ტრიმერი - მამაკაცების საუკეთესო ასისტენტები
ხშირ შემთხვევაში, როდესაც მამაკაცები სამსახურით გადატვირთულები არიან, მნიშვნელოვანია ყოველ დილით დროის დაზოგვა, რათა თავის მოწესრიგება მაქსიმალურად კომფორტულად შესძლონ.
რადგან ტრიმერების საჭიროება მუდმივად დღის წესრიგში დგას, გადავწყვიტეთ მოდელების განხილვა შემოგთავაზოთ, რათა უკეთ დაგანახოთ მათი მახასიათებლები და უარყოფით-დადებითი მხარეები.
Philips MG7735
მრავალფეროვანი ნაკრები 12 1-ში ფუნქციონირებით. მომხმარებელს სთავაზობს უამრავ ვარიანტს ინდივიდუალური სტილის შესანარჩუნებლად. ამიტომ, იგი შესაფერისია ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის.
ნაკრები:
- ლითონის დანის ბლოკი, რომლითაც მოსახერხებელია თმის აღება სახეზე ან კისერზე;
- წვერის შესათხელებელი აქსესუარები - რეგულირებადი სავარცხელი (3-7 მმ), საპარსი თავი, ვიწრო დეტალების საპარსები;
- სპეციალური თავი ყურებისა და ცხვირისთვის;
- სამი საქშენი (9, 12, 16 მმ) თავისთვის და ორი სხეულისთვის (3 და 5 მმ);
- ძირითადი კორპუსი ლითონისაა, რომელიც წყალგაუმტარია. მისი გამოყენება შესაძლებელია შხაპის დროს და ონკანის ქვეშ. ტრიმერები მუშაობს მძლავრი Li-Ion ბატარეით.
ძირითადი უპირატესობები:
- მრავალფუნქციურობა;
- მკვეთრი Dual Cut პირები;
- ავტონომიური ოპერაცია 120 წუთამდე;
- სრული დატენვა შესაძლებელია 1 საათში;
- მოდელს აქვს 5 წლიანი გარანტია.
მინუსები:
- მუშაობს მხოლოდ ელემენტებით.
Panasonic ER-GP21
რეიტინგში შემდეგი ადგილი უჭირავს Panasonic ელექტრო ტრიმერს, რომელიც მწარმოებლის განაცხადით პროფესიონალური მოწყობილობაა. ფაქტია, რომ დასატენად საჭიროა საკმაოდ ხანგრძლივი დრო - 8 საათი, სტილისტები კი საეჭვეო კმაყოფილნი დარჩნენ ასეთი დროით. მუშაობს მხოლოდ 40 წუთი, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ იდეალურად ჭრის თმას.
ეს მაჩვენებელი ნორმალურია სახლის პირობებისთვის, რომელიც დაგეხმარებათ: წვერისა და ულვაშის ფორმირებაში, ასევე კისერზე არასასურველი თმის აღებაში.
დანები უჟანგავი ფოლადისაა. მინიმალური სიმაღლეა 0,3 მმ, დაყენებული სავარცხლებით კი - 3 ან 6 მმ.
ძირითადი უპირატესობები:
- მწარმოებლის მაღალი რეპუტაცია;
- მსუბუქი წონა - 130 გრ;
- ერგონომიული დიზაინი;
- მოსახერხებელი სადგამი დამუხტვისთვის და დანართების შენახვისთვის.
მინუსები:
- მუშაობს ქსელიდან დამუხტვის შემდეგ;
- დიზაინი არ არის წყალგაუმტარი;
- Ni-MH აკუმულატორი.
Braun MGK 7220
Braun ტრიმერი, რომელიც შესანიშნავია სახლის პირობებში სამუშაოდ. ძირითადი მოწყობილობა სრულფასოვანი თმის საკრეჭია , მაგრამ არანაირ წინააღმდეგობაში არ მოდის ჩვენს თემატიკასთან, რადგან საპარსის ფუნქციებსაც ასრულებს.
აქსესუარების სია:
- სტანდარტული ფოლადის დანის ბლოკი;
- რეგულირებადი სიგრძის 2 სავარცხელი - 3-11 და 13-21 მმ (სახისა და თავის სტილისთვის);
- ვიწრო საპარსები ულვაშისა და წვერისვის;
- პლასტმასის წყვილი საქშენები 1 და 2 მმ ჯაგრისებთან მუშაობისთვის;
- კომპაქტური საქშენები წვერის, ყურების, ცხვირის გასაწმენდად.
ძირითადი უპირატესობები:
- მრავალფუნქციურობა - თმის შეჭრა, წვერის ცვლილება-გაპარსვა, ცხვირისა და ყურის ტრიმერი;
- ჭრის სიმაღლის რეგულირება 0.5-დან 21 მმ-მდე;
- წყლით გაწმენდით შესაძლებლობა.
მინუსები:
- თითქმის ყველაფერი დამზადებულია პლასტმასისგან.
პოპულარული მოდელები