საუკეთესო ფენების 2019 წლის რეიტინგი

გამომდინარე იქიდან, რომ ფენის ფასი ტექნიკის ბაზარზე საკმაოდ მრავალფეროვანია, ჩვენ შემოგთავაზებთ რამოდენიმე სხვადასხვა მოდელს, რომლებიც მახასიათებლებისა და ფასის  მიხედვით განსხვავებულია. ასევე, მოგცემთ რჩევებს იმასთან დაკავშირებით, თუ რაზე უნდა გაამახვილოთ ყურადღება ყიდვის დროს.

პირველ რიგში, სიმძლავრე, საშრობების რეჟიმი, საქშენები - ის ძირითადი კომპონენტებია, რომელიც სწორად უნდა შეარჩიოთ.  

როგორ შევარჩიოთ ფენი სახლის პირობებში გამოსაყენებლად

ფენის ფუნქციონირების ძალა და რეჟიმები:

როგორც ვიცით, ნებისმიერ მოწყობილობაში სიმძლავრე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. ამ შემთხვევაშიც, რაც უფრო ძლიერია ფენი, მით უფრო სწრაფად აშრობს თმას. თუ მოკლე თმა გაქვთ, შეგიძლიათ ეს პარამეტრი ნაკლებად გაითვალისწინოთ. გირჩევთ, შეარჩიოთ  ისეთი მოდელები, რომლებიც 2000-2600 ვატიანია, მაგრამ თუ მოწყობილობას AC ტიპის ძრავა აქვს, ე.ი.  ფენი პროფესიონალური სიმძლავრისაა, რომელიც შეჩერების გარეშე,  დიდიხნის განმავლობაში შესძელებს მუშაობას. სწორედ ამ ტიპის მოწყობილობებს იყენებენ  სილამაზის სალონებშიც, მაგრამ არც სახლის პირობებშია მისი გამოყენება ცუდი არჩევანი. 

საუკეთესო ფენების 2019 წლის რეიტინგი

ტემპერატურისა და სიჩქარის  სხვადასხვა რეჟიმი სავალდებულო ფუნქციაა, რადგან  გაცილებით სასიამოვნოა, როდესაც არსებობს ტემპერატურის რამოდენიმე არჩევანი. გარდა ამისა,  სხვადასხვა რეჟიმი აუცილებელია თმის სწორად გაშრობისთვის, რათა არ მოხდეს მისი დაწვა.

ცივი საშრობი ფუნქცია ხელს უწყობს ვარცხნილობის დაფიქსირებას. ეს ვარიანტი კი განსაკუთრებით გამოსადეგია გრძელი,  სქელი თმის მფლობელებისთვის და მათთვის, ვინც ყოველდღიურად იკეთებს ვარცხნილობას.

დამატებითი საქშენები 

ფენის საქშენები ხელს უწყობს თმის სწრაფ გაშრობას და მისთვის სასურველ ფორმის შენარჩუნებას. გარდა ამისა, შეგიძლიათ გაასწოროთ ხვეული თმა, რისთვისაც დამატებით საჭიროა მრგვალი სავარცხელი. ფუნჯის ფორმის საქშენები კი ხელს უწყობს თმის სწრაფ გასწორებას და მოცულობის გაზრდას.

დიფუზორის საქშენები მრგვალი დისკია, რომელშიც შესაძლებელია თმის მოთავსებაც. ფენიდან წამოსული სითბო კი,  მთლიანად ნაწილდება თმის მთელ სიგრძეზე. გაითვალისწინეთ: გრძელი თმის დასახვევად, დაგჭირდებათ უფრო დიდი ზომის საქშენები.

რადგან კონკრეტული მახასიათებლები განვიხილეთ, წარმოგიდგენთ საუკეთესო მოდელებს, რომლებიც სახლის პირობებში შეგიძლიათ გამოიყენოთ.

Philips HP8233 ThermoProtect Ionic

Philips-ი ცნობილია თავისი გამორჩეული სტილის ხელსაწყოებით. მის ასორტიმენტში შეგიძლიათ იპოვოთ არა მხოლოდ სტანდარტული ფენი, არამედ უამრავი სხვა საქშენი. ფენის საშუალებით, თქვენ შეგიძლიათ  როგორც გრძელი, ისე მოკლე თმის გასწორება, დახვევა. მსუბუქი წონა (0.6 კგ) კი საშუალებას გაძლევთ ფენი დიდი ხნის განმავლობაში გეჭიროთ ხელში ისე, რომ დაღლა არც კი იგრძნოთ.  

საუკეთესო ფენების 2019 წლის რეიტინგი

მოსახერხებელია მისი შენახვა ნებისმიერ ადგილზე. გარდა ამისა, აქვს სპეციალური მარყუჟი, რომლის დახმარებითაც შეგიძლიათ მისი ჩამოკიდებაც. თუ თმა ძრავაში მოხვდა,  მოსახსნელი ფილტრის გათიშვის შემდეგ, მარტივია მისი ამოღება. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ მოდელს აქვს იონიზაციის ფუნქციაც, რის საფუძველზეც იგი არა მხოლოდ აშრობს თმას, არამედ ზრუნავს თმის სიჯანსაღეზე.

Polaris PHD 2077i

2000 ვოლტიანი Polaris-ის ფენი განკუთვნილია მოკლე თმისა და სტილის გასაშრობად. მოდელს გააჩნია ვიწრო ყელი, რომელიც ხელს უწყობს ჰაერის მკვრივი ნაკადის წარმოქმნას და თმის  სწრაფ გაშრობას. ფენი განკუთვნილია მათთვის, ვისაც არ სურს დიდი თანხის გადახდა, მაგრამ დაბალი ღირებულების მიუხედავად,  ფენს აქვს ყველა საჭირო ფუნქცია, რომელიც გჭირდებათ თმის გასაშრობად, დასახვევად თუ გასასწორებლად.

Rowenta CV 3312

ზემოთ ჩამოთვლილ მოდელებთან შედარებით, Rowenta-ს ფენი ყველაზე კომპაქტური მოდელია, რომელიც საკმაოდ პატარა, იაფი და ძლიერია. ვგანკუთვნილია მოკლე თმის გასაშრობად და მოგზაურობისთვის.  დასაკეცი სახელურის წყალობით,  მოსახერხებელია მისი ზურგჩანთში ან ჩემოდანიში ჩადება და თან წაღება. აღნიშნული მოდელი CV 3312-ის ერთადერთი უარყოფითი მახასიათებელი ისაა, რომ აქვს მხოლოდ ორი: ტემპერატურისა და სიჩქარის რეჟიმი. 

როგორც ვნახეთ, ფენის შერჩევისას,  ძალიან მნიშვნელოვანია სხვადასხვა მახასიათებლის გათვალისწინება. რჩევების მოწოდებას ისევ გავაგრძელებთ, იქამდე კი შეგახსენებთ, რომ ჩვენი ონლაინ მაღაზია ისურვე წარმოგიდგენთ ფენების ფართო არჩევანს, რომლებზეც განვადების პირობებიც მოქმედებს.  ხოლო შეძენის შემთხვევაში, ნებისმიერ ნივთს სრულიად უფასოდ, მთელი საქართველოს მასშტაბით მოგაწვდით. 

წარმატებულ შენაძენს გისურვებთ!

პოპულარული მოდელები

თმის ფენი დიფუზორით 5000W Politun PT-V3
თმის ფენი დიფუზორით 5000W Politun PT-V3
Regular price 55.00 ლარი 46 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
პროფესიონალური თმის ფენი 4000W Mozer MZ-5919
პროფესიონალური თმის ფენი 4000W Mozer MZ-5919
Regular price 150.00 ლარი 44 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
პროფესიონალური თმის ფენი 5000W Politun PT-V6
პროფესიონალური თმის ფენი 5000W Politun PT-V6
Regular price 150.00 ლარი 59 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
თმის მოვლის კომპლექტი 5-1 ში OEM HS01
თმის მოვლის კომპლექტი 5-1 ში OEM HS01
Regular price 100.00 ლარი 69 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი