როგორ გავასუფთავოთ გაზქურის ღუმელი

საკვების ნარჩენები, რომლებიც თქვენი ღუმელის შიგნითა ნაწილს მიეწება, შესაძლოა ხანძრის მიზეზი გახდეს. ასე რომ ღუმელი არა მხოლოდ სისუფთავის შენარჩუნების მიზნით, არამედ უსაფრთხოებისთვისაც უნდა გავასუფთავოთ. ეს ერთ-ერთი ყველაზე რთული და ბინძური საქმეა, თუმცა, დროა, ამას სერიოზულად მოვკიდოთ ხელი და გაზქურის ღუმელი გავასუფთავოთ.

როგორ გავასუფთავოთ გაზქურის ღუმელი

საბედნიეროდ, ჩვენ რამდენიმე მარტივი ხერხი ვიცით:

  • დაელოდეთ ღუმლის გაციებას და მოაშორეთ მას საკვების ნარჩენები   

გზის გასანთავისუფლებლად, გამოიღეთ ღუმლის თაროები. ხელსახოცის ან ნაჭრის გამოყენებით მოაშორეთ ღუმელის ძირს დამწვარი საკვების ნარჩენები. არ დაიზაროთ! რაც უფრო მეტს მოაშორებთ ახლა, მით ნაკლები საქმე დაგრჩებათ მოგვიანებით. 

სანამ შემდეგ ნაბიჯზე გადავალთ, დარწმუნდით, რომ თქვენი გაზქურა ანუ სამზარეულოს განუყოფელი ატრიბუტი, ნამდვილად გაცივდა.

  • შეურიეთ საკვები სოდა წყალს

შეურიეთ ნახევარი ჭიქა საკვები სოდა წყალს. შედეგად უნდა მიიღოთ თხელი ცომის მაგვარი მასა. გაანაწილეთ სოდისა და წყლის ნაზავი ღუმელის ძირზე, თუმცა გამაცხელებელ ელემენტებს არ შეეხოთ.

 

  • სარეცხი ფხვნილი ღუმელის თაროების წინააღმდეგ

ჩაყარეთ ცოტაოდენი სარეცხი ფხვნილი აბაზანაში ძალიან ცხელი წყლით. ჩადგით აბაზანაში ღუმელის თაროები და დატოვეთ მთელი ღამით, დილით კი ჭუჭყს ძალიან მარტივად მოაშორებთ.

 

  • დაისვენეთ

 

საკვები სოდისა და წყლის ნაზავი, რომელიც ღუმელის ძირზეა განაწილებული დილამდე მოიცდის. ჯერჯერობით მას არ შეეხოთ.

 

  • გაწმინდეთ ღუმელის ფანჯარა

გამოიყენეთ იგივე მეთოდი. წაუსვით საკვები სოდისა და წყლის ნაზავი ღუმელის ფანჯარას შიგნიდან და დატოვეთ ასე ნახევარი საათით. ამის შემდეგ, ფანჯარას სუფთა ნაჭრით იოლად გაწმენდთ. 

 

  • გაასუფთავეთ ღუმლის ზედა ნაწილი

შეაზავეთ შემდეგი ინგრედიენტები:

 

  1. 1 სუფრის კოვზი მარილი
  2. 1 სუფრის კოვზი საკვები სოდა
  3. 1 სუფრის კოვზი წყალი

წაუსვით ნაზავი ღუმელის ზედა მხარეს, შემდეგ კი გაასუფთავეთ. 

  •  მომდევნო დილა

სველი ნაჭრით გაწმინდეთ უკვე გამომშრალი სოდა.

  •  გამოიყენეთ ძმარი და სველი ნაჭერი

ჩაასხით ცოტაოდენი ძმარი სპრეის ბოთლში და შეასხურეთ ღუმელის იმ ადგილებს, სადაც ჯერ კიდევ დარჩა სოდა. კვლავ აიღეთ სველი ნაჭერი და გაასუფთავეთ ღუმელი. ამოიღეთ აბაზანიდან თაროები და გასუფთავების შემდეგ შედგით ღუმელში. 

სულ ეს არის! ეს მეთოდები ძალაშია იმ შემთხვევაში თუ სტანდარტული ქურა გაქვთ და მაშინაც, თუ თქვენს სამზარეულოს მაგიდის ელექტრო გაზქურა ამშვენებს.

დაამატებდით რაიმეს? დაწერეთ ღუმლის გასუფთავების თქვენი მეთოდები კომენტარებში!

ან გაგვიზიარეთ რჩევები, როგორ იყიდოთ საუკეთესო გაზქურები იაფად, ჩვენ თავის მხრივ, რეკომენდაციას, ისურვეს ვუწევთ :)

** ბლოგპოსტი განთავსებულია სატესტო რეჟიმში, ველით თქვენს გამოხმაურებას