საუკეთესო საწოლები ახალშობილებისა და მოზარდი ბავშვებისთვის

არა მხოლოდ გუნება-განწყობილება, არამედ პატარას ჯანმრთელობაც შეიძლება დამოკიდებული იყოს იმაზე, თუ რამდენად სწორად არის შერჩეული ბავშვის საწოლი. ამიტომ, მშობლები ამ საკითხს მაქსიმალური პასუხისმგებლობით უნდა მიუდგეთ.

დღევანდელ ბლოგში განვიხილავთ საუკეთესო საბავშვო საწოლებს, რომლებიც გამოდგება როგორც ახალშობილებისთვის, ასევე მოზრდილებისთვისაც.

გამომდინარე იქიდან, რომ საწოლების შერჩევა ძალიან დიდ ყურადღებას მოითხოვს, ჩვენი ონლაინ მაღაზიის საიტზე წარმოდგენილია საუკეთესო ბრენდის პროდუქცია, რომელიც უმაღლესი ხარისხის გარანტიას იძლევა. ამდენად, ჩვენთან თამამად შეგიძლიათ სასურველი მოდელის შერჩევა, რომელსაც სრულიად უფასოდ, ნებისმიერ მისამართზე მოგაწვდით.

მოზარდის საწოლი ტრანსფორმერები

Nuovita Nido Magia

Nido Magia 5 1-ში საწოლი საუკეთესო გადაწყვეტილებაა იმ მხრივ, რომ ბორბლებზეა და მისი გადაადგილება ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე ძალიან მოსახერხებელია.

საწოლი უზრუნველყოფს თქვენი პატარების კომფორტსა და მშვიდ ძილს, რომლის გამოყენებაც შეგიძლიათ 1 წლიდან 9 წლამდე.

საუკეთესო საწოლები ახალშობილებისა და მოზარდი ბავშვებისთვის

Nido Magia საწოლის დიზაინი უნაკლოა, რადგან სრულად შეესაბამება ევროპული ხარისხის სტანდარტებს. დამზადებულია მაღალი სიმკვრივის მქონე მყარი წიფლისგან და დაფარულია ეკოლოგიურად სუფთა საღებავებით.

Nido-ს ბავშვის საწოლის მთავარი უპირატესობა შესაძლო მოდიფიკაციების დიდი რაოდენობაა. ახალშობილთათვის გამოიყენება როგორც ჩვილის საწოლი, პატარა ბავშვისთვის - პირველი საწოლი, ხოლო სკოლის მოსწავლისთვის - სრულფასოვანი საწოლი.

გარდა ამისა, მოსახსნელი წინა კედელი საშუალებას იძლევა გამოიყენოთ როგორც საწოლ ტრანსფორმერი, მანეჟი, ან გამოსაცვლელი მაგიდა.

მართალია Nido Magia 5 1-ში საკმაოდ მრავალფუნქციური საბავშვო ავეჯია, მაგრამ ის ვერ შეცვლის საჭმლის სავარძელს. მაგრამ  ამაზე ნუ იდარდებთ, რადგან ტრანსფორმერი სკამ-მაგიდის უზარმაზარი არჩევანი არსებობს, მითუმეტეს, მათ ემატება ყველა სახის რეგულირებისა და კომფორტის შექმნის შესაძლებლობა არა მხოლოდ ბავშვისთვის, არამედ მშობლებისთვისაც.

Wundermöbel MultiSleep Klassik

Wundermöbel MultiSleep Klassik არის პრემიუმ ხარისხის მასალებისგან წარმოებული  საუკეთესო  ბავშვის საწოლი, რომელიც შექმნილია ყველაზე ინოვაციური ტექნიკური გადაწყვეტილებით.

გარდა ამისა, გერმანული საბავშვო საწოლი აღჭურვილია უნიკალური ზამბარიანი პანდუსებით, რომლებიც მათი განსაკუთრებული დიზაინის გამო, მთლიანად ჩუმია. შესაძლებელია სწრაფად და მარტივად ჩანაცვლება ჩვეულებრივი ფეხებით (რომლებიც შედის კომპლექტში).

საუკეთესო საწოლები ახალშობილებისა და მოზარდი ბავშვებისთვის

Wundermöbel ბავშვის საწოლის სიმაღლის რეგულირება შესაძლებელია 8 სხვადასხვა საფეხურზე, რომლის წყალობითაც მაქსიმალურად ზუსტად ერგება მშობლის საწოლის სიმაღლეს და გამოიყენება როგორც გაფართოებადი მოდელი. უფრო მეტიც, ნაკრებში ნახავთ სპეციალურ სამაგრებს ზრდასრულისთვის საწოლის გადასაკეთებლად.

მხოლოდ რამდენიმე წამში, ეს საწოლი შეიძლება გადაიქცეს სათამაშო მანეჟად, რომელშიც ბავშვი პატარა ასაკიდანვე გაიზრდება.

ავეჯის ყველა კუთხე და კიდეები მომრგვალებულია და არ არსებობს არანაირი ხარვეზები, რაც თქვენს პატარას საფრთხეს შეუქმნის. ამასთან, გათვალისწინებულია მოსახსნელი წინა კედელი, ასევე ორი ორმაგი ბორბლები. ეს ყველაფერი კი ქმნის Wundermöbel-ის საწოლს რაც შეიძლება უსაფრთხოსა და გამძლეს.

2020 წლის  ყველაზე მოთხოვნადი ბავშვის საწოლები იხილეთ ბმულზე.

პოპულარული მოდელები

მუსიკალური სატრიალო განათებით LORELLI 1031027
მუსიკალური სატრიალო განათებით LORELLI 1031027
Regular price 89 ლარი
უფასო მიწოდება
warranty ხარისხის გარანტია
საბავშვო სათამაშო თაღი CC 1052023111538 UCO
საბავშვო სათამაშო თაღი CC 1052023111538 UCO
Regular price 49 ლარი
უფასო მიწოდება
warranty ხარისხის გარანტია
საბავშვო საწოლის მუსიკალური სათამაშო CC 1052023111521 UCO
საბავშვო საწოლის მუსიკალური სათამაშო CC 1052023111521 UCO
Regular price 49 ლარი
უფასო მიწოდება
warranty ხარისხის გარანტია
საბავშვო ხალიჩა CC 3105202315338 UCO
საბავშვო ხალიჩა CC 3105202315338 UCO
Regular price 59 ლარი
უფასო მიწოდება
warranty ხარისხის გარანტია