თანამედროვე და მამა-პაპური გაზქურების თავისებურებანი

გაზქურის გარეშე გემრიელი საჭმლის მომზადება წარმოუდგენელია. არსებობს დენზე და გაზზე მომუშავე გაზქურები, უმეტესობას ორივე გააჩნია. გაზქურის შეძენისას ალბათ ყურადღებას ვამახვილებთ თუ რამდენი „კამფორა“ აქვს.

მხოლოდ ზედა მხარეა თუ ღუმელიანად იყიდება, რა ფერის გვინდა, მინის ზედაპირით ჯობია თუ მამა-პაპური თეთრი დიდი გაზქურა. მთავარია შენს გემოვნებაში ჯდებოდეს, თორე ფასით უკვე საჭიროებიდან გამომდინარე იმდენად გაიაფდა არჩევა არ გაუჭირდება ადამიანს.

გაზქურის მოვლა საკმაოდ შრომატევადი საქმიანობაა, გამომდინარე იქიდან, რომ საჭმლის ყოველი მომზადების შემდეგ გვიწევს მისი სათანადოდ დასუფთავება. ნამდვილად არ არის ლამაზი სანახავი საჭმლის მიმხმარი ნარჩენები და ცხიმის წვეთებით მოსვრილი გაზქურა.

საინტერესო პოსტი: როგორ დავასუფთაოთ გაზქურა?

თანამედროვე და მამა-პაპური გაზქურების თავისებურებანი

რაც არ უნდა ძვირი და ლამაზი იყოს ხორცის ერთი შეწვაც კი საკმარისია მის გასაქონად! მას ხშირი დასუფთავება მხოლოდ ესთეტიურობიდან გამომდინარე კი არ სჭირდება, არამედ იმიტომაც, რომ მის ზედაპირზე იმდენად მალე ჯდება ჭუჭყი, რომ მერე ძალიან რთული ხდება ლაქებისა თუ ცხიმების ამოყვანა.

განსაკუთრებით, კი ძველებური თეთრი დიზაინის გაზქურებიდან. აი, მინის ზედაპირიანების დასაცავად კი პირადად მე ერთ გენიალურ ხერხს მივაგენი - ფოლგა. ცეცხლგამძლე ფოლგას თუ გადააფარებ ზედაპირზე სუფთად მოამზადებ საჭმელს და გაზქურასაც დაიცავ დაბინძურებისგან.

ეგრედ წოდებული „დუზოვკის“ მოვლა კი ძალიან რთულია. ჰენზელი და გრეტელიში როგორცაა დედაბერს ღუმელში, რომ უკრავენ თავს დაახლოებით ისე გიწევს ადამიანს შეძრომა რომ მოასუფთაო ცხიმისგან.

„დუხოვკა“ საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილია გაზქურისთვის და მისი შეძენის შემთხვევაში ისიც უნდა გაითვალისწინო რამდენად იბოლება ღუმელი. არსებობს კიდევ ორთქლზე შეწვის მეთოდის ღუმელებიც - აი, ეგ ცოტა ახალი ხილია ჩვეულებრივ, მოკვდავთა ოჯახების სამზარეულოში. ალბათ, ძალიან გემრიელი იქნება ორთქლზე მობრაწული გემრიელობები.

რა იქნებოდა უგაზქუროდ ჩვენი სამზარეულო? არაფერი! ალბათ, მის ალტერნატივას ისევ შეშის ღუმელებში, ბუხარსა თუ ეზოში დანთებულ ცეცხლში ვიპოვიდით, მაგრამ თანამედროვე 2019 წლის სამზარეულო გაზქურის გარეშე წარმოუდგენლად მიმაჩნია.

მთავარია კამფორები მუშაობდეს და რაც მთავარია ოთხივე გამართულად (დამიჯერე, საშინელებაა როცა ერთი კამფორა მაინც ფუჭდება!).

იმედია თქვენს გაზქურაზე მუდამ ითხუთუხებს გემრიელობებით სავსე ქვაბები და ტაფები.

ამისთვის, შეგიძლიათ სასურველი მოდელები ისურვეზე დაათვალიეროთ, მითუმეტეს რომ ჩვენთან გაზქურები განვადებით, თანაც წინასწარი შენატანის გარეშე იყიდება.

** ბლოგპოსტი განთავსებულია სატესტო რეჟიმში, ველით თქვენს გამოხმაურებას  

პოპულარული მოდელები

გაზქურა BEKO FSE 63320 DX Superia
გაზქურა BEKO FSE 63320 DX Superia
Regular price 1,299.00 ლარი 1,119 ლარი / თვეში 60 ლარი
უფასო მიწოდება
warranty გარანტია 4 წელი
გაზქურა Oz OM 6040 IX
გაზქურა Oz OM 6040 IX
Regular price 799.00 ლარი 749 ლარი / თვეში 41 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 2 წელი
გაზქურა Oz OG 5040 W
გაზქურა Oz OG 5040 W
Regular price 519 ლარი / თვეში 28 ლარი
უფასო მიწოდება
warranty გარანტია 2 წელი
გაზქურა Oz OE-5040 BL
გაზქურა Oz OE-5040 BL
Regular price 529 ლარი / თვეში 29 ლარი
უფასო მიწოდება
warranty გარანტია 2 წელი