საუკეთესო თმის ფენები

 თმის ფენი მარტივი ტექნიკაა, რომელიც საკმაოდ კომფორტული და იოლი გამოსაყენებელია. მოწყობილობის მრავალფეროვანი არჩევანიდან  გამომდინარე, ზოგჯერ რთულია კონკრეტული და სასურველი მოდელის შერჩევა ვინაიდან, მახასიათებლების, დიზაინის, შესაძლებლობების მიხედვით, ისინი შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან.

თუმცა, სანამ უშუალოდ თმის ფენის ყიდვას გადაწყვეტთ,  აუცილებლად უნდა გაეცნოთ მოდელის მახასიათებლებსა და დამატებითი ფუნქციების ნაკრებს, რაც ვარცხნილობის პროცედურას მარტივსა და სასიამოვნოს გახდის.

მაშ ასე, ის თუ რას უნდა მიაქციოთ ყურადღება, უფრო დეტალურად გაეცანით ქვემოთ:

ძალა: თმის საშრობი ფენის ოპტიმალური სიმძლავრე 900-1500 W დიაპაზონში მერყეობს;
სახლის პირობებში გამოყენებისთვის საკმარისია  ისეთი მოდელი, რომლის სიმძლავრეა 1600-1800 W-მდე;
პროფესიონალური ფენის სიმძლავრე მინიმუმ 2000 ვატი უნდა იყოს.

იდეალურია, თუკი შერჩეულ მოწყობილობას  სიჩქარისა და ტემპერატურის რამდენიმე რეჟიმი  აქვს (მინიმუმ 2-3).

ცივი ჰაერის მიწოდება  ხელს უწყობს თმის გაშრობას  ზედმეტი დაზიანების გარეშე. გარდა ამისა, ცივი ჰაერის ეფექტი უკეთესად აფიქსირებს ვარცხნილობას, რომელიც  განსაკუთრებით საჭიროა თხელი და დასუსტებული თმისთვის.

საუკეთესო თმის ფენები

იონიზაცია ძალზე სასარგებლო ფუნქციაა ნებისმიერი სტაილერისთვის, რადგან იგი ანეიტრალებს სტატიკურ ელექტროენერგიას, უკეთესად  ასწორებს თმას, აჯანსაღებს კურნავს მათ და იცავს გამოშრობისგან.

თუ გსურთ ხვეული თმა, მაშინ აუცილებლად მოძებნეთ თმის ფენი დიფუზორით, რომელიც თქვენს თმას ასევე დამატებით მოცულობას შესძენს.

ასევე ყურადღება მიაქციეთ მოწყობილობის უკანა მხარეს მდებარე ფილტრის დიზაინს, რომელიც იცავს გამათბობელ ელემენტს ზედმეტი მტვრისგან და თმისგან. იმისათვის, რათა შეძლოთ მისი გაწმენდა, სასურველია ფილტრის ბადე მოსახსნელი იყოს.

საუკეთესო თმის ფენი იონიზაციის ფუნქციით

თითქმის ყველა თანამედროვე თმის საშრობი ფენები აღჭურვილია იონიზაციის ფუნქციით, რომლის დამსახურებითაც,  ყველაზე უხეში თმაც კი ხდება პრიალა და  გლუვი.

Remington Advanced Color Protect AC8605 - ფერის შენარჩუნების ფუნქციით

არაჩვეულებრივი თმის საშრობი, რომელსაც UV ფილტრები აქვს. მისი ინტელექტუალური სენსორი აკონტროლებს ჰაერის ტემპერატურას, რომელიც სპეციალური ზეთების საშუალებით, ხელს უწყობს შეღებილი თმის ფერისა და სტრუქტურის შენარჩუნებას.

2300 W სიმძლავრე უზრუნველყოფს სწრაფ და ხარისხიან გაშრობას. რეჟიმების  მართვა კი შესაძლებელია სტანდარტული კონცენტრატორების გამოყენებით.

საუკეთესო თმის ფენები

ცივი ჰაერის ფუნქცია უზრუნველყოფს ვარცხნილობის სტაბილურობას, ხოლო იონიზაციის ფუნქცია - თმის სიჯანსაღეს. თმის საშრობის მოსახსნელი დამცავი პანელი აადვილებს ფილტრის წმენდას მტვრისგან და მცირე ნამსხვრევებისგან.

დადებითი მახასიათებლები:

  • UV ფილტრი;
  • ცივი ჰაერის რეჟიმი;
  • გრძელი 3 მეტრიანი კაბელი;
  • ერგონომიული დიზაინი.

მინუსები:

  • დიდი წონა - დაახლოებით 900 გრამი.

Remington თმის ფენი ძალიან კომფორტულია, რომელიც სწრაფად აშრობს შეღებილ თმას და მაქსიმალურად ზრუნავს მის ფერებსა და ჯანმრთელობაზე.

Philips DryCare Advanced BHD170 / 00 - ფენი Termo Protect ტექნოლოგიით

Termo Protect ტექნოლოგია პასუხისმგებელია ჰაერის ტემპერატურის რეგულირებაზე, რომელიც ინარჩუნებს თერმულ რეჟიმს +28 .. + 57 ° С-ზე.

ზოგადად, Philips თმის ფენის  პარამეტრები სტანდარტულია: გათვალისწინებულია ტემპერატურის კონტროლის 3 რეჟიმი და ორი სიჩქარე. ამასთან, ფენის სიმძლავრეა 2200 W,  ხოლო იონიზაციის ფუნქცია უზრუნველყოფს თმის დამატებით დაცვას.

საუკეთესო თმის ფენები

კომპლექტში შედის  ძირითადი საქშენები: ვიწრო კონცენტრატორი და დიფუზორი. მოწყობილობის წონა 600 გრამია.

დადებითი მახასიათებლები:

  • მოსახსნელი ჰაერის ფილტრის გაწმენდა მარტივია;
  • იონიზაცია აუმჯობესებს თმის სტრუქტურას და უზრუნველყოფს მის სიჯანსაღეს;
  • არსებობს დაბალი ტემპერატურის რეჟიმები;
  • კომპლექტში შედის მოცულობისთვის განკუთვნილი თმის საქშენები;

Philips გამოიყურება და მუშაობს როგორც პროფესიონალური თმის ფენი,  მაგრამ არც ისე გრძელი კაბელის გამო, შეიძლება „სახლის ფენის“ სტატუსი მივანიჭოთ მხოლოდ.

 აქვე შეგიძლიათ გაეცნოთ  2019 წელს გამოშვებული თმის ფენების საუკეთესო მოდელების რეიტინგს.

პოპულარული მოდელები

თმის ფენი დიფუზორით 5000W Politun PT-V3
თმის ფენი დიფუზორით 5000W Politun PT-V3
Regular price 55.00 ლარი 46 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
პროფესიონალური თმის ფენი 4000W Mozer MZ-5919
პროფესიონალური თმის ფენი 4000W Mozer MZ-5919
Regular price 150.00 ლარი 44 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
პროფესიონალური თმის ფენი 5000W Politun PT-V6
პროფესიონალური თმის ფენი 5000W Politun PT-V6
Regular price 150.00 ლარი 59 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
თმის მოვლის კომპლექტი 5-1 ში OEM HS01
თმის მოვლის კომპლექტი 5-1 ში OEM HS01
Regular price 100.00 ლარი 69 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი