5 რამ, რაც თმის საკრეჭი მანქანის ყიდვისას უნდა გაითვალისწინოთ

თმის საკრეჭი მანქანის ქონას ერთი დიდი უპირატესობა აქვს: თუ მისი სწორად გამოყენება იცით, თმისა და წვერის შესასწორებლად მუდმივად სალონში სიარული აღარ გიწევთ.

შედეგად, ვარცხნილობა ყოველთვის ზუსტად ისეთია, როგორიც თქვენ გნებავთ და ხარჯებიც საგრძნობლად მცირდება. მნიშვნელობა არ აქვს, თმის შესაკრეჭად გჭირდებათ აპარატი, თუ წვერის შესასწორებლად ეძებთ ე.წ „ტრიმერს“.

ბაზარი უთვალავი დასახელების პროდუქტსა და მათთან დაკავშირებულ აქსესუარებს გვთავაზობს. თუმცა, თუ ზუსტად იცით, კონკრეტულად რას ეძებთ, არჩევანის გაკეთება ძალიან ადვილდება. 

5 რამ, რაც თმის საკრეჭი მანქანის ყიდვისას უნდა გაითვალისწინოთ

პირველი, რაც თმის საკრეჭი აპარატის შერჩევისას უნდა გაითვალისწინოთ, მისი გამძლეობა და ბრენდის სანდოობაა. თუ უკვე გაქვთ იაფასიანი მოწყობილობის შეძენის გამოცდილება, ალბათ უკვე იცით, რომ ერთჯერადად გაკეთებული ეკონომია ილუზიაა და სხვა არაფერი.

განსხვავება ყველაფერში იგრძნობა: იაფი პლასტმასისგან გაკეთებული კორპუსი იქნება ეს, თუ სუსტი ელემენტი. საეჭვო ბრენდების აპარატები თმას კოხტად შეკრეჭის ნაცვლად, თითქოს ჩეხავენ და ძალიან გაგიმართლებთ, თუ რომელიმე 12 თვეზე მეტხანს მოგემსახურებათ.

იმისთვის, რომ ეს უსიამოვნებები თავიდან აიცილოთ, წინასწარ  მოიძიეთ ინფორმაცია თქვენთვის ხელმისაწვდომ ბრენდებზე, რომლებიც ხარისხიან პროდუქციას აწარმოებენ.

კიდევ ერთი კრიტერიუმი, რითაც ნებისმიერი პროდუქტი და მათ შორის თმის საკრეჭი მანქანები ფასდება, არის ხარისხი. ხარისხის კონტროლისას ისეთ მახასიათებლებზე უნდა გაამახვილოთ ყურადღება, როგორიცაა კორპუსის მასალა, დიზაინი, რიგიანი სამართებლი და მძლავრი ელემენტი.

ხარისხის კონტროლში ინტერნეტი დაგეხმარებათ. უბრალოდ, დაგუგლეთ სასურველი მოდელი, მომხმარებლების გამოცდილება კარგად წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ.

ჩვენ რეკომენდაციას ვუწევთ Philips-ის თმის საკრეჭს, გამომდინარე ფასიდან, ხარისხიდან და მოხმარებელთა კომენტარებიდან.

მთავარი, რაც ტრიმერებსა და თმის საკრეჭებს ერთმანეთისგან განასხვავებს მაინც სიმძლავრეა, რომლის წყაროც ელემენტია (მოტორი). თუ თმის საკრეჭ მანქანას კარგი ელემენტი აქვს და სამართებელიც სწორად გაქვთ შერჩეული, ჩათვალეთ, რომ კარგი ვარცხნილობისგან თითქმის აღარაფერი გაშორებთ.

ამიტომ, ეცადეთ, რომ გათვალისწინებული ბიუჯეტით მაქსიმალური სიმძლავრის აპარატი შეიძინოთ, ასე პროცესი უფრო ხანმოკლე და სასიამოვნო გახდება.

არანაკლებ მნიშვნელოვანია თქვენი, როგორც მომხმარებლის საჭიროებებისა და გამოცდილებების გათვალისწინება. რა სიხშირით ხმარობთ თმის საკრეჭ აპარატს, პროფესიონალი ხართ, თუ უბრალოდ აბაზანის სარკის წინ ისწორებთ წვერს?

თქვენი ცხოვრების სტილის მიხედვით, შეგიძლიათ არჩევანი პროფესიონალურ აპარატზე გააკეთოთ, ან ადვილად, სახლში გამოსაყენებელ, ალტერნატივას დასჯერდეთ.

ყურადღება უნდა მიაქციოთ იმ დამატებით მოწყობილობებსაც, რომლებიც პროდუქტს მოყვება. ეს აქსესუარები ძირითადად სხვადასხვა ზომისა და ფორმის სავარცხლიანი სამაგრი თავებია, რომლებიც სამართებელს თმას აშორებს და ერთ ზომაზე ჭრას უზრუნველყოფს.

ლოგიკურია, რომ რაც მეტი ასეთი აქსესუარი მოყვება ტრიმერს, მით უფრო მრავალფეროვანია თქვენთვის ვარცხნილობების არჩევანიც.

კარგ თმის საკრეჭ მანქანასთან ერთად, ყუთში აუცილებლად უნდა იდოს სამართებლის დამცავი, გასაპოხი ზეთი და საწმენდი ფუნჯები.

იხილეთ ბლოგი, დამატებითი რჩევები იმის შესახებ, თუ რას უნდა მივაქციოთ ყურადღება თმის საკრეჭისყიდვისას.

** ბლოგპოსტი განთავსებულია სატესტო რეჟიმში, ველით თქვენს გამოხმაურებას 

პოპულარული მოდელები

საკრეჭი KEMEI KM-5017 უჟანგავი ფოლადის პირებით
საკრეჭი KEMEI KM-5017 უჟანგავი ფოლადის პირებით
Regular price 50.00 ლარი 37 ლარი
უფასო მიწოდება
warranty ხარისხის გარანტია
თმის საკრეჭი Philips QT-1011 უჟანგავი ფოლადის პირებით
თმის საკრეჭი Philips QT-1011 უჟანგავი ფოლადის პირებით
Regular price 80.00 ლარი 49 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
მულტიფუნქციური საკრეჭი ტრიმერით 7-1-ში PHILIPS MG3720/15
მულტიფუნქციური საკრეჭი ტრიმერით 7-1-ში PHILIPS MG3720/15
Regular price 149 ლარი / თვეში 8 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 2 წელი
საპარს-საკრეჭი 9-1-ში PHILIPS MG3740/15
საპარს-საკრეჭი 9-1-ში PHILIPS MG3740/15
Regular price 350.00 ლარი 139 ლარი / თვეში 8 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 2 წელი