BRAUN-ის ტრიმერები
BRAUN სხვადასხვა მოწყობილობისა და აღჭურვილობის წარმოებაში აღიარებული ლიდერი კომპანიაა. გერმანული ბრენდის ტრიმერები და ელექტრო საპარსები ცნობილია თავისი მაღალი ხარისხითა და მრავალფეროვნებით.
გამომდინარე იქიდან, რომ BRAUN ტრიმერები საქართველოშიც დიდი პოპულარობით სარგებლობს, გადავწყვიტეთ, რომ კონკრეტული მოდელების განხილვა შეგვეთავაზებინა მომხმარებლებისთვის.
აღნიშნული ბრენდის ტრიმერების ყიდვა ჩვენი ინტერნეტ მაღაზიის საიტზეც შეგიძლიათ, სადაც ფასდაკლებების გარდა სხვადასხვა სასაჩუქრე სიურპრიზებიც დაგხვდებათ.
braun_9290cc_series_9
ტრიმერებს შორის რეიტინგის ლიდერი მოდელი - braun_9290cc, წარმოდგენილია ხუთი ელემენტით, რომლებიც სინქრონულად მუშაობენ. აპარატის წარმოებაში გამოყენებულია მსოფლიოში ყველაზე ეფექტური Sonic ტექნოლოგია და ჭკვიანი AutoSensing ძრავა.
Braun ტრიმერი ერთი მოძრაობით იღებს დიდი რაოდენობით თმასა და წვერს. საპარსის კორპუსი წყალგაუმტარია და დაფარულია ტიტანის მასალით. მოდელი დამზადებულია ვერცხლისფერში და იწონის კილოგრამზე მეტს. აკუმულატორი კი 50 წუთის განმავლობაში უწყვეტად მუშაობს.
მომხმარებლები აღფრთოვანებულნი არიან თანამედროვე ტიპის ტრიმერით და თვლიან, რომ მასში არაფერია ზედმეტი. შესაძლებელია როგორც სველი, ასევე - მშრალი გაპარსვა. ამასთან აღნიშნავენ იმასაც, რომ გამოყენების შემდეგ კანზე არანაირი სიწითლე არ რჩება.
უპირატესობები:
- მაქსიმალური უსაფრთხოება;
- კომპაქტური ზომა;
- ხელში კომფორტულად ჯდება;
- კარგი დასუფთავების სისტემა;
- ხარისხიანი მასალა;
- გაღიზიანებისა და დისკომფორტის ნაკლებობა;
- ოპტიმალური აღჭურვილობა (სამგზავრო კორპუსი, ფუნჯი და კაბელი).
უარყოფითი:
- შედარებით მაღალი ფასი;
- შედარებით მძიმე წონა.
braun_7899cc_series_7
რეიტინგის შემდეგი მოდელი ოთხი ჭრის ელემენტის მქონე braun_7899cc -ა. ჭკვიანი ძრავა და უახლესი Sonic ტექნოლოგია ხელს უწყობს თუნდაც სქელი თმის გაპარსვას. საერთო ჯამში, მოწყობილობას აქვს ხუთი ოპერაციული რეჟიმი, სასურველი კი შეგიძლიათ აირჩიოთ ერთი ღილაკის დაჭერით. პროდუქტი დამზადებულია ვერცხლისფერში და მუშაობს ბატარეაზე, რომლის სრულ დატენვას ერთი საათი სჭირდება.
უპირატესობები:
- პარსვის შესანიშნავი ხარისხი;
- კანთან კარგი კონტაქტი;
- 5 ოპერაციული რეჟიმი;
- მოგზაურობისას შეგიძლიათ თან ატაროთ;
- მრავალფუნქციურობა;
- მოსახერხებელი გამოყენება.
უარყოფითი:
- შედარებით მაღალი ფასი.
braun_5195ss_series_5
ელექტრო ტრიმერს ციფრული ეკრანი, თვითწმენდის ვაზნა და ენერგიის შერჩევის ავტომატური ფუნქცია აქვს. საერთო ჯამში, მოწყობილობას დამატებით ორი საპარსი ელემენტი აქვს. კორპუსი დამზადებულია პლასტმასისგან და აქვს რეზინისებრი საფარი. დიზაინით კი შავი ფერისაა და წონა დაახლოებით 900 გრამია.
მომხმარებლებს მოსწონთ გერმანული ბრენდის ეს მოდელი და აღნიშნავენ, რომ აკუმულატორი დიდხანს - 50 წუთამდე უპრობლემოდ ძლებს. შედეგი ყოველგვარ მოლოდინს ნამდვილად აღემატება ამაში კი თავადაც შეგიძლიათ დარწმუნდეთ.
უპირატესობები:
- თანამედროვე დიზაინი;
- მოძრავი საპარსი დანადგარი;
- ხანგრძლივი სამუშაო დრო;
- კომფორტული მცურავი თავები;
- რეზინისებური სახელური.
ტრიმერებზე დამატებითი ინფორამციისათვის ეწვიეთ ბმულს: ყურისა და ცხვირის საუკეთესო ტრიმერები
პოპულარული მოდელები