის დაყენებაში.
სტანდარტულად, ამ მოდელებს (ოფიციალურ ვერსიებს) მოყვება 8 GB-იანი მეხსიერების ბარათი, ხოლო მომხმარებელს შეუძლია 32 GB-იანი ჩიპი მოათავსოს.
მისი ინსტალაცია უმარტივესია, მონიტორი სარკის ფორმისაა და ყენდება წინა სარკეზე, სალონში, ხოლო უკანა ხედვის კამერა, როგორც აღვნიშნეთ, მანქანის საბარგულის ან ნომრის ქვეშ და გაყვანილობა უერთდება ე.წ <სტოპის> ნათურას, რათა რეგისტრატორმა აღიქვას, როდის გადართავთ უკანა სვლაში, ანუ გსურთ მანქანის პარკინგი და გამოიტანოს გამოსახულება მთავარ მონიტორზე.
ანალოგიური მახასიათებლების და ფუნქციონალისაა 3 კამერიანი რეგისტრატორიც, იმ განსხვავებით, რომ მისი ორიგინალი ვერსიის ფასი 250 ლარამდეა, ხოლო იაფფასიანის, 120-130 ლარი. ამას გარდა, მას სარკის ნაცვლად მონიტორის ფორმა აქვს და მაგრდება მანქანის წინა შუშაზე, სპეციალური სამაგრით, დაახლოებით იმ ტიპის, როგორც მობილურის დამტენი და წინა მოდელისგან განსხვავებით, აქვს როგორც წინა, ისე უკანა და სალონის ხედვის შესაძლებლობაც, ამათგან ჩაწერის ფუნქციით მხოლოდ პირველი და სალონის კამერაა აღჭურვილი, უკანა კამერა კი მხოლოდ პარკინგისთვის გამოიყენება.