საუკეთესო  ყავის აპარატები

  წვეთოვანი ტიპის ყავის აპარატები (ყავადანი)  მომხმარებლების უმეტესობას თავიანთი საიმედოობითა და ხელმისაწვდომი ფასით იზიდავენ. ჩვენი ბლოგის წაკითხვის შემდეგ კი,  გაიგებთ მათი მუშაობის პრინციპს და განსაზღვრავთ, გჭირდებათ თუ არა ასეთი აპარატი სამზარეულოში.

საუკეთესო წვეთოვანი ტიპის ყავის აპარატები

ამ ტიპის აპარტები კომბინირებულია ყავის საფქვავით, რომლის დახმარებითაც,  ყოველთვის შეძლებთ არომატული, უგემრიელესი, ახლად დაფქული ყავის  მიღებას. მართალია, ასეთი მოწყობილობები გარკვეულწილად უფრო ძვირი ღირს, მაგრამ ისინი ამარტივებენ და აჩქარებენ ყავის მომზადების  პროცესს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დილის საათებში.

Philips HD7769 Grind & Brew

Philips  ყავის აპარატი აღჭურვილია ორმაგი კონტეინერით, რომლითაც ორი ტიპის ყავის მარცვლების გამოყენება შეგიძლიათ. ტაიმერი საშუალებას გაძლევთ თავად დააყენოთ ყავის მომზადებისა და გათბობის ხანგრძლივობა, ხოლო ყველა საჭირო ინფორმაცია ნაჩვენებია ციფრულ ეკრანზე.

საუკეთესო  ყავის აპარატები

გამომდინარე იქიდან, რომ ასეთ მოდელებს სპეციალური კონტეინერი მოყვება, გამოყენების კუთხით საკმაოდ კომფორტულია. გარდა ამისა, უზრუნველყოფილია ყავის ერთნაირი გემოვნებაც. (მწარმოებელი გირჩევთ გამოიყენოთ მოსახსნელი ფილტრი N4, მაგრამ არსებობს მუდმივი ფილტრებიც, რომელთა შეძენაც ხელმისაწვდომია).

ძირითადი ტექნიკური  მახასიათებლები:

  • ენერგიის მოხმარება - 1000 ვტ;
  • ავზის მოცულობა - 1.2 ლ;
  • სასმელის ტემპერატურა - 80-85 ° C;
  • ზომები - 21.2x27.7x44 სმ

დადებითი მახასიათებლები:

  • ლამაზი,  შავი და ვერცხლის დიზაინი;
  • ერთდროულად 12 ჭიქის  მომზადების შესაძლებლობა;
  • ტაიმერი;
  • ძალის კორექტირება;
  • ორმაგი კონტეინერი

უარყოფითი მახასიათებლები:

  • მაღალი ფასი;
  • ტაიმერს მეხსიერება არ აქვს. ყოველ ჯერზე აუცილებელია ახლიდან დაყენება.

REDMOND SkyCoffee M1505S

REDMOND ყავის მადუღარას  კომპაქტური ზომა და ელეგანტური დიზაინი აქვს, რომელიც  შექმნილია 6-7 წუთში რამდენიმე ჭიქა გემრიელი ამერიკანოს მოსამზადებლად. ფილტრი მრავალჯერადი გამოყენებისაა, რომლის შეცვლაც პერიოდულად არ მოგიწევთ.

საუკეთესო  ყავის აპარატები

აღსანიშნავია, რომ მოდელის მახასიათებელია „ჭკვიანი სახლის“ სისტემაში ინტეგრირება და სმარტფონისგან ბრძანებების მიღების შესაძლებლობა. სხვა  დამატებით მახასიათებლებში შედის ყავის გათბობა,  ავტომატური გამორთვა და გადახურებისგან დაცვა.

ყავადანის კომპლექტში შედის: საზომი კოვზი, საწმენდი ფუნჯი და პატარა რეცეპტების წიგნი.

ძირითადი მახასიათებლები:

  • ენერგიის მოხმარება - 600 ვტ;
  • ავზის მოცულობა - 0.5 ლ;
  • ზომები - 20x28.5x32 სმ

დადებითი მახასიათებლები:

  • კომპაქტური ზომა;
  • ლამაზი დიზაინი;
  • დაბალი ფასი;
  • მარტივი კონტროლი,  დისტანციური მართვის შესაძლებლობა

უარყოფითი მახასიათებლები:

  • ტაიმერის არარსებობა;
  • ერთდროულად მოამზადებთ მხოლოდ 2 ჭიქას;
  • დენის მოკლე კაბელი

საუკეთესო წვეთოვანი ტიპის ყავის აპაარტები ჩამონტაჟებული კონტეინერის გარეშე

De'Longhi ICM 15210

De'Longhi ICM ყავის აპარატს  აქვს თითქმის ცილინდრული ფორმა და წარმოდგენილია შავი და  ვერცხლისფერი ელემენტებით. კონტეინერს აქვს საკმარისი მოცულობა, რომელიც გათვალისწინებულია 10 ჭიქისთვის. წყლის დონის კონტროლი შესაძლებელია მოწყობილობის წინა მხრიდან.

საუკეთესო  ყავის აპარატები

აპარატის მუშაობისთვის საჭიროა ერთჯერადი ფილტრების გამოყენება, ხოლო კონტროლისთვის გამოიყენება მხოლოდ დაწყების ღილაკი.

ძირითადი მახასიათებლები:

  • ენერგიის მოხმარება - 900 ვტ;
  • ავზის მოცულობა - 1.25 ლ;
  • ზომები - 20.5x22.5x32 სმ

დადებითი მახასიათებლები:

  • დახვეწილი დიზაინი;
  • კარგი  ხარისხის მოწყობილობა;
  • ხელმისაწვდომი ღირებულება;
  • დიდი ავზის მოცულობა;
  • სწრაფი მომზადება;
  • მარტივი ოპერაცია და მართვა

უარყოფითი მახასიათებლები:

  • ნაკრებს მოყვება მხოლოდ 5 ერთჯერად ფილტრი,  რომელთა რეგულარული შეძენაა საჭირო;
  • ყველა ძირითადი ნაწილი დამზადებულია პლასტმასისგან.

კაპუჩინოს აპარატებით დაინტერესების შემთხვევაში, შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს შემდეგ ბლოგს.

პოპულარული მოდელები

ცივი ყავის აპარატი Hoping HSM-705 თეთრი
ცივი ყავის აპარატი Hoping HSM-705 თეთრი
Regular price 90.00 ლარი 64 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
ყავის აპარატი PHILIPS EP1000/00
ყავის აპარატი PHILIPS EP1000/00
Regular price 1,949.00 ლარი 1,104 ლარი / თვეში 60 ლარი
უფასო მიწოდება
warranty გარანტია 2 წელი
ესპრესოს ყავის აპარატი DELONGHI ECP31.21
ესპრესოს ყავის აპარატი DELONGHI ECP31.21
Regular price 559.00 ლარი 449 ლარი / თვეში 25 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 2 წელი
ყავის აპარატი Electrolux EKF3330
ყავის აპარატი Electrolux EKF3330
Regular price 135 ლარი / თვეში 8 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი