ტელევიზორები - გართობა და შემეცნება ერთ ნივთში

დღევანდელი მსოფლიო ყოველდღიურად უამრავ ძალიან საინტერესო და ძალიან რთულ გამოწვევებს უმკლავდება. ადამიანის კეთილდღეობის ზრდა უზარმაზარი კორპორაციების კომერციულ ინტერესებთან თანხვედრაშია და განვითარების ტემპის ერთ-ერთი განმაპირობებელი ეს ფაქტორიცაა (იხ. კაპიტალიზმი). ქიმიისა, კვანტური ფიზიკისა და კომპიუტერი ინტელექტის სინთეზი უზარმაზარ შესაძლებლობებს აჩენს ტექნოლოგიების და ტექნიკის კუთხით.

ერთი საუკუნის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ სახლიდან გაუსვლელად შესძლებდა ემოგზაურა სამყაროს გარშემო, ენახა გადმოცემით გაგებული ღირსშესანიშნაობები პატარა კუბის ფორმის ნივთში - ტელევიზორში. (აქვე უნდა აღინიშნოს რომ კუბის ფორმის ნივთის კონცეფცია უკვე შეცვლილია, თანამედროვე ტელევიზორები, განსაკუთრებით სმარტ ტელევიზორები კუბის ფორმის შეზღუდვიდანაც გავიდნენ).

samsung televizorebi

პირველი CRT ტიპის, კომერციული მიზნით, გამოშვებული ტელევიზორი დამზადდა Telefunken-ის მიერ გერმანიაში 1934 წელს. ყველაზე იაფი ტელევიზორი მეორე მსოფლიო ომამდე ღირდა $125 (რომელიც ახლა ტოლფასია 1863 დოლარის), რომელსაც ჰქონდა 8 სმ სიგრძის ეკრანი, ხოლო 30 სმ ეკრანიან ტელევიზორებს შორის ყველაზე იაფი ღირდა $445 ($6633 ახლა). მაშინდელ დროს ტელევიზორი დიდი ფუფუნება იყო, მაშინ როდესაც დღეს რკალისებრი, 4კ თუ ანდროიდ ტელევიზორები თავისი აპლიკაციებით, ფაქტიურად ყოველდღიური ცხოვრების ნაწილად იქცა.

მსოფლიო წარმოების დივერსიფიკაციამ ბაზარზე საკმაოდ ბევრი ძლიერი ბრენდი გააჩინა. საწყის ეტაპებზე სუსტ ანალოგებად მიჩნეული იაპონური, კორეული თუ ჩინური ტელევიზორები დღეს ფაქტიურად დომინანტი ძალა გახდნენ.

ჩვენ, isurve.ge-ც ვცდილობთ მსოფლიოში არსებული არჩევნის საუკეთესო მოდელები შემოგთავაზოთ. ჩვენთან ნებისმიერი გემოვნებისა და მისწრაფების მქონე ადამიანს შეუძლია აარჩიოს სასურველი ტელევიზორი. რაც მთავარია მისაღები ფასებითა და მოქნილი განვადებით. შეგიძლიათ სახლიდან გაუსვლელად გააკეთოთ განვადება ტელევიზორზე და მიიღოთ თქვენთვის სასურველი პროდუქტი, ქვეყნის მაშტაბით, თანაც უფასოდ.

პირადად ჩვენი საყვარელი პროდუქტია სმარტ ტელევიზორები, რომელიც მოსახერხებელია ადამიანების იმ კატეგორიისთვის, რომელთაც უყვართ სახლში, კომფორტულად ჩაუჯდნენ მათთვის საყვარელ ფილმებსა თუ გადაცემებს. Smart ტელევიზორში ჩაშენებული Wifi მოწყობილობის საშუალებით თქვენ შეძლებთ დააკავშიროთ თქვენი ტელევიზორი Wifi-ს, და უკვე მიმდინარე გადაცემებზე (ან გადახვედის რეჟიმზე) კი არ იყოთ დამოკიდებული, არამედ თქვენ თვითონ შეარჩიოთ სასურველი კინო ან გადაცემა.

სმარტ თუ ანდროიდ ტელევიზორებით სასურველი ინფორმაციის ნახვას განსაკუთრებით აადვილებს აპლიკაციები - მაგალითად ნეტფლიქსის აპლიკაციის საშუალებით თქვენ წვდომა გექნებათ უახლეს ძააალიან საინტერესო სერიალებსა და კინოებთან, თუმცა რა თქმა უნდა შესაბამისი თანხის გადახდის სანაცვლოდ.

დიასახლისებისთვის, და არა მარტო დიასახლისებისთვის, ზედგამოჭრილია რკალისებრი ტელევიზორები, რომელთაც სახლში ფუსფუსის დროს სულ აქეთ-იქით უწევთ სიარული და რკალისებრი ტელევიზორით 180 გრადუსით შეძლებენ მათთვის საყვარელი გადაცემებისა თუ ფილმების ყურებას.

ტექნოლოგიურმა განვითარებამ ტელევიზორებს ახალი გამოყენებაც მოუნახა - გეიმერებისთვის მონიტორის ჩანაცვლების ფუნქცია. ისურვე.ჯი გთავაზობთ 4K ტელევიზორების ფართო არჩევანს, რომლებიც თქვენს თამაშებს ბევრად რეალურად აქცევს. თუმცა ეს ტელევიზორები მხოლოდ გეიმერებისთვის ნამდვილად არაა. ადამიანებს რომლებსაც უყვართ მაღალი ხარისხის გამოსახულება (მაგალითად ბუნების ხედებით ტკბობა) - 4K ტელევიზორი იმდენად ბუნებრივი ფერებით და ხარისხით აჩვენებს, რომ სახლში მჯდომ ადამიანს თავს ამაზონის ჯუნგლების აბორიგენებთანაც კი წარმოადგენინებს, ხოლო ჩანჩქერი ვიქტორიას ულამაზესი ხედებით ტკბობისას შეიძლება სახეზე წყლის შხეფებიც კი იგრძნოთ. ))

მოკლედ, ეწვიეთ ჩვენს საიტს და ფეისბუქ გვერდს უფრო ვრცელი ინფორმაციისთვის. isurve.ge გთავაზობთ მოქნილ განვადებასა და უფასო მიტანის სერვისს სრულიად საქართველოში, რაც მთავარია უფასოდ.

ზოგადად, ტელევიზორების არჩევანზე მეტი ინფორმაციის სანახავად გთხოვთ, იხილოთ ჩვენი ბლოგპოსტი - ტელევიზორების კატეგორიის მიმოხილვა.