თმის საკრეჭი - საჭირო რჩევები
გინდათ იყოთ ყურადღეს ცენტრში ?! გსურთ გამუდმებით თქვენზე ისაუბრონ?! მაშინ დაუჯერეთ ჰილარი კლინტონის სიტყვებს: - როდესაც მსურს, რომ რაიმე სერიოზული თემა ჟურნალის გარეკანზე მოხვდეს მე ვიცვლი ვარცხნილობას -
თუ ამ სიტყვებმა დაგაინტერესათ, მაშინ არანაკლებ დაგაინტერესებთ პირველი თმის საკრეჭი აპარატის ისტორიაც, რომელიც ლეო ჯ. ვოლის სახელს უკავშირდება. სწორედ ამ ადამიანმა შექმნა პირველი ელექტრო თმის საკრეჭი.
მან პირველად შეიმუშავა ხელნაკეთი კლიპერი მასაჟისტი ბიძის, დოქტორ ფრანკ ვალისთვის. ამ პერიოდის განმავლობაში, ლეო თავის გამოგონებას ნერგავდა სხვადასხვა საპარიკმახეროებში და შენიშნა, რომ იგი დიდი მოთხოვნით სარგებლობდა, შესაბამისად ხელსაწყოს გაუმჯობესების პერსპექტივაც საკმაოდ რეალური ჩანდა.
ამ გამოგონების წყალობით მამაკაცებს საშუალება ეძლევათ სახლიდან გაუსვლელად, დამღლელი სალონური ვიზიტების გარეშე, მიიღონ მათთვის სასურველი ვარცხნილობა.
ალბათ დაგებადათ კითხვა, თუ რატომ უნდა აიღოთ საკუთარ თავზე თქვენი ვარცხნილობის მოწესრიგება. ამ კითხვაზე პასუხი მარტივია - თქვენ თვიდან თვემდე დაზოგავთ უამრავ ფულს და სულ ცოტა გაზრდით დროს სალონში ვიზიტებს შორის.
აქვე შეგახსენებთ, რომ ვარცხნილობის შესწორებას შეძლებთ ნებისმიერ დროს, ყოველგვარი წინასწარი შეთანხმებების გარეშე სალონებში, რაც, შესაბამისად, ერთმნიშვნელოვნად დადებითად აისახება თქვენი დროის დანაზოგზე - ამაში ე.წ. თმის საპარსი დაგეხმარებათ.
არ უნდა დაგავიწყდეთ ისიც, რომ თქვენი პირადი გამოცდილება მოგვიანებით დაგეხმარებათ, რათა სტილისტს ზუსტად აუხსნათ სასურველი ვარცხნილობის აღწერილობა.
რა თქმა უნდა, თქვენ უბრალოდ არ შეგიძლიათ თმის რადიკალურად მოკლედ შეჭრა მანქანით. უამრავი მოდური თმის ვარცხნილობა შეიძლება მივიღოთ ამ უკანასკნელის მეშვეობით. ყველაფერს, რაც თქვენ უნდა იცოდეთ ამის შესახებ, ამ სტატიაში ნახავთ!
თავდაპირველად უნდა მოძებნოთ სასურველი თმის სტილი. უმჯობესია, თუ პირველ ჯერზე რაიმე მარტივ ვარცხნილობას შეარჩევთ.
სანამ უშუალოდ საკრეჭს მიუახლოვდებით და თმის შეჭრას დაიწყებთ, იზრუნეთ თქვენი მასალის მომზადებაზე. გქონდეთ ყველაფერი, რაც გჭირდებათ, რათა შემდგომში არ მოგიწიოთ შეწყვეტა.
უმეტეს შემთხვევაში, მიზანშეწონილია თმის დასველება. ბევრი პარიკმახერი იწყებს თავის ერთ მხარეს და შემდგომ განაგრძობს ამ გზით თავის უკანა მხარეს. ამის ნაცვლად, მე გირჩევთ ჯერ ორივე მხრიდან გაჭრათ, კისერს კი ბოლოს დაუთმოთ დრო, რომ არ დაგავიწყდეთ, თუ როგორ დაამუშავოთ მეორე მხარე.
კისრის მიდამოში მუშაობა კი ყოველთვის გამოწვევაა, თუნდაც დამატებით სარკეს ფლობდეთ. უმარტივესი გზაა ვინმეს სთხოვოთ ამ ადგილის შეკრეჭა ან მინიმუმ თმის შემცირება.
როგორც წესი, თმა თავის ზედა ნაწილზე შედარებით გრძელია. მოცემულ ადგილს დაამუშავებთ მაკრატლით და სავარცხლით თუ თმის საკრეჭით, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მოკლე თმას ატარებთ. თუ ძალიან სქელი თმა გაქვთ, გამოიყენეთ გამათხელებელი საკრეჭი.
რაც შეეხება სტილისტიკას, თმის მოკლედ შეჭრისას შეგიძლიათ უბრალოდ თმის ბუნებრივად გაშრობა და შემდეგ რამდენიმე გელის გამოყონება. თმა კი, რომლის სიგრძე 2.5 სანტიმეტრს აჭარბებს, ჯერ უნდა გაშრეს თმის ფენით და ფორმაში უნდა იქნას მოყვანილი.
არ აქვს მნიშვნელობა, თქვენ გსურთ ამ მეთოდით თქვენი თმის მთლიანად შეჭრა თუ მხოლოდ მცირედი შესწორებების შეტანა, ამიერიდან, ამ ტექნიკით შეძლებთ დაზოგოთ ბევრი ფული.
თუმცა, თუ გნებავთ გადახედეთ 5 მთავარ ფაქტორს, რომელიც ჯობს თმის საკრეჭის შეძენისას გაითვალისწინოთ.
** ბლოგპოსტი განთავსებულია სატესტო რეჟიმში, ველით თქვენს გამოხმაურებას
შესაძლოა დაგაინტერესოთ
-
როგორ შევარჩიოთ ელექტრო ინსტრუმენტები 2025 წელს?
თანამედროვე მშენებლობა და სარემონტო სამუშაოები წარმოუდგენელია ხარისხიანი ელექტრო ინსტრუმენტების გარეშე. სწრაფი და უსა...
-
როგორ შევარჩიოთ რობოტი მტვერსასრუტი?
კითხვა, როგორ შევარჩიოთ რობოტი მტვერსასრუტი ამ ჭკვიანი მოწყობილობების ბაზარზე გამოჩენისთანავე აქტუალურია და დროთა გან...
-
როგორ დავაყენოთ მაცივრის ტემპერატურა?
მაცივრის ტემპერატურის სწორად დაყენება აუცილებელია იმისათვის, რომ პროდუქტებმა დიდხანს შეინარჩუნონ გემობრივი თვისებები,...
-
კონდიციონერი 40 კვადრატისთვის - ყველაფერი რაც ყიდვის წინ უნდა ვიცოდეთ
სწორი კონდიციონერის შერჩევისთვის 40 მ² ოთახისთვის 2025 წელს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორია გასათვალისწინებელი, რაც ...
-
Intex თუ Bestway - რომელი აუზი შევარჩიოთ?
გარე კარკასული აუზის შეძენისას ალბათ უკვე შეხვედრიხართ Bestway-ს და Intex-ის აუზებს. ორივე ბრენდი მრავალფეროვან ასორტ...
-
კონდიციონერის მახასიათებლების მიმოხილვა - რას ნიშნავს თითოეული მათგანი
თანამედროვე კონდიციონერს უამრავი მახასიათებელი აქვს, რომელთაგან ზოგიერთის დანიშნულება დასახელებითაც მარტივი მისახვედრ...
-
DELONGHI-ს ყავის აპარატების ყველაზე სრულყოფილი მიმოხილვა
DeLonghi – იტალიური პრემიუმ ბრენდია, რომელიც ცნობილია მაღალი ხარისხის საყოფაცხოვრებო ტექნიკით, განსაკუთრებით ყავის აპ...
-
ბალახის სათიბი - ყველა ბრენდის მიმოხილვა ქართულ ბაზარზე
ბალახის სათიბი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ხელსაწყოა ქართულ ბაზარზე და ეზოსა და ბაღის მოვლის განუყოფელ ნაწილს წარმოად...