თმის საკრეჭი მამაკაცებისთვის
მამაკაცები ქალბატონებზე ნაკლებად რომ არ უვლიან გარეგნობას, ეს აღსანიშნავი ფაქტი აღარ არის ამიტომ, დღეს მათზე გავაკეთებთ აქცენტს და ვისაუბრებთ თმის საჭრელი აპარატების შერჩევაზე.
ბლოგში წარმოდგენილია უნივერსალური მანქანები, რომელიც აერთიანებს ულვაშისა და წვერის ჭრის ხელსაწყოებს და ასევე ტრიმერს, რომელზეც ცალკე ბლოგში უფრო ვრცლად ვისაუბრებთ.
ახლა კი გადავიდეთ უშუალოდ თმის საჭრელის მიმოხილვაზე და რა უნდა გაითვალისწინოთ მისი შეძენისას.
მასალა - ძირითადად, გამოიყენება მაღალი ხარისხის უჟანგავი ფოლადი, რომელიც არ აზიანებს კანს.
დანების გადაადგილების ძალა და სიჩქარე - რაც უფრო მაღალია ეს მაჩვენებლები, მით უფრო სწრაფი, კომფორტული და უკეთესია თმის შეჭრა.
საქშენები - თმის საკრეჭი სხვადასხვა მანქანის შესაძლებლობების მაქსიმალური დიაპაზონი 0,5-დან 41 მმ-მდეა, პოზიციების რაოდენობა კი 2-დან 41-მდე მერყეობს, თუმცა 5-დან 6-მდე პოზიცია - სრულიად საკმარისია მამაკაცის თმის შესაჭრელად.
დატენვის მეთოდი - არსებობს ორი ტიპის თმის საჭრელი: 1) მუშაობს მხოლოდ დენის წყაროსთან მიერთების შემდეგ; 2) მუშაობს ელემენტებით, რომელიც პერიოდულად საჭიროებს დატენვას.
სასარგებლო დამატებითი ფუნქციებიდან შეიძლება აღინიშნოს სველი ჭრისა და გაწმენდის შესაძლებლობა.
რომელი თმის საჭრელია უკეთესი?
Philips და Panasonic ყველაზე პოპულარული ბრენდის მოდელებია. მათი პროდუქტები მომხმარებელს იზიდავს როგორც ხარისხით, ასევე ფასის სხვადასხვა დიაპაზონით, რომლის დამსახურებითაც ყველას შეუძლია აირჩიოს მისთვის სასურველი მოდელი.
კარგ გადაწყვეტილებებს ასევე გვთავაზობენ ისეთი ბრენდები, როგორიცაა: Remington და BaByliss, ხოლოდ პროფესიონალი თმის საჭრელების საუკეთესო მწარმოებლებია - Moser, Whal, Oster, Dewal.
საუკეთესო უსადენო თმის საჭრელები
Panasonic ER1410
Panasonic ER1410 მხარს უჭერს, როგორც დენის წყაროსთან მიერთებული საჭრელებით მუშაობას, ასევე ბატარეაზე მომუშავე თმის საჭრელებს. 1 საათიანი დატენვის შემდეგ, შეგიძლიათ მისი 80 წთ გამოყენება. მკვეთრი და გამძლე პირები დამზადებულია უჟანგავი ფოლადისგან და დახვეულია 45 ° -იანი კუთხით.
კომპლექტში შედის: 3 ორმხრივი სავარცხელი, საქშენები: 3/6, 9/12 და 15/18 მმ, ფუნჯი და ზეთი.
უარყოფითი მახასიათებელი:
ელემენტის ამოწურვის შემდეგ, თმის სააჭრელის ფუნქციონირება შეუძლებელია (საჭიროა ელემენტის ჩანაცვლება);
Philips QC5132
საკმაოდ მოსახერხებელი საჭრელი მანქანაა, რომლის გამოყენება სახლის პირობებშიც შეგიძლიათ. ბატარეის ხანგრძლივობა 60 წუთია, თუმცა სრულ დატენვას საკმაოდ დიდი დრო - 8 საათი სჭირდება.
მოკლედ, როგორც ხედავთ, არჩევანის შესაძლებლობა საკმაოდ მრავალფეროვანია. წარმოდგენილ მოდელებს შეგიძლიათ თვალი გადაავლოთ ჩვენი ონლაინ მაღაზიის გვერდზეც და შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი მოდელი.
წარმატებულ შენაძენს გისურვებთ!
პოპულარული მოდელები