თანამედროვე ხორცსაკეპი მანქანები

  თუ ახალ, თანამედროვე ტიპის ხორცსაკეპ მანქანას  ეძებთ, მაშინ დღევანდელი ბლოგი ნამდვილად თქვენთვისაა.

ხორცსაკეპის  შერჩევისას, ძირითადი ყურადღება მის ფუნქციურ მახასიათებლებს ექცევა, ხოლო შემდეგ - დიზაინსა და დამატებით  საქშენებს. წვრილი საყოფაცხოვრებო ტექნიკის ბაზარზე, დღეს მრავლადაა წარმოდგენილია სხვადასხვა ცნობილი ბრენდის ხორცის საჭრელი მანქანები, რომლებზეც უფრო ვრცლად ქვემოთ ვისაუბრებთ.

მაშ ასე, დავიწყოთ თითოეული მოწყობილობის ტექნიკური მახასიათებლების განხილვა და  ვნახოთ,  რომელია თქვენთვის ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი.

Polaris PMG 3043L ProGear Inside

მაღალი სიმძლავრის ხორცსაკეპი  ადვილად უმკლავდება დიდი რაოდენობით საკვებს. თანამედროვე  ტექნოლოგიით აღჭურვილი მოწყობილობა საშუალებას გაძლევთ, ხორცის საკეპი დიდი ხნის განმავლობაში მართოთ. დაზიანების თავიდან ასაცილებლად კი ჩამონტაჟებულია Protect + გადატვირთვისაგან დაცვა.

მოწყობილობის კორპუსი დამზადებულია მაღალი ხარისხის პლასტმასისგან, რომელიც არ წარმოქმნის უსიამოვნო სუნს. მანქანის მართვა-კონტროლი შესაძლებელია მექანიკური დაწყებისა და გამორთვის ღილაკებით,  ასევე რევერსის ფუნქციით.

თანამედროვე ხორცსაკეპი მანქანები

საპირისპირო  მოძრაობის ფუნქცია (იგივე რევერსი) შექმნილია უკუსვლის  უზრუნველსაყოფად,  რაც  იძლევა იმის საშუალებას, რომ დანა და ლილვი  გაიწმინდოს ზედმეტი ხორცის ნაჭრებისგან.

ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები:

  • სიმძლავრე (მაქსიმუმი) - 3000 ვტ;
  • პროდუქტიულობა - 3 კგ/წთ;
  • დანართების რაოდენობა - 2+3 ბადე;
  • წარმოების მასალა - პლასტმასი/მეტალი (სათავსო)

დადებითი მახასიათებლები:

  • გადახურებისგან დაცვა;
  • უკუსვლის ფუნქცია;
  • სამუშაო სიჩქარის რეგულირება;
  • დამატებითი საქშენები

უარყოფითი მახასიათებლები:

  • დანები საჭიროებენ პერიოდულად გალესვას;
  • მოწყობილობა არ არის განკუთვნილი ბოსტნეულის დასამუშავებლად;
  • მაღალი ფასი.

REDMOND RMG-1216

REDMOND ხორცსაკეპი  საშუალო სიმძლავრის კლასს მიეკუთვნება. ვერცხლისფერი-შავი კორპუსი დამზადებულია პლასტმასისგან, ხოლო სათავსო - გამძლე ალუმინისგან. ნაკრებში შედის 3 საქშენი ხორცის სხვადასხვანაირად დამუშავებისთვის, ასევე ძეხვეულისთვის განკუთვნილი თავები.

ხორცის საჭრელი მანქანა  მუშაობს გამართულად და შეუფერხებლად, რომელსაც 5 წუთის განმავლობაში 5 კგ ხორცის დამუშავება შეუძლია. მითითებული დროის გადაცილების შემდეგ, მოწყობილობა ავტომატურად გამოირთვება, რაც ხელს უშლის სტრუქტურის დაზიანებას.

თანამედროვე ხორცსაკეპი მანქანები

ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები:

  • სიმძლავრე (მაქსიმალური) - 1200 ვტ;
  • პროდუქტიულობა - 2 კგ/წთ;
  • დანართების რაოდენობა - 2 + 3 ბადე;
  • წარმოების მასალა - პლასტმასი/მეტალი (სათავსო)

დადებითი მახასიათებლები:

  • მაღალხარისხიანი მოწყობილობა;
  • მდიდარი აღჭურვილობა;
  • გადახურებისგან დაცვა;
  • მოსახერხებელი შეკრება;
  • ხელმისაწვდომი ფასი

უარყოფითი მახასიათებლები:

  • სათადარიგო დანების ნაკლებობა;
  • პლასტმასის სუსტი მექანიზმები;
  • მუშაობის დროს საკმაოდ დიდი ხმა აქვს.

Bosch MFW 68660

როგორც ყველა ბრენდის პროდუქტი,  Bosch ხორცსაკეპიც  საიმედო და მარტივი გამოსაყენებელია. დიდი სათავსო უჯრა იტევს უამრავ პროდუქტს, რის გამოც  არ გჭირდებათ ცალკე კონტეინერის  ხელში დაჭერა. იმის გამო, რომ მანქანის კისერი ვიწროა,  რეკომენდირებულია ხორცი და ბოსტნეული პატარა ნაჭრებად მოათავსოთ მასში.

თანამედროვე ხორცსაკეპი მანქანები

გადატვირთვის შემთხვევაში,  ძრავა ავტომატურად იბლოკება, რათა ნებისმიერი სახის  დაზიანება თავიდან იქნეს აცილებული, ხოლო რეზინის ფეხები  უზრუნველყოფს მანქანის სტაბილურ მუშაობას.

ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები:

  • სიმძლავრე (მაქსიმალური) - 2200 ვტ;
  • პროდუქტიულობა - 4.3 კგ/წთ;
  • დანართების რაოდენობა - 4 + 3 ბადე;
  • წარმოების მასალა - პლასტმასი/მეტალის (სათავსო)

დადებითი მახასიათებლები:

  • მაღალი სიმძლავრე;
  • სტაბილურობა;
  • მრავალფუნქციურობა

უარყოფითი მახასიათებლები:

  • მუშაობის დროს საკმაოდ დიდი ხმა აქვს;
  • მოკლე კაბელი;
  • ხორცსაკეპი მილის მცირე დიამეტრი

Moulinex ME 688832

Moulinex  ხორცსაკეპი თითქმის იგივე ფუნქციებით შემოიფარგლება, რითიც სამზარეულო კომბაინი,  რომელსაც შეუძლია ხორცის დამუშავება, ბოსტნეულის გახეხვა-დაჭრა, ძეხვის ნახევარფაბრიკატების მომზადება  და ა.შ.

ლითონის ხრახნის ძრავასთან კავშირი, რომელიც მწარმოებლმა სპეციალურად შეიმუშავა,  უზრუნველყოფს მოდელის გამძლეობას.

თანამედროვე ხორცსაკეპი მანქანები

ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები:

  • სიმძლავრე (მაქსიმალური) - 2200 ვტ;
  • პროდუქტიულობა - 4.5 კგ/წთ;
  • დანართების რაოდენობა - 6 + 3 ბადე;
  • წარმოების მასალა პლასტმასი/მეტალი

დადებითი მახასიათებლები:

  • პროდუქტების  დამუშავებისთვის მაღალი სიჩქარე;
  • მრავალფუნქციურობა;
  • შემთხვევითი გააქტიურების საწინააღმდეგო დაბლოკვა;
  • უკუსვლის ფუნქცია

უარყოფითი  მახასიათებლები:

  • მოკლე დენის კაბელი;
  • სათადარიგო დანების ნაკლებობა.

პოპულარული მოდელები

ხორცსაკეპი ARDESTO MGL-1790R
ხორცსაკეპი ARDESTO MGL-1790R
Regular price 219.00 ლარი 179 ლარი / თვეში 10 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
ხორცსაკეპი FRANKO FMG-1023
ხორცსაკეპი FRANKO FMG-1023
Regular price 449.00 ლარი 379 ლარი / თვეში 21 ლარი
უფასო მიწოდება
warranty გარანტია 3 წელი
ხორცსაკეპი FRANKO FMG-1050
ხორცსაკეპი FRANKO FMG-1050
Regular price 239 ლარი / თვეში 13 ლარი
უფასო მიწოდება
warranty გარანტია 3 წელი
ხორცსაკეპი FRANKO FMG-1211
ხორცსაკეპი FRANKO FMG-1211
Regular price 599.00 ლარი 549 ლარი / თვეში 30 ლარი
უფასო მიწოდება
warranty გარანტია 3 წელი