სხვადასხვა ტიპის ბარგალკები - რეკომენდაციები

 კუთხსახეხი, იგივე ბარგალკა როგორც ინდუსტრულ, ასევე საყოფაცხოვრებო სამუშაოს შესრულებისათვის შეუცვლელი იარაღია, რომელიც დაგეხმარებათ ისეთი რთული დავალებების შესრულებაში, როგორიცაა: გათბობის მილების დემონტაჟი, არმატურის ჭრა, ზედაპირის გასუფთავება და ა.შ.

მოდელების მრავალფეროვანი არჩევანიდან გამომდინარე, წარმოდგენილია როგორც ბატარეაზე მომუშავე ბარგალკები, ისე - ქსელის. ის, თუ როგორ უნდა შეარჩიოთ საუკეთესო კუთსახეხები ამას ჩვენი ბლოგიდან გაგიზიარებთ.

სხვადასხვა ტიპის ბარგალკები - რეკომენდაციები

ბალგარკის შერჩევის კრიტერიუმები:

 როგორ შევარჩიოთ მოწყობილობა სახლის პირობებში გამოსაყენებლად? არსებობს რამდენიმე კრიტერიუმი, რომელსაც ყიდვის დროს უნდა მიაქციოთ ყურადღება:

  • კვების ტიპი (ბატარეები თუ დენის);
  • დისკის ზომა;
  • დამატებითი ფუნქციები;
  • უსაფრთხოება.

საუკეთესო ქსელის ბარგალკა 230 მმ-იანი დისკით

ამ ნაწილში მოცემული ინსტრუმენტი შექმნილია: ლითონზე, ქვაზე, ბეტონზე, ხეზე  მუშაობისთვის. ასეთი ბარგალკა გამოსადეგია როგორც წარმოებაში, ისე - დიდ სამშენებლო ობიექტში.

Metabo WE 26-230 MVT Quick

Metabo  პროფესიონალური კუთხსახეხი საუკეთესოა ფასის, მუშაობისა და ფუნქციონალურობის თვალსაზრისით.

ძრავის სიმძლავრე 2.6 კვტ-ია, რომლის ბრუნვის სიჩქარე (6600 ბრ/წთ) აადვილებს ფოლადის, თუჯის, ხელოვნური და ბუნებრივი ქვის დამუშავებას.

სხვადასხვა ტიპის ბარგალკები - რეკომენდაციები

პროფესიონალური ინსტრუმენტისთვის აუცილებელი ყველა ფუნქცია აქ არის: რბილი დაწყება, ლილვის ბლოკირება, გადატვირთვისგან დაცვა და ა.შ. ნებისმიერი პოზიციით მოსახერხებელი მუშაობისთვის, სხეულზე მოცემულია 3 პოზიციური სახელური.

უპირატესობები:

  • მყარი ინსტრუმენტი, პლიუს ხარისხიანი მასალები;
  • გასაღების გარეშე დისკების მარტივი მონტაჟი;
  • ვიბრაციისგან დაცვა;
  • ძრავის გაზრდილი რესურსი;
  • მტვრისგან დამცავი მექანიზმი

ნაკლოვანებები:

  • საკმაოდ მაღალი ფასი

Metabo ბარგალკა შექმნილია ყველა საჭირო დაცვის მექანიზმით. უფრო მეტიც, მწარმოებელმა ყურადღება მიაქცია არა მხოლოდ მის გამძლეობას, არამედ მფლობელის კომფორტის საკითხებს.

საუკეთესო უსადენო ბარგალკები

Bosch GWS 18-125 V-LI

Bosch კუთხსახეხს კარგი ფუნქციონირება აქვს, რომელიც აღჭურვილია ორი მაღალი სიმძლავრის - Li-lon 4 Ah ბატარეის CoolPack რადიატორებით.

მუშაობის დროს ბარგალკის  რევოლუციების რაოდენობა 10 ათასს აღწევს. ელემენტის დატენვა,  დატვირთვა და აღჭურვილობის სტაბილური სიჩქარის შენარჩუნება კი, ხორციელდება ელექტრო კონტროლის საშუალებით.

სხვადასხვა ტიპის ბარგალკები - რეკომენდაციები

ინსტრუმენტთან კომფორტული მუშაობის უზრუნველსაყოფად, მწარმოებელმა უზრუნველყო ორი პოზიციის სახელური.

უპირატესობები:

  • ძრავის დატვირთვის კონტროლი;
  • მაღალი სიჩქარით ბრუნვა;
  • გაგრილების სისტემა;
  • კომპლექტში შედის 2 ელემენტი.

ნაკლოვანებები:

  • მაღალი ღირებულება.

Ryobi R18AG-0 - განკუთვნილია მცირე სამუშაოებისთვის

იაპონური ბრენდის პრაქტიკული და ფუნქციონალური მოდელი გამოირჩევა გამძლე პლასტიკური კორპუსით, რომელსაც რეზინისებური სამაგრი აქვს. განკუთვნილია  115 მმ-იანი დისკის  გამოსაყენებლად, მაგრამ აწარმოებს მხოლოდ 6500  ბრ/წთ-ს.

კუთხსახეხი მუშაობს  მოსახსნელი - 18 ვტ-იანი ბატარეით, ხოლო დამატებით სამი პოზიციის სახელური გათვალისწინებულია თავად სახეხის კორპუსზე.

უპირატესობები:

  • „მეგობრობს“ Li-lon-და და Ni-Cd-ის ელემენტებთან;
  • შედარებით მშვიდი მუშაობა;
  • შესაძლებელია 125 მმ-იანი დისკის დამონტაჟებაც;
  • ხელმისაწვდომი ფასი

ნაკლოვანებები:

  • საჭიროებს ორივე ხელით მუშაობას.

პოპულარული მოდელები

კუთხლივ სახეხი ხელსაწყო(ბალგარკა) INGCO AG75028
კუთხლივ სახეხი ხელსაწყო(ბალგარკა) INGCO AG75028
Regular price 109 ლარი / თვეში 7 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
კუთხლივ სახეხი მანქანა (ბალგარკა 125მმ) 900ვტ INGCO AG900285
კუთხლივ სახეხი მანქანა (ბალგარკა 125მმ) 900ვტ INGCO AG900285
Regular price 129.00 ლარი 109 ლარი / თვეში 6 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
ელ. კუთხსახეხი INGCO AG110038
ელ. კუთხსახეხი INGCO AG110038
Regular price 127 ლარი / თვეში 7 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 2 წელი
ელ. კუთხსახეხი (ბარგალკა) 750W INGCO AG75028
ელ. კუთხსახეხი (ბარგალკა) 750W INGCO AG75028
Regular price 94 ლარი / თვეში 6 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 2 წელი