ყურისა და ცხვირის საუკეთესო ტრიმერები
ტრიმერები ეს არის პატარა მოწყობილობები, რომლებიც უმტკივნეულოდ აშორებენ არასასურველ თმას სხეულის დელიკატური ზონებიდან.
როგორც წესი, ტრიმერები ძირითადად ყურებისა და ცხვირისთვის გამოიყენება, მაგრამ არსებობს მეორე ტიპის - უნივერსალური მოწყობილობებიც, რომლებსაც უფრო ფართო გამოყენება აქვთ.
საუკეთესო საპარსები ცხვირისა და ყურებისათვის
ცხვირისა და ყურის ტრიმერებს მინიატურული მკვეთრი პირები აქვთ, რომლებიც განკუთვნილია ძნელად მისადგომ ადგილებში თმების მოსაშორებლად. მომრგვალო, მოგრძო თავი ადვილად თავსდება ნესტოებსა და ყურებში.
აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ ბევრ მოდელს აქვს მოწინავე ფუნქციები. მაგალითად, ზოგიერთი მოწყობილობები აღჭურვილია მოსახსნელი საქშენებით, რომლებიც განკუთვნილია ულვაშისა და წვერისთვის, ასევე თავისთვის და სხეულის ნებისმიერი ადგილიდან არასასურველი თმის მოსაშორებლად.
ჩამონტაჟებული ბატარეების მქონე მოდელებს არ აქვთ დენის კაბელები. ისინი კომპაქტური, კომფორტული მოდელებია, რომლებიც ზუსტადაც რომ შესაფერისია სახლისა და მოგზაურობისთვის. ამ საპარსების ელემენტის ხანგრძლივობა დამოკიდებულია უშუალოდ ელემენტის ენერგიაზე, მაგრამ ერთი საათიც კი საკმარისია რამდენიმეჯერ შეჭრისთვის.
შეზღუდული ფუნქციონირების მქონე ტრიმერები ყველაზე ხშირად სწორედ ბატარეებით მუშაობენ, ხოლო მათ გამოსაყენებლად, არ გჭირდებათ დატენვის დონის შემოწმება ან დასატენი განყოფილების ძებნა. ერთი ელემენტი უზრუნველყოფს 1-2 საათიან უწყვეტ მუშაობას. ამასთან, მოგზაურობისთვის ისინი პატარა, მსუბუქი და იდეალური მოწყობილობებია.
Panasonic ER-GN30-K520
Panasonic ტრიმერი ელეგანტური მამაკაცებისთვის შეუცვლელი ასისტენტია. მოწყობილობა, რომელიც იკვებება AA ბატარეით, იღებს 1 მმ სიგრძის თმას. პლასტმასის კორპუსი არ სრიალებს ხელში, ხოლო ტიტანის პირებიანი თავები, რომლებიც ორივე მხრიდან მკვეთრია, არ იბლაგვება და უმოკლეს დროში აშორებს მკვრივ თმას. კომპლექტში შედის დამცავი თავსახური, გასაწმენდი ფუნჯი და ინსტრუქციები.
უპირატესობები:
- ხარისხიანი პირები;
- წინააღმდეგობა მექანიკური წნეხის მიმართ;
- სველი და მშრალი წმენდის შესაძლებლობა;
- მუშაობის დროს ხმაურის ნაკლებობა.
ნაკლოვანებები:
- არ არსებობს დატენვის ინდიკატორი.
Panasonic ტრიმერები კარგი არჩევანია არა მხოლოდ ცხვირისა და ყურისთვის, არამედ წარბების, ულვაშებისა და წვერის გასასწორებლად.
Xiaomi ShowSee Small
ჩინურმა კორპორაცია Xiaomi-მა არც ისე დიდი ხნის წინ, წარადგინა ყურისა და ცხვირის ტრიმერი, რომელიც ძალიან თანამედროვე დიზაინისაა და რომლის მოთავსება თავისუფლად შეიძლება პატარა ჯიბეშიც.
დანადგარის სხეულში ჩამონტაჟებულია კარგი ძრავა და ორმაგი მბრუნავი დანა, რომელიც ეფექტურად ჭრის მოკლე თმასაც. ენერგიის მომარაგება ხდება AA ბატარეებით.
უპირატესობები:
- მუშაობის დროს არ აქვს ვიბრაცია;
- მყისიერად აშორებს რბილსა და მყარ თმას;
- არ აბრუნებს თმას;
- არ აღიზიანებს დელიკატურ ადგილებს;
- იაფია
ნაკლოვანებები:
- არ არის გათვალისწინებული ელემენტის მაჩვენებელი.
ცხვირისა და ყურების ტრიმეტი Xiaomi მუშაობს ზედმეტი ხმაურის გარეშე და აშორებს ყველა ზედმეტ თმას.
Braun EN 10
Braun ტრიმერი მოსახერხებელი მოწყობილობაა, რომელიც საშუალებას გაძლევთ, ნებისმიერ სიტუაციაში სრულყოფილად გამოიყურებოდეთ. მოდელი დამზადებულია ვერცხლისფერი პლასტმასისგან და აქვს ვიწრო გრძელი ცხვირი, რომლის შიგნით მკვეთრი მბრუნავი დანაა მოთავსებული. მისი დამსახურებით, ყოველგვარი დისკომფორტის გარეშე, უფრო ადვილია თმის მოცილება ყურებსა და ცხვირში.
უპირატესობები:
- უჟანგავი ფოლადის დანა;
- კომპაქტური ზომა;
- სველი წმენდის შესაძლებლობა;
- კომლექტში შედის დამცავი ქუდი;
- იწონის მხოლოდ 103 გრ-ს.
მოწყობილობა შექმნილია მხოლოდ ყურების და ნესტოების გასუფთავებისთვის - ჭკვიანი არჩევანია ისეთი მამაკაცებისთვის, რომელთაც დამატებითი ფუნქცია არ სჭირდებათ.
აქვე გაეცანით რჩევებს ტრიმერის გამოყენებასთან დაკავშირებით.
პოპულარული მოდელები