საუკეთესო სათამაშო პლანშეტები

მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე სმარტფონებმა სამომხმარებლო  ბაზრიდან თითქოს გააძევეს პლანშეტები,  ეს უკანასკნელნი კვლავ აქტუალურია. დღევანდელ ბლოგში წარმოგიდგენთ სათამაშო  პლანშეტების  ჩამონათვალს, რომლებიც ერთმანეთისგან მახასიათებლების მიხედვით განსხვავდება.

Apple iPad Pro 10.5 256 Gb Wi-Fi + Cellular

დავიწყოთ პლანშეტების „მეფით“ - Apple-ით, რომლის სახელიდანაც, ფაქტობრივად, ყველაფერი ნათქვამია.  პირველი iPad-ის შემდეგ, ეს მოდელი ბევრად უფრო ახალი თაობისაა, რომელიც 2018 წელს თავად სტივ ჯობსმა წარუდგინა ფართო აუდიტორიას.

მძლავრი, სათამაშო  პლანშეტი  აღჭურვილია დიდი 10.5 დიუმიანი დისპლეით, რომლის რეზოლუციაა 2224x1668. მოწყობილობის ზომებია 250.6x174.1x6.1 მმ, ხოლო წონა 477 გრ. კორპუსი დამზადებულია მეტალის მასალისგან.

საუკეთესო სათამაშო პლანშეტები

გარდა ამისა, მოდელს აქვს ძლიერი „მშობლიური“ Apple A10X პროცესორი. მობილური კავშირი კი მხარს უჭერს რეკორდულად ფართო სპექტრს, მათ შორის LTE Advanced-ის ჩათვლით.

სათამაშო ტაბლეტის  უკანა კამერა 12 მეგაპიქსელიანია, რომელსაც ავტოფოკუსი, განათება და ოპტიკური სტაბილიზაცია აქვს. პლიუს, წინა კამერაც  7 მეგაპიქსელიანი აქვს, რომელიც ასევე ხარისხიან ფოტოებს იღებს.

დამატებითი ფუნქციების აღწერა: თითის ანაბეჭდის სკანერი, Apple Pencil stylus-ის მხარდაჭერა, USB დამუხტვა, აკუმულატორის ტევადობა - 30.4 Wh. რაც შეეხება ოპერაციულ სისტემას, აქ გასაკვირი არაფერია - iOS.

უპირატესობები:

  • სტაბილურობა და საიმედოობა;
  • უნაკლო ფერები;
  • მაღალი ხარისხის ხმა;
  • ცნობილი ბრენდი;
  • მაღალი დონის შესრულება;
  • მსუბუქი;
  • მაღალხარისხიანი შეკრება.

Samsung Galaxy Tab S4 10.5 SM-T835 64Gb

ამ სარეიტინგო ჯგუფის  შემდეგი ბრენდი - Apple- ის მთავარი კონკურენტი - ახალი თაობის,   ყველაზე ძლიერი Galaxy Tab-ია. ამ მოდელის ეკრანის ზომაც 10.5 ინჩია. Super AMOLED  ეკრანის რეზოლუციაა 2560x1600.

საუკეთესო სათამაშო პლანშეტები

პლანშეტის ზომებია 249.3x164.3x7.1 მმ, რომელიც ზუსტად იდეალურია თამაშებისთვის. რაც შეეხება წონას, სულ რაღაც 480 გრ-ია. პროცესორი ახალი თაობის Qualcomm Snapdragon 835 MSM8998-ია. მწარმოებლებმა ამ მოდელში უზრუნველყეს 64 გბ ჩამონტაჟებული და 4 გბ ოპერატიული მეხსიერება (LPDDR4).

უკანა კამერა საკმარისად მძლავრია - 13 მეგაპიქსელიანი განათებითა და ავტოფოკუსით, ხოლო წინა - 8 მეგაპიქსელიანია. ტაბლეტი ანდროიდის  აკუმულატორის სიმძლავრეა 7300 mAh. მწარმოებლის აზრით, ვიდეოს ყურებისას ნომინალური ხანგრძლივობაა 16 საათი. დატენვისთვის კი გამოიყენება USB-C კონექტორი.

დამატებითი ფუნქციების აღწერა: ტელევიზორთან ან მონიტორთან დაკავშირების შესაძლებლობა (სურვილისამებრ), სწრაფი დატენვის ფუნქცია. ოპერაციული სისტემა - Android 8.0.

უპირატესობები:

  • მაღალი დონის შესრულება;
  • უნაკლო ფერები;
  • აქვს Samsung  Pencil stylus-ი;
  • უახლესი თაობა.

Huawei MediaPad M5 10.8 Pro 64Gb LTE

ბოლოსკენ გვინდა განვიხილოთ კიდევ ერთი მძლავრი პლანშეტი თამაშებისთვის. უნდა ითქვას, რომ წინა ორი მოდელისგან განსხვავებით, Huawei პლანშეტის ეკრანის დიაგონალი უფრო მცირე - 10.8 ინჩი-ია (2560x1600 რეზოლუციით). ტაბლეტის ზომებია - 258.7x171.8x7.3 მმ, ხოლო წონა - 498 გრ-ია. უშუალოდ მოწყობილობას აქვს მეტალის კორპუსი, რომელიც დამატებით ლამაზ იერს სძენს.

საუკეთესო სათამაშო პლანშეტები

წინა კამერა 8 მეგაპიქსელიანია, ხოლო უკანა - 13. განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ უკანა მხარე აღჭურვილია მხოლოდ ავტოფოკუსით, არ აქვს განათება. ტაბლეტის აკუმულატორის სიმძლავრე ოდნავ აღემატება წინა მოდელს და შეადგენს - 7500 mAh-ს. მოწყობილობა იტენება USB-C კონექტორის საშუალებით. სხვა მხრივ, პარამეტრებით  ვიდეო სისტემა წინა მოდელის მსგავსია.

უპირატესობები:

  • შედარებით ხელმისაწვდომი ფასი;
  • მყარი ავტონომია;
  • კარგი ხმა;
  • უკეთესი სიმძლავრე.

როგორ შევარჩიოთ პლანშეტი სამუშაოებისთვის, სახლისთვის? ამ კითხვაზე პასუხს ჩვენს წინა ბლოგში ნახავთ.

პოპულარული მოდელები

პლანშეტი Lenovo TAB M9 ZAC50096RU
პლანშეტი Lenovo TAB M9 ZAC50096RU
Regular price 499 ლარი / თვეში 27 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 2 წელი
სახატავი პლანშეტი Xiaomi Mi Home LED BlackBoard  (BHR4245GL) 4907
სახატავი პლანშეტი Xiaomi Mi Home LED BlackBoard (BHR4245GL) 4907
Regular price 99 ლარი / თვეში 6 ლარი
უფასო მიწოდება
warranty ხარისხის გარანტია
პლანშეტი Samsung Galaxy Tab A9(4GB/64GB) Wi-Fi
პლანშეტი Samsung Galaxy Tab A9(4GB/64GB) Wi-Fi
Regular price 499 ლარი / თვეში 27 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
პლანშეტი Apple iPad 2022 10th Generation 10.9" 64GB
პლანშეტი Apple iPad 2022 10th Generation 10.9" 64GB
Regular price 1,249 ლარი / თვეში 67 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 2 წელი