ხორცსაკეპი მანქანის საუკეთესო მოდელები

ხორცსაკეპი მანქანა  ელექტრო მოწყობილობაა, რომელიც გამოიყენება დიდი მოცულობის ხორცპროდუქტების  სწრაფად გადასამუშავებლად.

მოწყობილობა იმდენად კომფორტულია, რომ ბევრ დიასახლისს ურჩევნია შეიძინოს მხოლოდ ხორცსაკეპი მანქანა  და აღარ ეძებოს სხვა ალტერნატიული საშუალებები.

დღევანდელ ბლოგში წარმოგიდგენთ რამდენიმე ცნობილი ბრენდის ხორცსაკეპის განხილვას და გავაანალიზებთ თითოეული მათგანის მახასიათებლებს, შესაძლებლობებსა და დადებით-უარყოფით მხარეებს.

საუკეთესო დაბალი სიმძლავრის ხორცის საჭრელი მანქანები

დაბალი სიმძლავრის მოწყობილობები, რომლებიც ნაკლები ენერგიის მოხმარებით გამოირჩევიან, გამოიყენება მცირე რაოდენობის დაჭრილი ხორცის გადასამუშავებლად.

Panasonic MK-MG1300WTQ

Panasonic ხორცსაკეპ მანქანაში  60 წამში 1.2 კგ-მდე ხორცის დამუშავებაა შესაძლებელი. როდესაც მოწყობილობა გადაიტვირთება,  აქტიურდება დამცავი მექანიზმი, რომელიც ავტომატურად თიშავს დანადგარს. სხეულის მასალა დამზადებულია პლასტმასისგან, ხოლო უჯრა - ალუმინისგან.

ხორცსაკეპი მანქანის საუკეთესო მოდელები

მანქანა წვრილად ამუშავებს არა მარტო ხორცს, არამედ ბოსტნეულსაც. მოწყობილობის  აწყობა და დაშლა ძალიან მარტივია, მაგრამ არ არის რეკომენდებული ჭურჭლის სარეცხ მანქანაში ნაწილების მოთავსება.

ძირითადი მახასიათებლები:

  • სიმძლავრე (მაქსიმ.) - 1300 ვტ;
  • პროდუქტიულობა - 1.2 კგ / წთ;
  • დანართების რაოდენობა - 3 ბადე;
  • წარმოების მასალა - პლასტმასი/ალუმინი

დადებითი:

  • მაღალი ხარისხი;
  • რეზინისფერი ფეხები;
  • აწყობა-დაშლის სიმარტივე;
  • გადატვირთვისგან დაცვა;
  • დაბალი ენერგიის მოხმარება 
მინუსები:
  • მაღალი ფასი;
  • არ არის რეკომენდებული ჭურჭლის სარეცხ მანქანაში მოთავსება;
  • კარგად გააშრეთ ნაწილები, რათა  ალუმინი არ გაშავდეს

Moulinex ME 1068

ხორცსაკეპი Moulinex  განკუთვნილია მხოლოდ ხორცპროდუქტებთან სამუშაოდ, რომლის კომპლექტი დიდად მრავალფეროვანი არ არის.  

ხორცსაკეპი მანქანის საუკეთესო მოდელები

რადგან  მოწყობილობის სიმძლავრე  არც თუ მაღალია,  საპირისპირო მოძრაობა მოდელისთვის უბრალოდ აუცილებელია.  უკუღმა მოძრაობა აადვილებს ლილვის წმენდის პროცესს, ხოლო რეზინის ფეხები  უზრუნველყოფს ნებისმიერ ზედაპირზე მოწყობილობის სტაბილურობას.

ძირითადი მახასიათებლები:

  • სიმძლავრე (მაქსიმუმი) - 1400 ვტ;
  • პროდუქტიულობა - 1.7 კგ/წთ;
  • დანართების რაოდენობა - 1 + 2 ბადე;
  • წარმოების მასალა - პლასტმასი

დადებითი მხარეები:

  • კომპაქტურობა;
  • დაბალი წონა;
  • ხელმისაწვდომი ფასი;
  • სტაბილურობა

უარყოფითი მხარეები:

  • გაზრდილი ხმაურის დონე;
  • მოკლე დენის კაბელი

საშუალო სიმძლავრის ხოცსაკეპი მანქანები

Bosch MFW 3640A

მრავალფუნქციური  ხორცსაკეპი მანქანა Bosch  60 წამში თითქმის 2 კგ ხორცს ამუშავებს. კომპლექტში შედის ხორცისთვის განკუთვნილი 3 ბადე, რომლებსაც სხვადასხვა ზომის ხვრელები აქვს და   ბოსტნეულის დასაჭრელი თავები.

ხორცსაკეპი მანქანის საუკეთესო მოდელები

მოწყობილობის ყველა ნაწილი დამზადებულია პლასტმასისგან, ხოლო სხეული აღჭურვილია რეზინისებური ფეხებით, რომელიც  ოპერაციის დროს მეტ სტაბილურობას უზრუნველყოფს.

საპირისპირო მოძრაობის ფუნქცია უზრუნველყოფს ლილვის ადვილად წმენდას, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ კი ძვლები გაიჭედება მოწყობილობაში, დამცავი სისტემა ავტომატურად წყვეტს მუშაობას.

შექცევადი დანა მოსახერხებელია გამოსაყენებლად და მისი დამონტაჟება შესაძლებელია ორივე მხარეს.

ძირითადი მახასიათებლები:

  • სიმძლავრე (მაქსიმუმი) - 1600 ვტ;
  • პროდუქტიულობა - 1.9 კგ / წთ;
  • დანართების რაოდენობა - 4 + 3 ბადე;
  • წარმოების მასალა - პლასტმასი;
  • წონა - 4.6 კგ

დადებითი:

  • ერთგვაროვანი ხორცის მიღება;
  • დამატებითი დანართები;
  • აწყობა-დაშლის სიმარტივე;
  • შექცევადი დანა;
  • საპირისპირო ბრუნვა

უარყოფითი მხარეები:

  • სადენის სათავსო არ არის გათვალისწინებული

მაღალი სიმძლავრის ხორცსაკეპი მანქანები

Panasonic MK-ZJ3500

Panasonic ხორცსაკეპი მნიშვნელოვნად ამცირებს ხორცის დამუშავების დროსა და პროცესს. კომპლექტში არსებული დანართები კი საშუალებას მოგცემთ გაამრავალფეროვნოთ კერძების ასორტიმენტი. საჭრელი დანა სპეციალური ტექნოლოგიის გამოყენებით,  უჟანგავი ფოლადისგანაა დამზადებული.

მიუხედავად იმისა, რომ მოწყობილობას ადვილად შეუძლია დაამუშაოს მაგარი ხორცი, დანადგარში მაინც გაითვალიწინეს  რევერსის ფუნქციის არსებობა.

ძირითადი მახასიათებლები:

  • სიმძლავრე (მაქსიმალური) - 3500 ვტ;
  • პროდუქტიულობა - 3.2 კგ / წთ;
  • დანართების რაოდენობა - 3 ბადე;
  • წარმოების მასალა - პლასტმასი/მეტალი

დადებითი მხარეები:

  • მოვლის სიმარტივე;
  • ხმაურის დაბალი დონე;
  • აღალი დონის შესრულება

უარყოფითი მხარეები:

  • ღირებულება;
  • მეტალის ელემენტები შავდება

პოპულარული მოდელები

ხორცსაკეპი ARDESTO MGL-1790R
ხორცსაკეპი ARDESTO MGL-1790R
Regular price 219.00 ლარი 179 ლარი / თვეში 10 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
ხორცსაკეპი FRANKO FMG-1023
ხორცსაკეპი FRANKO FMG-1023
Regular price 449.00 ლარი 379 ლარი / თვეში 21 ლარი
უფასო მიწოდება
warranty გარანტია 3 წელი
ხორცსაკეპი FRANKO FMG-1050
ხორცსაკეპი FRANKO FMG-1050
Regular price 239 ლარი / თვეში 13 ლარი
უფასო მიწოდება
warranty გარანტია 3 წელი
ხორცსაკეპი FRANKO FMG-1211
ხორცსაკეპი FRANKO FMG-1211
Regular price 599.00 ლარი 549 ლარი / თვეში 30 ლარი
უფასო მიწოდება
warranty გარანტია 3 წელი