სამწუხაროდ, ამ კატეგორიაში პროდუქტები ჯერ არ არის


ჩვილის საწოლი

ჩვილის საწოლი ისურვეს ონლაინ მაღაზიაში. ისარგებლეთ კომფორტული ონლაინ განვადებით ან მომენტალური ფასდაკლებით ბარათით გადახდისას და უფასო მიწოდებით მთელ საქართველოში.

ჩვილის საწოლის ყიდვა  უკიდურესად საპასუხისმგებლო ამოცანაა, მაგრამ ბაზრის სეგმენტში შემოთავაზებების რაოდენობა მასშტაბურია.

ჩვილის საწოლი

დღევანდელი ჩვენი აღწერა დაგეხმარებათ განსაკუთრებით ახალბედა მშობლებს, რომ რაც შეიძლება სწორად შეარჩიოთ ჩვილის საწოლი.

აჩევანი საკმაოდ დიდიდა, მაგრამ ყველა ფირმა სანდო არაა, ჩვენ შევეცადეთ საუკეთესო მოდელები წარმოგვედგინა თქვენთვის და თქვენი პატარასთვის.

როგორი საწოლი შევარჩიოთ პატარებისთვის?

ბავშვისთვის საწოლის არჩევისას, პირველი, რასაც მშობლები ყურადღებას აქცევენ ეს არის - დიზაინი. რა თქმა უნდა, მას უნდა ჰქონდეს სასიამოვნო გარეგნობა და  ზომების თვალსაზრისით, უნდა მოერგოს კიდეც ოთახში გამოყოფილ სივრცეში, მაგრამ  სასურველია, თუკი  ყურადღებას სხვა მახასიათებლებზეც გააკეთებთ.

მასალის ხარისხი

საბავშვო საწოლები უნდა იყოს გამძლე, ეკოლოგიურად სუფთა მასალებისგან დამზადებული და უსაფრთხო. ხის ჩარჩოს უნდა იყოს  ჰიპოალერგიული საღებავით დამუშავებული, ხოლო ლითონის კონსტრუქციები ყოველთვის უნდა დაიფაროს ქსოვილით, რათა თავიდან იქნას აცილებული ბავშვის უშუალო კონტაქტი ცივ რკინასთან.

რკალების ან საქანელის მექანიზმის არსებობა საშუალებას მოგცემთ, დაძინებისას  არ  ატაროთ ბავშვი თქვენი მკლავებით და არწიოთ  პირდაპირ საწოლში. მექანიზმი შეიძლება იყოს განივი, გრძივი ან მუშაობდეს ორივე მიმართულებით.

კარგია, თუკი საწოლის კონსტრუქცია  ითვალისწინებს დამატებით შესანახ ადგილს საბავშო ნივთებისა და აქსესუარებისთვის. მაგალითად, ძალიან კომფორტულია თაროები, უჯრები, ჯიბეები და ა.შ.

სიმაღლის რეგულირება

საწოლის კედლები ისე უნდა დაიხუროს, რომ ბავშვი არ გადმოვარდეს ფეხზე წამოდგომისას. გაითვალისწინეთ, თუკი მშობლის საწოლის გვერდით აპირებთ  ბავშვის საწოლის განთავსებას,  შეგიძლიათ შესაბამისი აკვნის დონის შერჩევა.

Summer Infant Bentwood - აკვანი, რომელიც დამოუკიდებლად არწევს ბავშვს

ჩვილის საწოლი Bentwood დამზადებულია ეკოლოგიურად სუფთა მასალებისგან. კონკრეტულად - ჩარჩო დამზადებულია მყარი ფიჭვისგან. მოდელი განკუთვნილია მხოლოდ 1 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, ხოლო მისი შემდგომი გამოყენება სახიფათოა დაბალი მხარის გამო.

ბავშვის საწოლი Summer Infant Bentwood

ნაკრებს გააჩნია მოსახსნელი ტექსტილის ზეწრები,  რომლებიც შესაძლებელია სარეცხ მანქანაშიც გაირეცხოს. დამატებითი მოხერხებულობისთვის, საწოლს აქვს სათავსო, სადაც შეგიძლიათ მოათავსოთ სათამაშოები, საფენები და ყველა საჭირო ნივთები.

Bentwood-ის საწოლის გამორჩეული თვისებებია ავტომატური რწევის რეჟიმი, გადაადგილების სიჩქარე და მიმართულების შეირჩევა მშობლის მიერ. მომხმარებლები აღნიშნავენ, რომ ამ მახასიათებლის წყალობით, შეგიძლიათ თქვენი შვილის დაძინება რამოდენიმე წუთში. გარდა ამისა, აკვანს აქვს სასიამოვნო მელოდიები.

დადებითი:

  • ელექტრული ნაწილის ჩუმად მოქმედება;
  • მაღალი სტაბილურობა;
  • ავტომატური რწევის რეჟიმი;
  • ლამაზი გარეგნობა;
  • მაღალი ხარისხის მასალები.

მინუსები:

  • მაღალი ფასი.

Bentwood-ის ჩვილის საწოლი  შესაფერისია დაკავებული მშობლებისთვის, რომლებსაც არ აქვთ დიდი დროის ფუფუნება. ასევე, ავტომატური რწევის რეჟიმი დაამშვიდებს ახალშობილს  და დაეხმარება მას მშვიდად დაიძინოს რამდენიმე წუთში.

Nuovita Accanto - საწოლი მოგზაურობისთვის

იტალიელი მწარმოებლის საბავშვო საწოლი - Nuovita Accanto  წარმოდგენილია 7 ფერში. დიზაინი დამზადებულია მეტალისგან, პლასტიკური ჩანართებით. სიმაღლის რეგულირებს წყალობით, მშობელს შეუძლია თავის საწოლს შემოუერთოს ბავშვის საწოლიც.

ჩვილის საწოლი Nuovita Accanto

თავად აკვანი მცირე ზომისაა: 96x69x81 სმ, მაგრამ საძილე ადგილი ფართოა (90x50 სმ). ასე რომ, საწოლი ნაკლებ   ადგილს იკავებს ოთახში და ბავშვისთვისაც საკმაოდ კომფორტულია. სახლში გადაადგილებისთვის,  Nuovita Accanto-ს აქვს ძალიან მანევრირებადი ბორბლები. საწოლი იწონის 11,7 კგ-ს, რომელიც შეიძლება დაკეცილი იყოს შენახვისა და ტრანსპორტირებისთვის.

დადებითი:

  • მაღალხარისხიანი საწარმოო მასალები;
  • რამდენიმე ფერის ვარიანტი;
  • მოსახსნელი ზეწრები;
  • დაკეცვის შესაძლებლობა;
  • ფართო საძილე სივრცე;
  • მოსახერხებელი ტრანსპორტირება;
  • მოყვება ლეიბები.

მინუსები:

  • მოდელი შესაფერისია მხოლოდ 6 თვემდე ბავშვებისთვის.

Nuovita Accanto-ს ჩვილის საწოლი,  დასაკეცი დიზაინისა და კომპაქტური ზომების წყალობით, მოსახერხებელია, როგორც სახლის პირობებში გამოსაყენებლად, ასევე - მოგზაურობისას. მოდელი შესაფერისია  ისეთი აქტიური მშობლებისთვის, რომლებიც ხშირად მოძრაობენ ქალაქებს შორის ან მოგზაურობენ  ბავშვის დაბადების პირველი ექვსი თვის განმავლობაში.